IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

COVID-19 და ახალი მიდგომები დასაქმების ბაზარზე

Covid 19 მა ჩვენი სამუშაო განრიგი სამუდამოდ შეცვალა და საკმაოდ საინტერესო გამოწვევებზე დაგვაფიქრა, პროფესიულ არჩევანს, რომელსაც სულ რაღაც 5 თვის წინ ვენდობოდით, თითქოს კითხვის ნიშნები გაუჩნდა. დისტანციურად მუშაობა, ვირტუალური შეხვედრები, ვირტუალური ტრენინგები - ეს ყველაზე გავრცელებული ცვლილებებია, რომლებმაც უკვე შეცვალეს კომპანიებში თანამშრომლებს შორის ურთიერთობა

 

წინ კიდევ Covid 19-ს მეორე ტალღა და ფიზიკური იზოლირებით დამძიმებული ზამთარი გველის, ექსპერტები და ბიზნეს კონსულტანტები საუბრობენ, რომ თანამშორმლების დისტანციურად მუშაობა ახალ სტანდარტად იქცევა, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მინიმუმ 2021 წლის ბოლომდე , #1 პრიორიტეტად რჩება!

 

გარდა რისკების მართვისა, დისტანციურად მუშაობამ ბევრი ადამიანის პროდუქტიულობა გაზრდა

პროდუქტიულობა ზრდა კომპანიებს დააფიქრებს, როგორ შეინარჩუნონ გაზრდილი პროდუქტიულობა კოვიდ- 19 ით გამოწვეული რისკების განეიტრალების შემდეგ. დისტანციურად მუშაობა, უამრავი ადამიანისთვის კომფორტული და სასურველი მოდელი აღმოჩნდა.გლობალურად, დასაქმებულების უმეტესობას ურჩევნია ჰქონდეს არჩევანის საშუალება და სურვილისამებრ, იმუშავოს ხან სახლიდან, ხან კი კომპანიის ოფისიდან. თუკი ბიზნესისა და თანამშრომლების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს მოქნილობა შენარჩუნებდა და კომპანიები თანამშრომლებს დაუტოვენ არჩევანის გაკეთების საშუალებას, იმუშავონ მათთვის სასურველი თუ კომფორტული ადგილიდან.

 

დროა შევეგუოთ სახლიდან მუშაობასს და ინტენსიურ კომუნიკაციას  Zoom , Team ან სხვა პლატფორმით

Harvard business review-მ საინტერესო მოდელი შესთავაზა ლიდერებს. კერძოდ, მათ უნდა შეიმუშავონ ვირტუალური შეხვედრებისა და ფიზიკური შეხვედრების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, სამუშაო კვირის დასაწყისში, ლიდერი და გუნდის წევრები  ამოცანებსა და შედეგებზე შეთანხმდებიან ვირტუალურ სივრცეში, მაგრამ შედეგების განსახილველად, ლიდერი და გუნდის წევრები კვირაში ერთხელ, შეხვდებიან ოფისში. როგორც ბიზნეს გამოცემა გვირჩევს, ასეთი სტილით კომუნიკაცია ლიდერებს საშუალებას მისცემს გუნდის წევრებმა კვლავ გაიზიარონ ერთი ხედვა, შეინარჩუნონ კომპანიის ძირითადი ღირებულებები და რაც მთავარია, შეინარჩუნონ გუნდურობა.

 

პანდემიის პერიოდიდან დღემდე, ძალიან ბევრი ონლაინ სწავლების შესაძლებლობა გაჩნდა ჩვენს ბაზარზეც. ეს შესაძლებლობა კი ბევრმა ადამიანმა გამოიყენა და უამრავ ტრენინგსა თუ ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა ვირტულაურად. მონაწილეების გამოკითხვის მიხედვით, ონლიან სწავლებას აქვს ძალიან საინტერესო დადებითი მხარე- ადამიანი მისთვის კომფორტული ადგილიდან და კომფორტულ გარემოში ისმენს საჭირო ინფორმაციას ან სწავლობს. კორპორაციებმა, შესაძლოა, დაიტოვონ ონლაინ სწავლების ეს ფორმატი, რადგან ხარჯით ეფექტურია და   მონაწილეების ჩართულობაც მაღალია

 

ის რომ „ყველაფერი გაჩერდა“ ან „შეჩერდა“, დასაქმების ბაზარმა ყველაზე კარგად აირეკლა, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ვაკანსიები. თუმცა, ყველა იმ კომპანიამ რომელსაც სჭირდებოდა ახალი რესურსი, თანამშორმლების შერჩევის პროცესიც სწრაფად გადაიტანა ვირტუალურ სივრცეში, ბიზენს გამოცემებში კი  „ზუმ გასუბრების“ რჩევები გაჩნდა, რომლებიც რეკრუტერებს და სამუშაოს მაძიებლებს ურჩევდნენ, როგორ უნდა წარემართან კომუნიკაცია ისევ დისტანციაზე. რეკრუტერების გამოკითხვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ვირტუალური გასაუბრება კომფორტულია. უფრო მეტიც, გაზრდილია განვითარებადი ქვეყნებიდან პროფესიონალების დასაქმების მაჩვენებელი და სახეზეა რეალობა, რომელშიც დასაქმების შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება – საჭირო უნარებს თუ ფლობ, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, მარტივად არის შესაძლებელი ჩაება შრომის გლობალურ ბაზარზე და დასაქმდე გიგანტურ კომპანიაში

 

რა მოდელს მოირგებენ ან განავითარებენ ორგანიზაციები შერჩევის, სწავლებისა თუ თანამშრომლების განვითარების მიმართულებით, დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ დისტანციაზე ყოფნით გაპირობებული ცვლილებები აუცილებლად დაგვრჩება. რჩევები და პროგნოზები უამრავია, ორგანიზაციის აღმასრულებლები გვირჩევენ პროფესიებს რომელიც კარგად მოერგება მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარს

 

  • გახდი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი – უკვე დიდი ხანია ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს ციფრული მარკეტინგი უსწრებს და თუ საწყის ეტაპზე სარეკლამო კამპანიებს ზოგადი მარკეტინგის სპეციალისტები უძღვებოდნენ, დღეს უკვე სახეზეა ციფრული მარკეტინგის მაღალ ანაზღაურებადი სპეციალისტები, რომლებიც მართავენ სარეკლამო კამპანიებს
  • გახდი ვებ პროგრამისტი  – რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ, შესაბამისად, კომპანიებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ვებსაიტი და მობილური აპლიკაციები, რომელსაც ცხადია, სჭირდება როგორც დეველოპერი პროგრამული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ასევე დიზაინერი. ამ ორი სპეციალისტის სამუშაო ფაქტობრივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ორივეს მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს
  • გახდი პროფესიონალი 3D დიზაინსა და მოდელირებაში – თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ხედვა, მაგრამ არ იცით ეს უნარები გამოგადგებათ თუ არა, ამ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა თქვენთვისაა. წარმატების მისაღწევად თქვენგან საჭიროა მხოლოდ სუვლილი, შრომა და დისციპლინა

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია