; კომპიუტერული მეცნიერებების 10 ძირითადი მიმართულება - IT Academy STEP Tbilisi კომპიუტერული მეცნიერებების 10 ძირითადი მიმართულება - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კომპიუტერული მეცნიერებების 10 ძირითადი მიმართულება

თუკი ყოველთვის  გაინტერესებდათ პრობლემების გადაწყვეტის პროცესი, კოდის გაშიფვრა, ფიქრობდით და ინტერესდებოდით კომპიუტერული მოწყობილობების მიღმა რა პროცესები იმალება, მაშინ თქვენთვის იდეალური კარიერული არჩევანი კომპიუტერული მეცნიერებებია.

ადამიანს, რომელსაც სისტემებთან და პროგრამებთან უწევს მუშაობა, აუცილებლად ანალიტიკური აზროვნების უნარი უნდა ჰქონდეს.
თანამედროვე ტექნოლოგიებში ნაკლებად გარკვეული და გაცნობიერებული ხალხისთვის ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება უბრალოდ და გასაგები ენით უნდა შეეძლოს.
კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესებულს პირს უნდა ჰქონდეს მუდმივი განვითარების პროცესისა და საკუთარ თავზე მუშობის სურვილი. უახლესი გამოგონებებით უნდა ინტერესდებოდეს, რათა ტექნოლოგიურ პროგრესს არ ჩამორჩეს.

დღესდღეისობით, კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით, ბევრი სამუშაო  ადგილია ამ სპეციალიზაციის დარგში.
შესაფერისი ადგილი კი თქვენს უნარებზე , ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებით უნდა აირჩიოთ. მე კი წარმოგიდენთ ინფორმაციას 10 ძირითადი მიმართულების  შესახებ კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალიზაციით,რომელიც მაღალანაზღაურებადია.

 

1) პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი მომხმარებელს უქმნის საშუალებას განახორციელოს კონკრეტული ქმედება და ამოცანა სხვადასხვა მოწყობილობებზე, როგორიცაა კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობები.
ისინი პასუხისმგებელნი არიან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერს აუცილებლად უნა ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი, რომელიც ტექნიკასა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში ძალიან ეხმარება.

2) მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი

მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორს ევალება გადაჭრას ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც მონაცემა ბაზის გაუმართაობას განაპირობებს.
შეასრულოს ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მონაცემების შენარჩუნების ამოცანები. აწარმოოს დოკუმენტირება  მონაცემთა ბაზის გარემოსა და ცვლილებებზე.

 

3) კომპიუტერული აპარატურის ინჟინერი
კომპიუტერული აპარატურის ინჟინერი პასუხისმგებელია კომპიუტერული მოწყობილობების მწყობრში მოიყვანოს .მას სჭირდება შემოქმედებითი ,ტექნიკური ანალიზის უნარი, მუდამ უნდა ვითარდებოდეს, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი სისტემატიურად განიცდის განახლებას.

 

4) კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი
კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსები  აფასებენ ორგანიზაციის კომპიუტერულ სისტემებს და რეკომენდაციას იძლევიან  ტექნიკასა და პროგრამებში არსებულ ცვლილებებთან. სისტემურმა ანალიტიკოსებმა რჩევები უნდა მისცენ კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრობლებს, ისინი მუდმივად უნდა  ფლობდნენ ინფორმაციას ტექნოლოგიური ტენდეციებისა და  უახლესი კვლევების  შესახებ.

5) კომპიუტერული ქსელის ინჟინერი

კომპიუტერული ქსელის ინჟინერს ევალება კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება, კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოება, სისტემური შეცდომების გამოსწორება.
კომპიუტერთან მიერთებული ფიზიკური მოწყობილობების მართვა და კონტროლი.

6) ვებ-დეველოპერი
ვებ დეველოპერს ევალება ვებ-პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა. სტრუქტურის ტექნიკურად გამართვა, რომ ყველა ინტერფეისისთვის და ბრაუზერისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვებ აპლიკაციების და ვებ სერვისების დეველოპმენტი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

7) უსაფრთხოების ინჟინერი

ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები ქმნიან სისტემებს, რათა დაიცვან საინფორმაციო ქსელები , საიტებზე კიბერშეტევები და სხვა უსაფრთხოების დარღვევები. მათი პასუხისმგებლობები ასევე მოიცავს მონაცემების უსაფრთხოების კვლევის ტენდენციებს მოსალოდნელი პრობლემების მოსაგვარებლად.

 

8) პროდუქტ-მენეჯერი

 კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერები აანალიზებენ კომპანიის ტექნოლოგიების საჭიროებებს და აკონტროლებენ შესაბამის მონაცემთა სისტემებს. მათ უნდა  შეძლონ პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის, ქსელისა და სხვა ტექნოლოგიების რესურსების შეძენა ან განვითარება.

 

9) IT მენეჯერი

IT მენეჯერს უწევს პროექტების დანერგვა და მათი განვითარება IT სექტორში.
აიტი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მუდმივად გამართული. ეფექტურად უნდა იყოს გადაჭრილი მიმდინარე შეფერხებები . IT მენეჯერს ევალება თანამშრომელთა კონსულტაცია, ტრენინგი კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზურნველყოფის მოხმარების საკითხებში.ასევე, კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპიუტერებისა და ქსელური მოწყობილობების გამართული მუშობის უზრუნველყოფა.
10) პროგრამისტი

 

პროგრამისტი წყვეტს კომპიუტერულ ენებთან არსებულ პრობლემებს, მის ვალდებულებას წარმოადგენს  ანალიზი,ალგორითმების შემუშავება და მათი მოთხოვნების გადამოწმება, პროგრამისტს ევალება კომპიუტერული პროგრამების წერა და კოდთან მუშაობა.

და ბოლოს, თუ თვლით რომ თქვენი ინტერესის სფერო კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალიზაციის რომელიმე მიმართულებაა, აიტი აკადემია სტეპი  საშუალებას გაძლევთ  გახდეთ წარმატებული თქვენს პროფესიაში, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 

 


ახალი ამბები