IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

7 ხერხი Behance-ზე თქვენი პორტფოლიოს დასაწინაურებლად!

ჯერ კიდევ 2012 წელი გახლდათ, როგორც ყველა დამწყები და, ალბათ, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ ხარ ახლა, ვფიქრობდი: „ვაიმე! დავაგვიანე! საზოგადოებას იმდენი ძალიან მაგარი დიზაინერი ჰყავს, მე კი ეს გზა ჯერ კიდევ გასასვლელი მაქვს. უფრო ადრე უნდა შევერთებულიყავი“. ეს ძალიან კარგად აღწერს, თუ როგორი იყო ჩემი პირველი სამი წელი Behance-ზე: ვაქვეყნებდი არაფრით გამორჩეულ რაღაცებს და ველოდებოდი ჩემს წარმატებასა და პოპულარობას, მაგრამ, სამწუხაროდ...

 

ახლა, როდესაც უკვე 8 პროექტი მაქვს გამოქვეყნებული, ვხვდები, რა იყო ჩემი შეცდომები და როგორ უნდა გამომესწორებინა ისინი. ამ ყველაფრის დახმარებით, ვიცი, როგორ დაგეხმაროთ თქვენ ამ სირთულეებისგან თავის არიდებაში, რომელთაც მე გადავაწყდი და, გადავწყვიტე, რომ გამეზიარებინა რამდენიმე ხერხი საკუთარი გამოცდილებიდან.

 

1. უმნიშვნელოვანესია ხარისხი

 გამოაქვეყნეთ მხოლოდ ხარისხიანი კონტენტი. რა მნიშვნელოვანი ხერხიც არ უნდა  გასწავლოთ დაბლა, ეს პირველი და ძირითადია, რომ თქვენი პროექტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მიმზიდველი და საინტერესო ბაზრის, სხვა დიზაინერებისა და კურატორებისათვის. მოიფიქრეთ რამე ახალი და ინოვაციური. თუ ჯილდოები გსურთ, თანაბრად უნდა დახარჯოთ დრო და ძალისხმევა ფიქრზე, შექმნაზე, მომზადებასა და კვლევაზე. არ გამოაქვეყნოთ ნებისმიერი რამ უბრალოდ, რაოდენობის გამო. პირველ რიგში, იფიქრეთ ხარისხზე! ეს ნიშნავს, რომ ასევე დაგჭირდებათ დაუთმოთ დრო თქვენი ნამუშევრის პრეზენტაციას.

 

2. ზომა მნიშვნელოვანია

 პროექტი უნდა იყოს დიდი, იდეალურია 6-20 გამოსახულება გამეორების გარეშე. ასევე შეგიძლიათ უზრუნველყოთ ამ ტიპის მონაცემები პროექტისთვის:

  • აღწერა (ისტორია პროექტის მიღმა, კომპანიის ხედვა და მონაწილეები, გამოყენებული ფონტები/ფერები/ფორმები/სიმბოლოები და რატომ გამოიყენეთ ისინი), ანუ, ყველაფერი, რაც თქვენი კულისების ნაწილია.

 

თუ ინგლისური კარგად არ იცით, ან წერა არ გეხერხებათ, შეგიძლიათ გამოტოვეთ ეს ნაწილი, მაგრამ დარწმუნდით, რომ გაქვთ მრავალი საინტერესო გრაფიკული მასალა და შეგიძლიათ კარგად წარადგინოთ თქვენი პროექტი ყველანაირი ტექსტის გარეშე. აი, ერთ-ერთი შემთხვევა ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც ამას ამტკიცებს: ჩემი Warcraft-ის ვებსაიტის კონცეფციას არ ჰქონდა საერთოდ არანაირი აღწერა, მაგრამ მაინც მიიღო 2 „Featured“. ამიტომ, თუ წერა არ შეგიძლიათ, მიმართეთ ვიზუალურ მხარეს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ადამიანები Behance-ზე ნამუშევრის სანახავად შემოდიან და არა ბლოგის წასაკითხად.

  • შესთავაზეთ დიდი გამოსახულებები (ისინი უნდა იყვნენ დიდი და სუფთა, იდეალურ შემთხვევაში 1400px ან მეტი).
  • არ გამოიყენოთ არანაირი watermarks ან სხვა მარკირებები თქვენს გამოსახულებებზე.

 

3. პროექტების დასრულება

საქმე იმაშია, რომ გალერეის კურატორები ყველა ნამუშევარს ნახულობენ მანუალურად; არ არსებობს რაიმე ალგორითმი ან ავტომატიზირებული არჩევანი. მაშინვე, როგორც კი დააჭერთ გამოქვეყნებას, თქვენი პროექტი დაემატება მათ სიას. თუ ამ მომენტისთვის თქვენი პროექტი არ იქნება დასრულებული, მაშინ პრობლემაში აღმოჩნდებით: არავინ მონიშნავს მას „გვიან სანახავად“, ის არ აირჩევა „Featured“-ისთვის.

 

4. Cover (გარეკანი)

 გარეკანი თქვენი პროექტის „სახეა“. ესაა პირველი, რასაც ადამიანები თქვენს პროექტში ხედავენ. ამიტომ იგი უნდა იყოს აშკარა და დამაინტრიგებელი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი, დააკლიკონ მას და ნახონ დანარჩენი პროექტი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გარეკანის გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს შინაარსს.

 

  • არ დაწეროთ რამე ტექსტი გარეკანზე - იყავით ვიზუალური. როცა ამდენი გარეკანია, არავინ არ დაიწყებს მის კითხვას.
  • თუ გადაწყვეტთ, რომ გამოიყენოთ რაიმე გამოსახულების ფრაგმენტი, დარწმუნდით, რომ პროექტში გაქვთ სრული სურათი. შესაძლოა, რომ ზუსტად ამ კონკრეტულმა ფრაგმენტმა მიიქცია ვინმეს ყურადღება და მოიყვანა ამ პროექტამდე.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ბრენდ დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

5. აირჩიეთ სწორი კატეგორია

როდესაც თქვენს ნამუშევარს აქვეყნებთ, მოცემულია კატეგორიების სია და თქვენ სწორად უნდა აირჩიოთ, თუ რომელს ეკუთვნის თქვენი პროექტი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განსაზღვრავს რომელი კურატორი ნახავს ნამუშევარს და რომელი კრიტერიუმებით გაიფილტრება პროექტი მთლიან მასაში. გარდა ამისა, იგი მოგახვედრებთ თქვენი სფეროს დიზაინერების სწორ სიაში.

 

6. შეუერთდით სკოლებსა და ორგანიზაციებს

სკოლებისა და ორგანიზაციების განყოფილებაში აირჩიეთ რაც შეიძლება მეტი (რომელიც უფრო შეეფერება თქვენს სპეციალობას). უბრალოდ, დააკლიკეთ Join-ს და თქვენ გადამისამართდებით არჩეული სკოლისა თუ ორგანიზაციის გვერდზე, სადაც შეძლებთ ნახოთ საწევრო პირობები და შეუერთდეთ მას.

თავდაპირველად, ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ, როდესაც AIGA-ს შევუერთდი, დავიწყე ჯილდოების მიღება ასოციაციის გალერეიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში. ახლა კი უკვე მაქვს AIGA-ს დაჯილდოებული 3 პროექტი.

 

7. დააკომენტარეთ და შეაქეთ სხვები

საიდუმლო არაა, რომ ყველას მოსწონს, როდესაც მათ ნამუშევრებზე აკომენტარებენ და იწონებენ. არ გამოტოვოთ შანსი, შეიძინოთ ახალი მეგობრები, გამომწერები და მენტორები. გამოიყენეთ Behance როგორც სოციალური ქსელი.

 უფრო მეტიც, მღელვარების შექმნა თქვენი პროექტის ირგვლივ ზრდის შანსს, შეგამჩნიონ გალერეის კურატორებმა.

 

  • თუ დააკომენტარებთ და მოიწონებთ ახალბედების ნამუშევრებს, თქვენ თითქმის ყოველთვის მიიღებთ უკუკავშირს. ახალწვეულები Behance-ზე ძალიან ცოტა შეტყობინებას იღებენ და ბედნიერი არიან, როცა მათ ამჩნევენ. ასევე, თუ გაუგზავნით სასიამოვნო შეტყობინებას, ეტყვით, რომ ძალიან მოგეწონათ მათი ნამუშევარი და სთხოვთ, რომ თავადაც ნახონ თქვენი პროექტი, არავინ გეტყვით უარს.
  • თუ მოიწონებთ და დააკომენტარებთ მეგა დიზაინერების ნამუშევრებზე, არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ ტრივიალური ფრაზა: „სუპერ! იხილე ჩემი ნამუშევრები URL“. ჯერ მოძებნეთ Google-ში ეს დიზაინერები, ნახეთ კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობენ, შეიგრძენით მათი ხელოვნება და შემდეგ დაუწერეთ გულწრფელი და პერსონალური შეტყობინება, რომელსაც მოჰყვება თხოვნა, რომ იხილონ თქვენი ნამუშევრები. თუ მიაღწევთ თქვენს მიზანს და ერთ-ერთი ამ მეგა დიზაინერებიდან მოგიწონებთ და, უკეთეს შემთხვევაში, დაგიტოვებთ კომენტარს, მაშინ თქვენ მათი გამომწერების სიაში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებთ და ეს გამომწერები შეიძლება იყვნენ მილიონობით. ეს იქნება ძალიან კარგი რეკლამა თქვენთვის!

 

8. აწარმოეთ ბლოგი

  • იმისათვის, რომ მოიზიდოთ მეტი ყურადღება თქვენი პროექტისათვის, შეგიძლიათ დაწეროთ ბლოგი პროექტის იდეის შესახებ, მოიფიქროთ რაიმე საინტერესო ისტორია მის მიღმა, აღწეროთ მისი შექმნის პროცესი და ისაუბროთ ყველა სირთულეზე ან ინსპირაციასა და გამხნევებაზე, რომლებსაც ამ გზაზე გადააწყდით. ზუსტად ისე, როგორც ანტონ რეპონენმა ქნა Medium-ის ბლოგზე.
  • თუ წერა თქვენი სუსტი წერტილი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს კოზირი, მიწეროთ მეილი პოპულარულ დიზაინერულ მედიას და სთხოვოთ, რომ დაწერონ ამბავი თქვენი პროექტის შესახებ. მაგალითად, ჩემი ამბავი Wundernote-ის პროექტის შესახებ designideas.pics.-მა გამოაქვეყნა.

 

სატი ტაშიბა - ციფრული პროდუქტის დიზაინერი,  Wargaming-სა და VR-ის თამაშების შემქმნელი. ამჯერად მოსიყვარულე დედა.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია