; პროგრამირების რომელი ენებია ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი? - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების რომელი ენებია ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების რომელი ენებია ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი?

IT აკადემია სტეპი პროფესიული სასწავლებელია, ჩვენ მსოფლიოს მაშტაბით უამრავ ქალაქში ვოპერირებთ, მრავალი წელია ვმუშაობთ IT ინდუსტრიაში და უამრავი ტექნიკური ტენდენციის ცვლილებას მოვესწარით. დღეს პროგრამირების ახალი ენები ძალზე ადვილად ადიან მაღალ საფეხურებზე, მაგრამ პროგრამირების ბევრი ძველი ენა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ტექნოლოგიურ ეპოქაში

წარმოგიდგენთ პროგრამირების 8 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ენას ევროპის მაშტაბით

1. Go

წელიწადში საშუალოდ $116000 ხელფასით, Go პროგრამირების სხვა პოპულარული ენების სათავეში დგას მიმოხილვის მიხედვით. Go არის open source პროგრამირების ენა, რომელზეც იქმნება მარტივი, სანდო და ეფექტური პროგრამები. პროგრამირების აღნიშნული ენა დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფართოდ გამოიყენება Google-ის მიერ, ასევე Facebook, Netflix, SoundCloud, Adobe და Dropbox-ის მიერ. მისი პოპულარობა გარკვეული პრივილეგიების საფუძველზე გაიზარდა, მაგალითად, ეფექტური პარალელური პროცესები, პროგრამის სწრაფი ჩატვირთვა და ის ფაქტი, რომ მეხსიერებას როცა საჭიროა მაშინ იყენებს. ბევრი ადამიანი Go-ს მომავლის სასერვერო ენად მიიჩნევს.

2. Objective-C

ანალიტიკოსების მიხედვით საშუალო ხელფასი $108900-დან იწყება. ძირითადად იყენებენ Apple-ის დეველოპერები Mac OS X და IOS-თვის. მისი სრულყოფილი ბუნების წყალობით, Objective-C ერთერთი ენაა, რომელსაც სარგებელი მოაქვს US დეველოპერებისთვის. ის ფაქტი, რომ ის Apple-თან არის დაკავშირებული ამ ენას მოთხოვნადს ხდის ბიზნესისთვის. დეველოპერებისთვის კი მაღალ ანაზღაურებადი ენაა.

  1. პითონი

პითონის უფროსი დეველოპერის წლიური ხელფასი შეადგენს $107000. პითონი სუფთა და მრავალმხრივი ენაა, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ანალიზში, მათემატიკურ გამოთვლებში, მანქანების შესწავლაში და ვების განვითარებაში სხვა ენებთან ერთად მსხვილი ტექნიკური კორპორაციების, როგორიცაა NASA და Google მიერ. TIOBE-ის შეფასების მიხედვით პითონი პროგრამირების ერთერთი ყველაზე პოპულარული ენაა ბიზნესისთვის და მე-5 ადგილს იკავებს საძიებო სისტემების საკითხებში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ენის პოპულარობა გაგრძელდება, რადგან ის არის ერთერთი ენა, რომლის რეიტინგიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა.

  1. Ruby on Rails

Ruby on Rails დეველოპერის საშუალო ხელფასი შეადგენს $89774 Glassdoor-ის მიხედვით. რუბიმ პოპულარობა მოიპოვა ვების აპლიკაციების განვითარებაში და პოპულარული საერთაშორისო სერვისების სერვერის მხარეს გამოყენებისთვის. რუბის იყენებენ ძლიერი, მაგრამ გასაგები აპლიკაციების შესაქმნელად.

  1. C#

Quartz Media-ს მიხედვით C# დეველოპერის საშუალო ხელფასი შეადგენს $89000. C# მარტივი ენაა და ძალიან პოპულარული გახდა, მას შემდეგ რაც ის Microsoft-მა განავითარა. ამ ენას იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციების შესაქმნელად, როგორიცაა დესქთოფ პროგრამები და დიდი ვებ პორტალები. თუ მაიკროსოფტის აპლიკაციების შექმნას აპირებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ისწავლოთ C#.

  1. ჯავა

პროგრამირების ყველაზე მოთხოვნადი ენის, ჯავას სპეციალისტებს უხდიან დაახლოებით $74000-დან ჩვეულებრივ თანამშრომლებს და $130000-მდე უფროს ჯავას დეველოპერებს. გარდა იმისა, რომ ის გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ანდროიდის აპლიკაციების შესაქმნელად, ის ასევე გამოიყენება პროდუქტების შესაქმნელად ავტომატური ტესტირებისთვის და საბანკო სექტორისთვის. ჯავა კარგი და პრაქტიკული ენაა ასათვისებლად.

  1. სვიფტი

გადახდების მიხედვით, სვიფტის დეველოპერი გამოიმუშავებს დაახლოებით $78833. სვიფტი არის პირველი ენა, რომელიც გამოიყენება macOS, iOS, watchOS და tvOS აპლიკაციების განვითარებისთვის. Objective-C-ს მსგავსად, სვიფტი გამოიყენება ეფლის პროდუქტებში და მხოლოდ 2014 წელს განავითარეს. მისი უპირატესობა არის მისი სისწრაფე პროექტზე . მუშაობის დროს და აპლიკაციის დამუშავების დროს. მისი სახელიც აქედან მომდინარეობს.

  1. კოთლინი

გადახდების მიხედვით, კოთლინის დეველოპერი საშუალოდ იღებს $66186. ეს ენა Jetbrains-მა განავითარა და გახდა ანდროიდის ოფიციალური განვითარების ენა მისი გამოსვლის დღიდან 2017 წელს. ის ფაქტი, რომ კოთლინი არის ადვილად გასაგები, სრულად თავსებადი ჯავასთან, აქვს Google-ის მხარდაჭერა და მზარდი საზოგადოება, მას შესწავლის მხრივ უპირატესობის მქონე პროგრამირების ენად აქცევს.

გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში მოცემული რიცხვები არის ზემოთ ხსენებული ენების უფროსი დეველოპერების შესაძლო ხელფასები. ნებისმიერი ტექნიკური ენის დაუფლება და გამოცდილების მიღება ბუნებრივია მოგცემთ უფრო მეტ შესაძლებლობებს და მეტ ანაზღაურებას. ამ ენების შესწავლა არ დაგჭირდებათ, თუ აღნიშნული ენებიდან ერთერთში უკვე გაქვთ გამოცდილება.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები