; რომელ პროფესიებს ემუქრება გაქრობა ახლო მომავალში? - IT Academy STEP Tbilisi რომელ პროფესიებს ემუქრება გაქრობა ახლო მომავალში? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რომელ პროფესიებს ემუქრება გაქრობა ახლო მომავალში?

pro.პრო

სახეზეა ტრენდი, რომელიც ცხადყოფს – მომავალში რუტინული პროფესიები აღარ იარსებებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო, პროფესიათა დიდი ნაწილი თანდათან არააქტუალური ხდება. ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ ყველაზე მეტი კადრი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე, ქსელებზე და კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ კომპანიებს დასჭირდება, შემდეგ მოდის ერგეტიკის, მედიცინის, რობოტოტექნიკის და სოფლის მეურნეობის სფეროები…

BBC გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სამსახურების მომავალი თაობა არ იქნება პროფესიებზე დამყარებული”, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ კონკრეტული პროფესიები მომავალში აქტუალურობას დაკარგავს. მასში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებმა ნაკლებად უნდა იფიქრონ სამუშაოსა და კარიერაზე და მეტი ყურადღება გამოწვევებსა და პრობლემებს მიაქციონ. რესპონდენტის, კანადელი პროფესიონალის შეხედულებით, მომავალში ადამიანები სულ უფრო იშვიათად დაუთმობენ დროს თავიანთი როლის განსაზღვრას სამუშაო ადგილზე და უფრო ხშირად მოუწევთ ტექნიკური უნარჩვევების ათვისება იმისთვის, რომ მოთხოვნადი კადრი გახდნენ. მას მიაჩნია, რომ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მიზანდასახული კარიერის შესაქმნელად, რომელიც სამსახურების ნაცვლად, პროექტების ერთობლიობა უფრო იქნება.

კიდევ ერთი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian მსჯელობს იმაზე, თუ მომავალში დასაქმებულები იქნებიან ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი აქვს, რადგან სამუშაოების უმეტესობა მრავალპროფილიანი გახდება. ადამიანებს კვალიფიკაციის ამაღლება ყოველდღიურად მოუწევთ, რაც სამუშაო ძალის ავტომატიზაციით იქნება გამოწვეული – ბევრი პროფესია, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, უბრალოდ, აქტუალური აღარ იქნება. აქვე ნათქვამია, რომ ფრილანსერული პოზიციები უფრო მოთხოვნადი გახდება და აღნიშნულია, რომ ისეთი პროფესიებიც კი, რომლებიც შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს, შესაძლოა, ნაკლებად საჭირო გახდეს, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპიუტერებს იოლად შეეძლებათ დაწერონ მუსიკა და მოთხრობებიც კი.

Business Insider-ის მონაცემებით, დასაქმების სფეროში მიმდინარე ტენდენციები მეტყველებს იმაზე, რომ გაქრობა ემუქრებათ შემდეგ პროფესიებს: სტამბის მუშა, მეთევზე, DTP-ს სპეციალისტი, ლითონის მანქანასთან მომუშავე, სადაზღვევო ანდერრაითერი, ელექტრული სადგურის ოპერატორი, სამოგზაურო აგენტი, ფოსტალიონი, ტრამვაის და საზ-ტრანსპორტის მძღოლი – ეს ის პროფესიებია, რომლებზეც არჩევანი არ უნდა გააკეთოთ, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ ისინი ნაკლებად აქტუალური გახადა. განსაკუთრებით აქტუალური კრეატიულობა და IT-ტექნოლოგიების ცოდნა გახდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომავალი ოცდახუთი წლის განმავლობაში სამსახურების 47% გაქრება და ამისგან დაზღვეულ მხოლოდ ტექნიკური განათლების პირები არიან. The Economist-ის ინფორმაციით, კომპიუტერებს, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეეძლებათ ფინანსური ან სამედიცინო სახის გადაწყვეტილებების მიღება.

ცხადია, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, გარკვეული პროფესიები მოძველდება – ტექნოლოგიური პროგრესის გამო მათი გაქრობა ახალ მოვლენას არ წარმოადგენს – ამ მოვლენას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული პროგრესი დღემდე ახალი პროფესიების შექმნის საჭიროებასაც ქმნიდა!
ISDI ციფრული უნივერსიტეტის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამირ მაშკოორი აღნიშნავს, რომ ცვლილებების ტემპი მზარდია! “ტექნოლოგიური ტემპების ზრდასთან ერთად ადამიანები ფიქრობენ, როგორ შეიძინონ ახალი უნარები, რომლებიც არ აქვთ მანქანებს – უნარი იფიქრო, გაიგო გემო და სუნი – ციფრულ სამყაროში ზოგიერთ შესაძლებლობას კარგავ”. მომავალში კომპანიები ადამიანებს თავის ციფრულ სივრცეში ჩანერგავენ, რომლებიც მომხმარებლის კმაყოფილებაზე ისევე იქნებიან ორიენტირებულები, როგორც დღეს ჩვეულებრივი მაღაზიების მენეჯერები და რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, მომავალში კომპანიებს ამ მოვალეობის შესრულებისთვის კვლავ ადამიანის დახმარება დასჭირდებათ.


ახალი ამბები