IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

როგორ გავხდეთ Java-ს წარმატებული დეველოპერი?

დღესდღეობით პროგრამირების უამრავი ენა არსებობს, რომლებიც ჩვენს მომავალს აყალიბებს. ამასთან, როცა პროგრამირების სწავლას ვიწყებთ, ვიწყებთ C ენის შესწავლას, შემდეგ გადავდივართ C++ -ზე ან პროგრამირების ბევრ სხვა ენებზე.განვიხილოთ პროგრამირების ყველაზე პოპულარულ ენა, რომელსაც Java ჰქვია. Java-ს პოპულარობა შეიძლება მისი მრავალფეროვნების დამსახურება იყოს, რადგან ის შეიძლება გამოვიყენოთ მორგებული აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც მსუბუქი, სწრაფი და ამავდროულად მრავალფეროვან მიზნებს ემსახურება.

2019 წლის აპრილის TIOBE ინდექსის თანახმად, Java არის პროგრამირების ნომერ პირველი ენა. Java ფაქტობრივად ყველა კომპანიაში გამოიყენება, იქნება ეს პატარა კომპანიები თუ დიდი ტექნიკური კომპანიები, როგორებიცაა Google, Amazon და ა.შ. ასე, რომ დღევანდელ სამყაროში თუ Java-ს დეველოპერი გახდებით, ამან შეიძლება თქვენი კარიერა ძალიან წარმატებული გახადოს! სწორედ ამიტომ ვაპირებ გაგიზიაროთ მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გახდეთ წარმატებული Java დეველოპერი:

1. კარგად შეისწავლეთ Core Java SE

პირველ რიგში, დაიწყეთ Core Java (Java SE) და აითვისეთ რაც შეიძლება ბევრი რამ. თქვენ უნდა იცოდეთ და გესმოდეთ ძირითადი ცნებები, როგორებიცაა ციკლი, მასივები, ოპერატორები და მრავალი სხვა. Java SE-ს ასევე აქვს ზოგადი დანიშნულების API-ების ისეთი სერიები, როგორიცაა java.lang, java.io, java.math და ა.შ. და ისინი მინიმუმ საბაზისო დონეზე მაინც უნდა იცოდეთ. თქვენ ასევე უნდა დაიწყოთ OOP-ის კონცეფციების სწავლა, რადგან ისინი გამოყენებადია Java-ში.

2. მუდმივად ივარჯიშეთ Java-ზე

Core Java-ს შესწავლისას, აქტიურად ივარჯიშეთ ნასწავლ მასალაზე ისე, რომ შეძლოთ სინტაქსის ჩაწერა ძირითადი შეცდომების გარეშე. რადგან გამოწვევა მიდგომის პრაქტიკულად განხორციელებაში მდგომარეობს, თქვენ შეიტყობთ ენის შეზღუდვებს და შეიძენთ დიზაინის საუკეთესო პრაქტიკას. ასე რომ, მაქსიმალურად ივარჯიშეთ და წერეთ კოდები Java-ზე, თანდათან შეეცადეთ შეასრულოთ მინი პროექტები თქვენს მიერ შესწავლილ ნებისმიერ თემაზე.

3. ისწავლეთ Java EE

Core Java-ს სწავლის დასრულების შემდეგ, დაიწყეთ Java EE-ს (Enterprise Edition)-ის შესწავლა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Advanced Java.  Java EE-ს სწავლის დაწყებისას, შეგიძლიათ იმუშაოთ ვების განვითარებაზე, რადგან მას აქვს სპეციფიკაციები დამატებითი ფუნქციების შესახებ, როგორიცაა განაწილებული კომპიუტერული და ვებ სერვისები. Java EE შეიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Servlet, WebSocket, Java Server Faces და ა.შ. ვებ სპეციფიკაციებისთვის.

4. განახორციელეთ პროექტები Servlets და JSP-ით

Java EE-ში მიღებული ცოდნა გააერთიანეთ Front End ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა HTML, CSS, Javascript და შეეცადეთ გააკეთოთ მინი პროექტები კონკრეტულ თემებზე, ეს გონებას გაგიმახვილებთ. ასევე მნიშვნელოვანია შეადგინოთ მინიმუმ ორი პროექტი, ერთი Servlet-ით და მეორე JSP-ით. ეს იმიტომ არის კარგი, რომ თუ ამ თემებზე პროექტებს არ გააკეთებთ, ვერასდროს ვერ დარწმუნდებით იმაში, თუ რამდენი იცით პროგრამირების ამ ენაში.

5. ისწავლეთ Hibernate და Spring Frameworks

Java SE-ს და Java EE-ს შესწავლის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გადადით Java Frameworks-ების სწავლაზე, რომლებიც მოიცავს Hibernate Framework-ს და Spring Framework-ს. ესენი არის Java-ს ყველაზე პოპულარული Framework-ები. სინამდვილეში, Java Development კომპანიების უმეტესობა დღეს იყენებს Spring Framework-ს, როგორიცაა მაგალითად, Spring Boot, Spring MVC და Spring Cloud-ი ვებ აპლიკაციის განვითარებისთვის და ა.შ. Hibernate Framework-იც ასევე ძალიან პოპულარულია დომენის ობიექტზე ორიენტირებული მოდელის მეპირებისთვის რელაციურ მონაცემთა ბაზასთან და ასევე Hibernate Query Language. ასე რომ, თუ თქვენ იცით ეს Framework-ები და შეგიძლიათ შექმნათ პროექტები, მაშინ დიდი შანსი გაქვთ რომელიმე კომპანიაში Java Developer-ის პოზიციაზე აგირჩიონ.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ

შეუკვეთეთ უკუზარი მენეჯერთან

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია