IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

რა არის Facebook Business Manager-ი და რა უპირატესობა აქვს მის გამოყენებას 2020 წელს?!

ფეისბუქს ჰყავს 2,4 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ყველა ტიპის ბიზნესი, გაფართოებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით, ინვესტიციას ახდენს ფეისბუქ-მარკეტინგში.

 

თუმცა, არსებობს რეალური პრობლემაც, რაც უკავშირდება პირადი ანგარიშების გამოყენებას ბიზნეს გვერდების სამართავად, ასევე, ბიზნეს ანგარიშთან დაკავშირებული ყალბი ექაუნთების მეშვეობით, ეს დაუშვებელია!

მიკრო თაღლითების მიღმა, ფეისბუქ რეკლამაში ჩართულია თავისი საქმის პროფესიონალი ციფრული მარკეტინგის პროფესიონალები და მათ სჭირდებათ რამდენიმე ბიზნეს გვერდის მართვა ერთი ექაუნთით

 

გაგიგიათ ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერის შესახებ?

თუ არა, თქვენი კომპეტენციებით უკან ხართ ჩამორჩენილი ფეისბუქს. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოსაპოვებლად

 

რა არის ფეუსბუქ მენეჯერი და რა ფუნქციბეი აქვს მას?

შეიძლება თქვენ ახალი ხართ ფეისბუქ მარკეტინგში ან დაფუძნებული სააგენტო, რომელსაც აქვს მრავალი გვერდი, განცხადება ან ანგარიში, ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი დაგეხმარებათ ყველა მიმართულებით

ჯერ განვსაზღვროთ რა არის ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი:

როგორც ფეისბუქი ხსნის მას: „ბიზნეს მენეჯერი არის უნივერსალური ბიზნეს-ინსტრუმენტი, ბიზნეს აქტივებზე თანამშრომლების წვდომის ეფექტიანი მენეჯმენტისთვის“.

 

მარტივად რომ ვთქვათ

ბიზნეს მენეჯერი უფასო და ეფექტური ინსტურმენტია ყველაფრის ცენტრალიზებისთვის დროის და ძალისხმევის დაზოგვის მიზნით, რადგან წლების განმავლობაში ფეისბუქის ანგარიშების და გვერდების რაოდენობა საოცრად გაიზარდა და ერთი ბიზნესის მიერ მისი მენეჯმენტი ძნელი გახდა. ამიტომ, შეიქმნა აუცილებლობა სარეკლამო კამპანიების მართვის ინსტრუმენტის დანერგვის.

 

ის საშუალებას აძლევს ბიზნესებს დაცულად გააკონტროლოს წვდომა გარკვეულ რესურსებზე, მაგალითად,ფეისბუქ გვერდზე, სარეკლამო ანგარიშზე, პროდუქციის კატალოგზე და სხვა.

 

Facebook Business Manager-ის მთავარი ფუნქციები:

  1. ინტეგრირებულობა - ბიზნეს მენეჯერი ფეისბუქ მარკეტინგში ჩართულ ყველა პირს ეხმარება ეფექტიან ინტეგრაციაში. გამოყენება შესაძლებელია რეკლამის გასაშვებად და ეფექტურად თვალყურის სადევნებლად
  2. მასშტაბურობა - მისი გამოყენება შეუძლია როგორც პატარა ბიზნესს, ასევე, დიდ სააგენტოს ფეისბუქ მარკეტინგისთვის. ის გეხმარებათ გვერდების შექმნაში და მართვაში და შესაძლებლობას გიქმნით უკეთესი ბიზნეს კოლაბორაციის შესაქმნელად.
  3. ნაკლებად დამაბნეველი - ის გეხმარებათ პირადი და პროფესიული პროფილის განცაკევებაში. ასევე, სააგენტოს არ  უწევს ისეთ რაღაცეებზე ნერვიულობა, როგორიც არის არასწორი გვერდიდან დაპოსტვა. კლიენტს/პარტნიორს არ შეუძლია პირადი ინფორმაციის ნახვა.
  4. დაცულობა - ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი საშუალებას გვაძლევს დაცულად მივანიჭოთ წვდომა კლიენტებს, პარტნიორებს, რადგან მას აქვს ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია. ის, ასევე, უზრუნველყოფს ბიზნეს დონის რეფორთს რამდენიე ექაუნთის. პერსონალიზებული რეფორთი არის წვდომადი პარტნიორებისთვისაც.
  5. ანგარიშვალდებულება - მარკეტინგის გუნდის თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით ბიზნესში ან სააგენტოში, ადვილია დაამატო, წაშალო ან მართო თანამშრომლები ექაუნთიდან. მარტივია გააკონტროლო, ვის აქვს წვდომა გარკვეულ მონაცემებზე, ვის აქვს უფლება გარკვეული მახასიათებლი სმოდიფიკაციის ან გამოყენების.
  6. სწორი ტარგეტირება - ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი საშუალებას გაძლევთ შექმნათ პერსონალური აუდიტორია სხვადასხვა კამპანიისთვის. შეიძლება შექიმნას პარალელური რეკლამები და ტესტირება ან გაყოფილი ტესტირება, რომ გაარკვიოთ, რომელი რეკლამა მუშაობს უკეთ სამიზნე აუდიტორიასთან და პარამეტრების პერსონალიზაცია.
  7. მარტივდება თვაყურის დევნება - ფეისბუქ რეკლამის მენეჯერის გამოყენება მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სამუშაოს ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერით, დეტალური რეფორთით, რომ თვალყური ადევნოთ  რგოორ მუშაობს რეკლამები.
  8. გეხმარებათ ყველა ტექნიკურ საკითხში - ფეისბუქი იყენებს ბევრ ინსტრუმენტს, მას სჭირდება ინტეგრირება სწორი მუშაობისთვის. ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ფეისბუქ ბიზნეს საფორთი ვერ დაგეხმარებათ თუ არ იყენებთ ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერს.
  9. გაძლევთ სწორ მონაცემებს - ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი წვდომას გაძლევთ ფეისბუქ პიქსელის მონაცემებზე და პროდუქტის კატალოგზე. პროდუქტის კომპლექსი შეიძლება შეიქმნას უფრო მარტივად. ეს გეხმარებათ ის გეხმარებათ ბიზნესის ვებ-საიტის მიტანაში აუდიტორიამდე, რომლემიც ერთხელ გადმოვიდნენ თქვენს საიტზე, რეკლამის საშუალებით.
  10. Vendor მენეჯმენტი - ანგარიშის მართვა დეტალურად ცენტრალიზებული დეშბორდით სხვადასხვა კლიენტისთვის და ხარჯების ბარიერების სწრაფი დადგენა  სხვადასხვა კამპანიისთვის.

 

აღნიშნული უპირატესობებით, ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტია სააგენტოებისთვის და ანტრეპრენერებისთვის ონლაინ წარმატების მისაღწევად. ფეისბუქ ბიზნეს მენეჯერის სწავლა არის აუცილებელი ბრენდის უკეთესი პოპულარიზაციისთვის, ტარგეტინგისთვის და უკეთესი ROI-ს წარმოქმნისთვის.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია