IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ChatGP-4 ადრეული ტესტირების ეტაპზეც განსაცვიფრებელია!

OpenAI-ის შექმნილი ChatGPT-4 დიდი ენობრივი მოდელის ყველაზე მძლავრი ვერსიაა,  ეს უახლესი თაობის უზარმაზარი ენის მოდელია, რომელიც წინამორბედებზე მძლავრი და ეფექტიანი იქნება, მასშტაბური განახლების შემდეგ უკეთესი პასუხებით, უკეთესი მსჯელობით, უფრო კრეატიული და სტრატეგიული შესაძლებლობებით ვიდრე წინამორბედებმა. ახალ ვერსიას ტექსტთან ერთად შეუძლია გამოიყენოს ფოტო გამოსახულებები ინფორმაციის შეყვანისას (input). ახალ ვერსიაში შესაძლებელი იქნება უფრო მოცულობითი კონტენტის დამუშავებაც, რადგან მას 2500-მდე სიტყვის ერთდროული დამუშავება შეეძლება

სანამ მის შესახებ სხვა ინფორმაციას მოგაწვდით, უნდა ვახსენოთ, რომ ახალ ვერსიაზე წვდომის მოსაპოვებლად, უნდ დარეგისტრირდეთ ChatGPT Plus-ზე, რომელიც OpenAI-ის 20$-იან (ყოველთვიურ) გამოწერას გთავაზობთ. რეგისტრაციის შემდეგ GPT-4 ერთ-ერთ მოდელად იქნება შემოთავაზებული. 

 

Marketing AI Show-ის 39-ე ეპიზოდში მარკეტინგის AI ინსტიტუტის დამფუძნებელმა/აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ როეტცერმა ზუსტად განმარტა როგორ შეცვლის GPT-4 ბაზარს. აი, რა უნდა იცოდეთ. 

 

1. ChatGPT შეუძლია ადვოკატთა გამოცდის (Bar exam) ჩაბარება

„მსჯელობის უნარი მართლაც დიდი საქმეა“, ამბობს როეტცერი.

GPT-4-ის მსჯელობის შესაძლებლობები უკვე გამოცდილია ადვოკატთა საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარებით. მან გამოცდა 90% სიზუსტით დაასრულა. წინა ვერსია კი მისი მხოლოდ 10%-ის გავლას ახერხებდა. ბიოლოგიის ეროვნული ტესტირებისას GPT-4-ის მაჩვენებელი იყო 99%, ხოლოდ ChatGPT -ის შესრულების სისწორე მხოლოდ 31%-ს წარმოადგენდა. 

საერთო ჯამში, GPT-4-ის შედეგები წინა მოდელებთან შედარებით ბევრად უფრო ლოგიკური, ზუსტი, კრეატიული და კარგად დასაბუთებულია. 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

დარეგისტრირდი მარტივად

 

2. მას შეუძლია სურათების „წაკითხვა“ 

ახალ მოდელს სურათების გაგების უნიკალური უნარი აქვს, რაც ჯერჯერობით რიგითი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არაა, როეტცერის აზრით ეს გარკვეულ ასპექტში ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობასაც უნდა მოიაზრდებდეს. ეს "მულტიმოდალური" უნარი GPT-4-ს ბევრად უფრო მძლავრს ხდის, მხოლოდ ტესტურ მოდელებთან შედარებით. ერთ-ერთ დემოში, OpenAI-მ აჩვენა, რომ GPT-4-ს უნარი აქვს დაამუშავოს ვებგვერდის ხელით დახატული ესკიზი და მის შესაქმნელად საჭირო კოდი მოგვაწოდოს.

 

3. არ დაუსვათ ბევრი კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს.

OpenAI ამბობს, რომ მან GPT-4 უფრო უსაფრთხო გახადა, ვიდრე წინა მოდელები. ისინი ამტკიცებენ: „GPT-4-გამოყენებით 82%-ით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ იგი მიუღებელი შინაარსის კონტენტენტზე გაგვცემს პასუხს და ამასთანავე, იგი 40%-ით უფრო ზუსტ პასუხებს დაგვიგენერირებს ვიდრე მისი წინამორბედი ვერსია - GPT-3.5 გვაწვდიდა. 

თუმცა, OpenAI-ს არ გაუზიარებია კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს GPT-4. OpenAI არ ასაჯაროებს, თუ რამდენად დიდია მოდელი ან როგორ გაუმჯობესდა ის. თავის მხრივ, ეს მკლევარებს ურთულებს მოდელისა და მისი რისკების უკეთ გააზრების შესაძლებლობებს.

ზოგიერთისთვის ეს მიდმოგა სახიფათოდ და თვალთმაქცურად გამოიყურება. იმის ნაცვლად, რომ ორგანიზაცია აწარმოებდეს ღია კვლევას, როგორც ჩანს, OpenAI უაღრესად დახურული მუშაობის პრინციპით პოზიციონირებს. 

 

OpenAI-ის თანადამფუძნებელმა ილია სუცკევერმა The Verge-ს უთხრა, რომ „ჩვენ ვცდებოდით“ წარსულში კვლევების გაზიარებასთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებული კონკურენციისა და უკიდურესად ძლიერი ხელოვნური ინტელექტის არასწორ ხელში ჩავარდნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით.

ვეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი რამ მაინც ყველასათვის ცხადია: „ყველაფრის გახსნა სახიფათოა კაცობრიობისთვის“. - ამბომბს როეტცერი.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა