iPhone X ── Say hello to the future! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

iPhone X ── Say hello to the future!

ხ.x

კომპანია Apple-ის წყალობით, სექტემბერი ყოველთვის მოულოდნელობებით, ახალი აღმოჩენებითა და სიურპრიზებით სავსე თვეა, თუმცა, ამჯერად ბრენდმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

iPhone-ის პირველი პრეზენტაციის შემდეგ, ზუსტად 10 წელი გავიდა, სწორედ ამის აღსანიშნავად, Apple-მა სამყაროს iPhone X (იგივე iPhone 10) წარუდგინა!

სმარტფონი მთლიანად შუშით არის გარშემორტყმული, ეს ყველაზე მტკიცე კრისტალია მათშორის, რაც აქამდე სმარტფონებში გამოუყენებიათ, მისი წინა მხარე კი უკვე მთლიანად ეკრანია, განათება და ფერთა აღქმაც წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით უფრო დახვეწილი აქვს.
ბრენდმა სმარტფონის შემადგენლობიდან სრულიად გააქრო Home Button-ი, ბლოკის მოხსნა და დივაისთან კომუნიკაცია მთლიანად ხელის ჟესტიკულაციებით არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, სიახლე მომხმარებლის სახის აღქმაში მდგომარეობს, კამერა წამის მეათასედში ახდენენ სახის ანალიზს, თანაც ისე, რომ მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გარშემო სიბნელეა თუ სინათლე, სათვალე გიკეთიათ თუ თმები შეიჭერით ან შეიღებეთ.
ახალ პროდუქტს გაძლიერებული აქვს აუდიო სისტემა, არის მინიმუმ 64GB მოცულობის.
აქვს ორმაგი ლინზის კამერა. iPhone 8-ს მსგავსად, X-საც აქვს პორტრეტის გადაღების დამატებული ეფექტები, უსადენო დამტენი და ახალი, უპრეცენდენტოდ მძლავრი პროცესორი
გამოდის ორ ფერში, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი

 

ამერიკის ტერიტორიაზე მისი ღირებულება 999$ შეადგენს.
– iPhone X (მეათე) Pre-Orders 27 ოქტომბერი, გაყიდვები 3 ნოემბერი!
– iOS 11-ის ოფიციალურ ჩაშვების თარიღი 19 სექტემბერი!

 


ახალი ამბები