IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

16 ნაკლებად ცნობილი Gmail -ის ხრიკი, რაც გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას

თქვენ ალბათ ყოველდღე იყენებთ Gmail-ს. ფიქრობთ, რომ Gmail-ის ყველა ფუნქციას იყენებთ მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის? სავარაუდოდ არა.

ამ სტატიაში შევეხებით 16 ნაკლებად ცნობილ Gmail-ის ხრიკს, რაც გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას.

შეაჩეროთ გაგზავნილი შეტყობინება

ელ.ფოსტის შეცდომები ძალიან ხშირია. AOL– ს გამოკითხვა, რომელიც CBS– მა გააშუქა, ამბობს, რომ ადამიანების დაახლოებით 32% შემთხვევით აგზავნის არასწორ იმეილს.

არასწორად გაგზავნილ შეტყობინებას არასასურველი ფაილით ან კონფიდენციალური ცოდნით შეუძლია გააფუჭოს თქვენი რეპუტაცია.

ამის გათვალისწინებით, Gmail-მა შექმნა მახასიათებელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაჩეროთ გაგზავნილი იმეილი 30 წამის განმავლობაში.

ამისთვის უნდა გადახვიდეთ “ Settings” გვერდზე თქვენი ექაუნთის, დააჭიროთ Undo Send ღილაკს და დანიშნოთ გაუქმების ვადა.

ყველა იმეილის ერთ თებ-ში მოქცევა

გინდათ ყველა მეილი ერთ თებ-ზე იხილოთ? ეს ხრიკი საშუალებას გაძლევთ თქვენი ყველა მეილი პირდაპირ შემოსულებში მოაქციოთ.

ამისთვის უნდა გადახვიდეთ თქვენი ექაუნთის Settings”-ში და დააჭიროთ Inbox tab-ს. უნდა მოხსნათ რეკლამის და სოციალური check box-ი და ყველა მეილი ერთად მოიყრის თავს.

მეტი თებ-ი

თუ არ მოგწონთ სიები, შეგიძლიათ დაამატოთ ჩანართები, როგორიცაა: Updated და Forums და გაყოთ მეილები.

თვითგანადგურებადი იმეილი

Gmail- მა შეიმუშავა პერსონალური პროგრამული სკრიპტი, რომელიც ასრულებს თვითგანადგურების ფუნქციას. ამის გამოყენებით, შეგიძლიათ დაამატოთ დრო და რაღაც პერიოდის შემდეგ იგი თავად გაანადგურებს მას.

ეს გეხმარებათ, როცა არ გინდათ, რომ მეილი გადაეგზავნოს სხვას. ამისთვის უნდა დააჭიროთ padlock-ს გაგზავნის ღილაკთან, სანამ გაგზავნით მეილს.

გაიხსნება ახალი თებ-ი Confidential mode, „Set Expiration“ ფუნქციით.

გაგზავნოთ მეილი ვარიფიკაციის კოდით

ზემოთ განხილული კონფიდენციალური რეჟიმი ასევე საშუალებას გაძლევთ გაგზავნოთ მეილი ვერიფიკაციის დაშიფვრის საშუალებით, რომელიც გაგზავნილია SMS-ის სახით ადრესატთან.

ეს თქვენს მეილს დაცვულს ხდის. თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ მეილს მხოლოდ ადრესატი წაიკითხავს.

კლავიტურის ალტერნატივა

თუ იყენებთ დესკტოპს ან ლეოპტოპს მეილის შესამოწმებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურის shortcuts-ები პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ზოგი პოპულარული ხრიკი არის შემდეგი:

გამოიყენეთ key “N” შემდეგი მესიჯის წაკითხვისთვის და P წინა მესიჯის წაკითხვისთვის.

Ctrl + Enter-ის გამოყენებით შეგიძლიათ გაგავნოთ შეტყობინება.

ისინი უნდა გაააქტიუროთ თქვენი Gmail-ის პარამეტრებიდან.

დისპლეის სიმკვრივობა

თუ ბევრ მეილს არ იღებთ, გირჩევთ დისპლეის სიმკვრივის დაწევას თქვენი Gmail Inbox-ის. ის გეხმარებათ მეილის მთავარი ნაწილის შეხედვაში.

ყველას პასუხის გაცემა

რამდენიმე ადამიანის პასუხის გაცემის დროს, ხშირად გვავიწყდება “Reply All” ღილაკის დაჭერა. Gmail-ს აქვს ამის გადაწყვეტა. დააკლიკეთ პარამეტრებს და გადადით ზოგად თებზე, ნახეთ “Default Reply Behaviour” და აირჩიეთ Reply All.

თითო გვერდზე მაქსიმუმ რაოდენობის მეილის ჩვენება

თუ დღის განმავლობაში ბევრ მეილს იღებთ, უნდა გამოიყენოთ ეს ფუნქცია. ეს გაძლევთ საშუალებას ერთ გვერდზე ბევრი საუბრის წვდომის. გადადით პარამეტრებში, დააკლიკეთ General-ს და ნახეთ “ Maximum page size”. აირციეთ, რამდენი მეილი გინდათ ერთ გვერდზე.

დიალოგის ხილვადობა

თუ მოგწონთ კლასიკური Gmail-ი, ეს ხრიკი გამოგადგებათ.

ძველ შეტყობინებებს რომ თავი აარიდოთ, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს - General menu-ში ნახეთ “Conversion View” და დააჭირეთ “conversion view off”.

დესკტოპ შეტყობინებები

შეგიძლიათ დაამატოთ ქრომის გაფართოება Gmail-ს ან გადახვიდეთ Settings > General > Desktop Notification და ჩართოთ ის. ის დაგეხმარებათ, თუ დააყენებთ მეილის სიგნალებს კრიტიკული ფუნქციების შესრულებისთვის.

გაფართოებული ძებნა

სავარაუდოდ, იყენებთ Gmail-ის რეგულარულ ძებნის ფუნქციას. თუმცა, მეილში დიდი რაოდენობით შეტყობიებით ძნელია იპოვოთ ინფორმაცია. აქ გეხმარებათ გაფართოებული ძებნა. ამ მახასიათებლით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ინფორმაცია ასობით მეილში, საჭირო ფილტრების დამატებით.

დაამატეთ Google Drive-ის ფაილები

დიდი ზომის ფაილის გაგზავნა გინდათ? არ არის პრობლემა Gmail-ის ახალი მახასიათებლით. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ Google Drive-ის ფაილები თქვენს მეილს. დააჭირეთ Google drive-ს ის დააკონვერტირებს თქვენს ფაილს ლინკად ან დანართი.

მარჯვენა კლიკის მენიუ

თუ დააკლიკავთ მარჯვენა ღილაკით თქვენს მეილზე, თქვენ შეგიძლიათ გახადოთ ის Unread, Archive ან წაშალოთ შეტყობინება.

არდადეგების პასუხის გამცემი

არ გაქვთ დრო შეტყობინებებზე პასუხის გაცემისთვის? გადადით ავტო მოპასუხეზე თქვენს Gmail-ში.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი შეტყობინება გსურთ, რომ გაეგზავნოს ხალხს. ამის გასააქტიურებლად, გადადით პარამეტრებში, დააჭირეთ general tab-ს და გადადით vacation responder-ზე.

ექაუნთის აღდგენა

ჩვენ ვიღებთ დღეში ერთ მეილს მაინც, რომელიც არის სპამი. ამიტომ, დაცვისთვის, განაახლეთ თქვენი ანგარიშის აღდგენის პარამეტრები. ეს დაგეხმარებათ, როდესაც  დაგავიწყდებათ პაროლი ან ანგარიშს გაგიტეხავენ. ეს არის კითხვების სია, რომელიც უნდა დააყენოთ ექაუნთის გახსნისას უნდა გახსოვდეთ პასუხები. აირჩიეთ ისეთი, რომელიც არ დაგავიწყდებათ.

თუ Gmail-ზე დიდ დროს ატარებთ, ეს ხრიკები გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას. გამოიყენეთ ეს ხრიკები მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის!

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია