IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

განსხვავება კომპიუტერულ მეცნიერებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სპეციალობებს შორის

გამარჯობა! მე მქვია იკი და ახლა ვმართავ CS Dojo-ს, პროგრამირების საგანმანათლებლო YouTube არხს, რომელსაც 200,000+ გამომწერი ჰყავს. პროფესიით ვარ პროგრამისტი, ვიყავი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი Google-ში.

 

ორი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც ჩემი აუდიტორია მეკითხება არის:

რა განსხვავებაა კომპიუტერულ მეცნიერებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სპეციალობებს შორის?”

და…

თუ მსურს გავხდე პროგრამული ინჟინერი, უნდა ავირჩიო კომპიუტერული მეცნიერება თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია?“

ამ სტატიაში მე გიპასუხებთ ამ კითხებზე და მოგაწვდით ჩემს სწრაფ ანალიზს ამ სპეციალობების შესახებ.

 

ხსენებული ორი სპეციალობის სწრაფი ანალიზი

  • კომპიუტერული მეცნიერება არის კომპიუტერის მუშაობის შესწავლა, ძირითადად თეორიული და მათემატიკური თვალსაზრისით.
  • თქვენ უნდა აირჩიოთ კომპიუტერული მეცნიერება, თუ მოგწონთ მათემატიკა, ლოგიკა, ან თუ გსურთ კომპიუტერული მეცნიერების სპეციალიზირებულ სფეროებში მოხვედრა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, უსაფრთხოება ან გრაფიკა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია არის პროგრამული სისტემების აგების შესწავლა, მათ შორის ისეთი საკითხების როგორიცაა პროექტის მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება.
  • თქვენ უნდა აირჩიოთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, თუ უფრო მეტად გაინტერესებთ პრაქტიკული მიდგომა, და თუ გსურთ გაეცნოთ სასიცოცხლო ციკლს იმისა, თუ როგორ ხდება პროგრამული უზრუნველყოფის აგება და შენარჩუნება.
  • როგორც კომპიუტერული მეცნიერებები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია ასწავლის პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს, ასე რომ თქვენ უნდა აირჩიოთ რომელიმე, რომ გახდეთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი.

 

იმის გასაგებად, თუ რა განსხვავებაა კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სპეციალობებს შორის, გადავხედოთ მათ შესაბამის სასწავლო გეგმას კანადის, ვატერლოოს უნივერსიტეტში.

 

მე ამისათვის ვატერლოოს უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან მას კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა აქვს ჩრდილოეთ ამერიკაში

 

სამუშაო პერსპექტივები

შევადაროთ სამუშაოების და სტაჟირების ტიპები, რომელთა მიღება/გავლაც შეგიძლიათ თითოეული პროგრამის მეშვეობით. საბედნიეროდ, ვატერლოოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოცემულია რამდენიმე მაგალითი.


თითოეული სპეციალობისთვის, აქ მოცემულია რამდენიმე პოზოციის დასახელება, რომელსაც კურსდამთავრებულები ფლობენ და მათი სამუშაო ადგილი:

 

კომპიუტერული მეცნიერება

  • ვებ-დეველოპერი/არქიტექტორი, The Steele Group
  • პროგრამისტი, Harry Rosen Inc.
  • მობილური/ღრუბლის დეველოპერი, Clearbridge Associates Limited
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, General Dynamics Canada
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინერი, Microsoft
  • Agile ინჟინერი, Pivotal Labs
  • ბიზნეს-ანალიტიკოსი, Canadian Tire Corporation
  • დეველოპერის ადვოკატი, Google
  • პროდუქტის მენეჯერი, Dropbox

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია

  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Tagged Inc
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, IBM Canada
  • პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი, Arius Software Corporation
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, VistaPrint USA
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, Harris Corporation
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Accenture Inc.
  • პროდუქტის ტექნიკური მენეჯერი — პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი & განვითარება, NexJ Systems Inc
  • კონსულტანტი, PureFacts Financial Solutions
  • დანერგვის კონსულტანტი, Desire2Learn

 

როგორც ხედავთ, არ არსებობს დიდი განსხვავება სამუშაო ადგილების ტიპებს შორის, რომელთა დაწყებაც შეგიძლიათ.

 

ყველაზე ხშირად, კომპიუტერული მეცნიერების და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ხარისხის მიღების შემდეგ, კურსდამთავრებულები პოულობენ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციებს.

 

ასევე არსებობს სხვა მსგავსი ვარიანტებიც, როგორიცაა პროდუქტის მენეჯერი, ხარისხის უზრუნველყოფის ანალიტიკოსი და ტექნოლოგიების კონსულტანტი. თქვენთვის ვარიანტები დამოკიდებული იქნება თქვენს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებზე.

 

კვლავ ფიქრობ თუ რომელია მომავლის პროფესია?
 დარეგისტრირდი ახლავე!

 

კურსები პირველი წლისთვის:

ახლა გადავხედოთ თითოეული პროგრამისთვის საჭირო კურსებს. მოდით, ჯერ შევადაროთ რამდენიმე კურსი, რომელიც პირველ წელს უნდა გაიაროთ.

კომპიუტერული მეცნიერება

  • CS 135 — ფუნქციური პროგრამების შემუშავება
  • CS 136 — ალგორითმის დიზაინი და მონაცემთა აბსტრაქცია
  • MATH 135 — ალგებრა
  • MATH 136 — წრფივი ალგებრა 1
  • MATH 137 — აღრიცხვა 1
  • MATH 138 — აღრიცხვა 2
  • დამატებით რამდენიმე არჩევითი საგანი

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია

  • CS 137 — პროგრამირების პრინციპები
  • CS 138 — მონაცემთა აბსტრაქცია და იმპლემენტცია
  • MATH 115 — წრფივი ალგებრა ინჟინერიისთვის
  • MATH 117 — გამოთვლა 1 ინჟინერიისთვის
  • MATH 119 — გამოთვლა 2 ინჟინერიისთვის
  • MATH 135 — ალგებრა უმაღლესი მათემატიკისთვის
  • ECE 105 — ელექტრო ინჟინერიის ფიზიკა 1
  • ECE 106 — ელექტროენერგია და მაგნეტიზმი
  • ECE 124 — ციფრული წრედები და სისტემები
  • ECE 140 — წრფივი წრედები
  • SE 101 — პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მეთოდები

 

როგორც ხედავთ, პირველი წლის კურსებიც საკმაოდ მსგავსია. ორივე მათგანი მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებათა რამდენიმე ფუნდამენტურ კურსს და მათემატიკის რამდენიმე კურსს წრფივ ალგებრასა და გამოთვლაში. ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იმაშია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას აქვს დამატებითი ფიზიკის და ელექტრო ინჟინერიის კომპონენტები, ხოლო კომპიუტერულ მეცნიერებას კიდევ რამდენიმე არჩევითი.

 

კურსები პირველი წლის შემდეგ:

რაც შეეხება სავალდებულო და არჩევით კურსებს პირველი წლის შემდეგ, მოდით გაეცნოთ რამდენიმე მაგალითს

 

კომპიუტერული მეცნიერება:

  • MATH 239 შესავალი კომბინატორიკაში
  • STAT 230 ალბათობა
  • STAT 231 სტატისტიკა
  • CS 240 მონაცემთა სტრუქტურები და მონაცემთა მართვა
  • CS 241 თანმიმდევრული პროგრამების საფუძვლები
  • CS 245 ლოგიკა და კომპიუტერული გამოთვლა
  • CS 246 ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება - არ არის სავალდებულო პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებისთვის
  • CS 251 კომპიუტერის ორგანიზება და დიზაინი
  • CS 341 ალგორითმები
  • CS 350 ოპერაციული სისტემები
  • დამატებით კომპიუტერული მეცნიერების რამდენიმე არჩევითი საგანი

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია:

  • CHE 102 ქიმია ინჟინრებისთვის
  • ECE 222 ციფრული კომპიუტერები (მოიცავს ასამბლეის პროგრამირების ენას)
  • ECE 358 კომპიუტერული ქსელები
  • MATH 213 უმაღლესი მათემატიკა პროგრამული ინჟინრებისთვის
  • MATH 239 შესავალი კომბინატორიკაში
  • STAT 206 სტატისტიკა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიისთვის
  • MSCI 261 ინჟინერიის ეკონომიკა: ინჟინრების ფინანსური მენეჯმენტი
  • CS 241 თანმიმდევრული პროგრამების საფუძვლები
  • CS 240 მონაცემთა სტრუქტურები და მონაცემთა მართვა
  • CS 247 პროგრამული ინჟინერიის პრინციპები - არ არის სავალდებულო კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი მიმართულებისთვის
  • CS 341 ალგორითმები
  • CS 349 მომხმარებლის ინტერფეისები - არ არის სავალდებულო კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი მიმართულებისთვის
  • CS 343 თანმიმდევრული და პარალელური პროგრამირება - არ არის სავალდებულო კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი მიმართულებისთვის
  • CS 348 შესავალი მონაცემთა ბაზების მართვაში
  • SE 212 ლოგიკა და კომპიუტერში გამოთვლა
  • SE 350 ოპერაციული სისტემები
  • SE 465 პროგრამული უზრუნველყოფის დატესტვა და ხარისხის უზრუნველყოფა
  • SE 464 პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი და არქიტექტურა
  • SE 463 პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნების დაზუსტება და ანალიზი
  • SE 490 დიზაინის პროექტი
  • დამატებით კომპიუტერული მეცნიერების და ელექტრული ინჟინერიის რამდენიმე არჩევითი საგანი

 

ვიცი, რომ გადასამუშავებლად ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ, თუმცა აქ არის შეჯამება:

რაც შეეხება მათემატიკისა და სტატისტიკის მოთხოვნებს, კომპიუტერული მეცნიერება და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია თითქმის იდენტურია. ისინი მოიცავს კომბინატორიკას, ალბათობას და სტატისტიკას.

 

კომპიუტერულ მეცნიერებათა ძირითადი მოთხოვნებიც მსგავსია და მოიცავს ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებსა და ოპერაციულ სისტემებს.


ძირითადი განსხვავებები შემდეგია:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას აქვს მეტი მოთხოვნები ელექტრულ ინჟინერიასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის საფუძვლებში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, დიზაინი და პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნების დაზუსტება.
  • კომპიუტერულ მეცნიერებაში უფრო მეტი არჩევითი საგნის საშუალებაა უმაღლესი დონის კომპიუტერული მეცნიერების კურსებზე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი ფართო სპექტრის თემებიდან, როგორიცაა უსაფრთხოება, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის საფუძვლები, კომპიუტერული ხედვა, მანქანური სწავლება და მონაცემთა ბაზების მართვა.

თქვენ რომელ მიმართულებას აირჩევდით?

ვფიქრობ, ეს ძირითადად დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე. მოკლედ:

  • თქვენ უნდა აირჩიოთ კომპიუტერული მეცნიერება, თუ მოგწონთ მათემატიკა, ლოგიკა, ან გსურთ კომპიუტერული მეცნიერების სპეციალიზირებულ სფეროში მოხვედრა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, უსაფრთხოება ან გრაფიკა.
  • თქვენ უნდა აირჩიოთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, თუ უფრო მეტად გაინტერესებთ პრაქტიკული მიდგომა, და თუ გსურთ გაეცნოთ სასიცოცხლო ციკლს იმისა, თუ როგორ ხდება პროგრამული უზრუნველყოფის აგება და შენარჩუნება.

 

თუმცა, მოიცადეთანუ რომელი? რომელი სპეციალობა არის უკეთესი, თუ მინდა რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გავხდე?

აი ჩემი აზრი: ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში (ვატერლოოს უნივერსიტეტი), პროგრამის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპიუტერული მეცნიერება უკეთესი მიმართულებაა, თუ გსურთ გახდეთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი.

 

სიმარტივისთვის, ჩათვალოთ, რომ თქვენ იმედი გაქვთ, რომ მიიღებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოს (100,000 აშშ დოლარი / წელიწადში), როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს პოზიციები, როგორც წესი, მსხვილ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებშია (Microsoft, Google, Amazon და ა.შ.) ან საშუალო ზომის, სწრაფად ზრდად კომპანიებში (Dropbox, Lyft, Snapchat, Pinterest და ა.შ.).

 

როგორც წესი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის კანდიდატში ეძებენ კოდის წერის და საინტერესო პროექტების აწყობის მყარ უნარებს, აგრეთვე კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლების, მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების შექმნის შესაძლებლობას.

 

მე ვფიქრობ, რომ ამ უნარ-ჩვევების გამომუშავების საუკეთესო გზა არის კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლების სწრაფად სწავლა და საკუთარი დროის დათმობა პრობლემების გადაჭრიისა და კოდის წერისთვის.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სასწავლო გეგმის საფუძველზე დაყრდნობით და, ზოგადად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დაკავებულები არიან ინჟინერიის სტუდენტები, მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება რთულია პროგრამული ინჟინერიის კურსზე, ვიდრე კომპიუტერულ მეცნიერების კურსზე.

 

ამ კონკრეტული კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ, გაიაროთ უფრო მეტი კომპიუტერული მეცნიერების არჩევითი საგანი. ეს ასევე შესანიშნავია, რადგან იმის მიხედვით, თუ რა არის მოთხოვნადი სამუშაო ბაზარზე, თქვენ შეძლებთ თქვენი კურსების რეგულირებას. მაგალითად, თუ მობილური აპლიკაციების განვითარებაა მოთხოვნადი, ამის სწავლის საშუალება გეძლევათ. და თუ პარალელური გამოთვლაა მოთხოვნადი, შეგიძლიათ ამაზე ორიენტირდეთ.

 

დარწმუნებული ვარ, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის საფუძვლების (პროექტის მართვა, დიზაინი, ტესტირება და ა.შ.) შესწავლას გარკვეული სარგებელი მოაქვს. მაგრამ, მე პირადად მირჩევნია მოქნილობა ვიდრე წინასწარ განსაზღვრული უნარების მიღება. ამიტომ ვფიქრობ, რომ კომპიუტერული მეცნიერება უკეთეს სპეციალობას წარმოადგენს, რომ გახდეთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ამ კონკრეტული სასწავლო გეგმით.

 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტია. მინდა, მოვისმინო თქვენი აზრი და როგორი იყო თქვენი გამოცდილება, თუ სწავლობდით კომპიუტერულ მეცნიერებებს ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას. გთხოვთ, ქვემოთ დამიტოვოთ კომენტარი.

 

რამდენიმე შენიშვნა

შენიშვნა 1: სხვადასხვა უნივერსიტეტს განსხვავებული მოთხოვნები აქვს ამ ორი სპეციალობისთვის. ეს სტატია უნდა იყოს კარგი საწყისი წერტილი, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გაეცნოთ იმ უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებს, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

შენიშვნა 2: ზოგიერთ უნივერსიტეტს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სპეციალობაც კი არ აქვს. მაგალითად, ვანკუვერში, ბრიტანულ კოლუმბიის უნივერსიტეტს აქვს კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის ხარისხები, მაგრამ არა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. თუმცა ახდენენ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონცენტრაციას კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაში, ასევე კომპიუტერულ ინჟინერიაში.

 

თუ უნივერსიტეტს, რომელშიც აპირებთ ჩაბარებას, არ გააჩნია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სპეციალობა, კომპიუტერულ მეცნიერებას ავირჩევდი იმისთვის, რომ გახდეთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. კომპიუტერული ინჟინერია უფრო მეტად არის ორიენტირებული აპარატურაზე, ვიდრე კომპიუტერული მეცნიერება ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, ამიტომ ის უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული ტიპური პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის სამსახურთან.

 

გმადლობთ წაკითხვისთვის და გისურვებთ წარმატებას სპეციალობის არჩევისას!

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი, .ყაზბეგის 34/34

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია