IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

როგორ გავხდეთ UX დიზაინერი

თუ ხართ დიზაინერი, რომელსაც უყავრს ხალხთან ურთიერთობა და ინოვციური იდეების მოფიქრება, თქვენ გაგიმართლათ!

 

კითხვა, თუ როგორ გავხდეთ UX დიზაინერი პოპულარული ხდება, ბევრს აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან მას აქვს კარგი ანაზღაურება და ხასიათდება სტაბილურობით.

 

პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ სამუშაოს აღწერილობა. ბევრს უყვარს დიზაინი, მაგრამ არ იცის, რას ნიშნავს UX დიზაინერი. ამის შემდეგ, გაიგეთ, რა არის მთავარი კრიტერიუმი, რომ გახდეთ UX დიზაინერი. შემდეგ, თქვენ გაიგებთ რამდენიმე უპირატესობას, რომელიც ამ სამსახურს გააჩნია.

 

UX დიზაინის ქვედა ხაზი

მოდით განვიხილოთ UX დიზაინის პროფესია. როგორ ვახსენეთ, ზოგმა ადამიანმა არ იცის, რა არის UX დიზაინერის კარიერული გზა. მოდით, განვიხილოთ ზოგიერტი ფუნდამენტალური ინფრომაცია ამ პროფესიასთან დაკავშირებით.

 

UX დიზაინერები არიან ადამიანები, რომლებსაც ევალებათ შეაგროვონ ინფორმაცია კონკრეტული პლატფორმის მომხმარებლების შესახებ

შემდეგ კი ამ პლატფორმის (მისი ელემენტების) დიზაინის შედგენა მომხმარებლის მოთხოვნილებისა და საჭიროებების შესაბამისად. UX დიზაინერისთვის მნიშვნელოვნია სხვა სპეციალობის ადამიანებთან ურთიერთობა - სოფთვეარ ინჟინერებთან, მარკეტოლოგებთან და სხვა. აუცილებელია გუნდური მუშაობის უნარი.

 

როდესაც შეაგროვებთ მომხმარებლის ქმედებების შესახებ ინფორმაცას და რეაგირებენ პლატფორმის გარკვეულ ელემენტზე, თქვენი საქმე იქნება  შექმნათ (ან ხელახლა შექმნათ, დამოკიდებულია სიტუაციაზე) ინტერფეისის ელემენტები, რომლებიც არა მხოლოდ მომხმარებლის ყურადღების მიიქცევს, არამედ აძლიერებს მათი ურთიერთქმედების მაჩვენებლეს თავად პლატფორმასთან.

 

როგორ გავხდეთ UX დიზაინერი

გასაკვირი არაა, რომ UX დიზაინერის პროფესია მოიცავს ისეთ უნარებს, როგორიცაა: გუნდური მუშაობა, მკაცრი სამუშაო ეთიკა, პორტფელიოს სისტემატური განახლება.  ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ სამ ძირითად ასპექტზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ გახდეთ UX დიზაინერი.

 

ეს სამი მახასიათებელია: განათლება, მოტივაცია და გამოცდილება.

განათლება არის პირველი რამ, რაც შეგხვდებათ გზების ძებნისას, თუ როგორ გახდეთ UX დიზაინერი.

 

UX დიზაინერებს უნდა შეეძლოთ სხვადასხვა დიზაინის ინსტრუმენტის გამოყენება, მომხმარებლის საჭიროების და სურვილის გაგება, კოლეგებთან ურთიერთობა. ეს მოითხოვს დიდ შრომას და გამოცდილებას.

 

რაც შეეხება ფორმალურ განათლებას, საუკეთსო ვარიანტია დიპლომის მიღება UX კვლევა და დიზაინში, როდესაც სწავლას მორჩებით და მიიღებთ დიპლომს, გექნებათ ორი ვარიანტი - გააგრძელოთ სწავლა ან საწყისი დონის UX დიზაინერის პოზიციაზე სამუშაოს მოძებნა.

 

შეგიძლიათ, თვითნასწავლი UX დიზაინერიც გახდეთ, შეისწავლოთ პროფესია ონლაინ ვიდეოგაკვეთილებით და კურსებით.

ზოგი პროფესია მოითხოვს დიპლომს, მაგრამ UX დიზაინერის პროფესია სხვაგვარადაა. დამსაქმებლებმა იციან, რომ ადამიანებს, ვინც ცდილობენ გახდნენ UX დიზაინერერი, აქვთ ფართო უნარები. ამიტომ, ისინი ადამიანის ხასიათს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე უნარებს. ზოგ კომპანიას აქვს ტრენინგები. თუ მოეწონებით დამსაქმებე,ს შეიძლება აგიყვანონ და ადგილზე გასწავლონ საჭირო ინფრომაცია.

 

მოტივაცია

მოტივაცია არის UX დიზაინერის პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოტივაცია არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თქვენ გაინტერესებთ გრაფიკა და დიზაინი ან UI შექმნა. თუ გსურთ იყოთ სრულყოფილი UX დიზაინერი, თქვენ უნდა გაინტერესებდეთ ადამიანის ქცევა და სოციალური კომუნიკაცია. თქვენ მოგიწევთ გააანალიზოთ  რა მოსწონს და რა არ მოსწონს მომხმარებელს, როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ფერზე,  ფორმაზე და ფოტოზე, მხოლოდ ამის შემდეგ დასხდებით და შექმით დიზაინს.

 

ეს არის ინტერესები, რაც უნდა გქონდეთ, თუ სგურთ გახდეთ UX დიზაინერი. ასევე, უნდა გაითვალისიწნოთ მოტივაცია სამსახურის დაწყებისთვის, ეს იმიტომ გინდათ რომ კარიერული გზა მომხიბვლელია? თუ იმიტომ, რომ კარგი ანაზღაურებაა?

თქვენი პოტენციური დამსაქმებლები დაინახავენ თქვენს მოტივაციას, თუ მართლა გიანტერესებთ ეს სფერო, არ ინერვიულოთ.

 

გამოცდილება

გამოცდილება საჭიროა UX დიზაინერისთვის. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც სურს გახდეს UX დიზაინერი, მაგრამ არ აქვს გამოცდილება. შეიძლება მათთვის სამსახურის პოვნა უფრო რთული იყოს, მაგრამ აქ არის საჭირო განათლება და მოტივაცია.

 

თუ გაქვთ საჭირო განათლება და ხართ მოტივირებული, მაშინ გამოცდილება მეორეხარისხოვანია. სამუშაოს ინტერვიუს დროს, თქვენ შეძლებთ ანახოთ დამსაქმებელს, რომ მონდომებული ხართ და გინდათ მუშაობა. არის გზები, რომ თქვენი CV უფრო მიმზიდველი გახადოთ დამსამებლისთვის. სერთიფიცირებული ონლაინ კურსები, სემინარები, სხვადასხვა პროექტები და სხვა ნაბიჯები, რომ გახდეთ UX დიზაინერი, გაამდიდრებს თქვენს CV-ს.

 

რატომ UX დიზაინერი?

მიზეზი, თუ რატომ უნდათ ადამიანეს ისწავლონ მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი, არის ხელფასი.

Glassdoor.com-ის მიხედვით, საშუალო ხელფასი UX დიზაინერის არის $90,700. დამწყებებისთვის ანაზღაურება ნაკლებია.

 

კიდევ ერთი რამ, რის გამოც სურთ გახდნენ UX დიზაინერი, არის თვითონ სამუშაო. თქვენ მუშაობ არა მარტო დიზაინზე, არამედ სხვადასხვა სპეციალობის ხალხთან. ამიტომ, თქვენი სამსახური არ იქნება მოსაწყენი.

 

დასკვნა

ახლა თქვენ გაქვთ წარმოდგენა, რას აკეთბს UX დიზაინერი და როგორ გახდეთ იგი. ეს პროფესია არ არის მარტივი, მაგრამ გექნებათ ახალი და საინტერესო დავალებები ყოველდღიურად. თუ მოწყენილობა არ გიყვართ და შეგიძლიათ ხალხთან ურთიერთობა და დიზაინის შექმნა, UX დიზაინის სფერო თქვენთვისაა.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია