; Intellectual Blender - IT Academy STEP Tbilisi Intellectual Blender - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

Intellectual Blender

IT Academy STEP Georgia გიწვევთ ყველას:

პედაგოგებს, ლექტორებს, IT სპეციალისტებს და პროგრამისტებს სასწავლო ლექციების და პრეზენტაციების ჩასატარებლად, ასევე ღია დისკუსიების და დებატების გასამართავად.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

პატივცემულო საზოგადოებავ, ჩვენი გვერდის მკითხველებო, ვცდილობთ მრავალპროფილიანი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენი ინტელექტუალური სიმდიდრისთვის. ბოლო დროს ჩვენი გამომწერების სია იზრდება, არა მხოლოდ რიცხობრივად, არამედ ონლაინ დისკუსიებში და დებატებშიც ისეთი ინტენსივობით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს. ზოგ ადამიანს მაღალტექნოლოგიური პროგრამები და პროგნოზები სტიმულს აძლევს თავისი სამუშაოს და პროექტების შესრულების დროს, ზოგისთვის კი პირიქით, ეს საფრთხის შემცველი და გაუგებარი რამ არის და ბუნებრივი ბალანსის დარღვევის შიშს იწვევს რობოტოტექნიკის და მაღალგანვითარებული კომპიუტერიზაციის შეჭრის გამო.

IT აკადემია STEP-მა გადაწყვიტა გახდეს არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდების განვითარების აკადემიური წინამძღოლი პროგრამირების სფეროში, არამედ შეასრულოს რეფერის როლი ორივე მხარეს შორის ინტელექტუალური დებატების სოციალური ქსელის რინგზე.

ამ ყველაფერზე დაკვირვებით და მხარდამჭერების და კონკურენტების მოსმენით, ჩვენ გვსურს, რომ ხალხი უფრო აქტიურად იყოს ჩართული არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ დეტალურად, რომლებიც გაგვაგებინებენ რამდენად სასარგებლო და გამოყენებადია ეს ჩვენი ცივილიზაციისთვის ბევრი საკითხის გასამარტივებლად და ადამიანების დიდი შრომის შესამსუბუქებლად. მაღალტექნოლოგიური პროგრამები ჩვენ ყველას კოლოსალურ შესაძლებლობას გვაძლევს არა მარტო საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური დონის ასაწევად, არამედ ჩვენი შესაძლებლობების გასაზრდელად ბევრ სამუშაო და სამეცნიერო სფეროში. საშუალებას გვაძლევს გავხდეთ ახალი იდეების შემქმნელები და გენერატორები, რომელთა რეალიზაციასაც მომავალში შევძლებთ, ისევ და ისევ ხალხის მიერ მსოფლიოს ყველა წერტილში გამოსაყენებლად.

 

ჩვენ აქტიურად ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში და ჩვენი არხის გამომწერებს, ვთხოვთ ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი ახალგაზრდების ბედით, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ გსურთ, რომ ნახოთ მოზარდი კრეატიული სპეციალისტები და პროფესიონალები, დაგვეხმარეთ და ჩვენ საერთო ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ბევრი ადამიანი გაიგებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და გამოსადეგია ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ჩვენ თქვენ მოგმართავთ, განათლებულ ხალხს, პედაოგებს, ლექტორებს, IT სპეციალისტებს, მიიღეთ მონაწილეობა და ჩაატარეთ თქვენი საგანმანათლებლო ლექციები და პრეზენტაციები, გთხოვთ გაუზიარეთ თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება ჩვენს სტუდენტებს, მიეცით მათ საჭირო რჩევები, ჩაუნერგეთ უფრო მეტი მოტივაცია და მიეცით საშუალება გამოავლინონ საკუთარი თავი თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებით. IT Academy STEP-ის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, ჩვენ მუდამ მოხარული ვიქნებით თქვენი მოსვლით და მიგიღებთ როგორც ჩვენს სტუმრებს, ჩვენს კოლეგებს და ჩვენს თანამოაზრეებს.

საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP.

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*