ადამიანური ამოუწურავი რესურსის განთავსება, ხელოვნური ინტელექტის ეპიცენტრში - IT Academy STEP Tbilisi ადამიანური ამოუწურავი რესურსის განთავსება, ხელოვნური ინტელექტის ეპიცენტრში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ადამიანური ამოუწურავი რესურსის განთავსება, ხელოვნური ინტელექტის ეპიცენტრში

გაფართოებული ინტელექტის აღმავლობა – ადამიანებთნ და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად

დაბადების დროს ჩვენ, ადამიანები უმწეონი ვართ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საკუთარი ფეხით გავლაც არ შეგვიძლია, კიდევ ორი წელი გვჭირდება სრული აზრის ჩამოსაყალიბებლად და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის მოვლას. ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ ჩვენს გარშემო მყოფებზე გადარჩენისთვის. ახლა ეს მოვლენა ბევრ სხვა ძუძუმწოვრებს შევადაროთ. დელფინები, მაგალითად, დაბადებისთანავე ცურავენ. ჟირაფები ფეხზე დგომას რამდენიმე საათში ახერხებენ. პატარა ზებრას სირბილი დაბადებიდან 45 წუთში შეუძლია.

ცხოველთა სამყაროს პარალელურად ჩვენი ბიძაშვილები გაცილებით დამოუკიდებლები არიან დაბადების შემდეგ. ფაქტი ის არის, რომ როგორც ჩანს, სხვა სახეობებს დიდი უპირატესობა აქვთ – მაგრამ სინამდვილეში ეს შეზღუდვას ნიშნავს. ახალ დაბადებული ცხოველები მალე ვითარდებიან, რადგან მათი ტვინი წინასწარ დაპროგრამებულ რუტინაზეა მორგებული. მაგრამ ეს მზადყოფნა ხელს უწყობს მოქნილობას.

ადამიანებს კი, ამის საპირისპიროდ, ბევრ სხვადასხვა გარემოში შეუძლიათ თავის გატანა. გაყინულ ტუნდრაში, მაღალ მთებში, მოუწესრიგებელ ურბანულ ცენტრებში. ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ადამიანის ტვინი დაბადებიდან დაუსრულებელია. ნაცვლად იმისა, რომ დაიბადოს ყველაფერზე მორგებული ტვინით, ადამიანის ტვინს ცხოვრებისეული გამოცდილების დეტალების მიხედვით ფორმირების საშუალება აქვს.

საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს კაცობრიობასთან აკავშირებს.

სამუშაოს მომავალი ხელოვნური ინტელექტის ხანაში.

ევროკავშირი სახელმძღვანელოებს აქვეყნებს ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად.

ახლა წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტის მსგავსი ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ასოციაციურ მონაცემთა ინდექსს და რომელიც თავის თავს აყალიბებს მონაცემებში არსებული კავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი დეველოპერმა მოაგვაროს წინასწარ დაგეგმილი ბიზნეს კითხვებისთვის, მან იცის მონაცემებს შორის კავშირი და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეისწავლონ მონაცემები მათ ინტუიციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიმართულებებიდან და პერსპექტივებიდან. ეს კომპანიებს უზარმაზარ მოქნილობას და უპირატესობას აძლევს, რადგან ყოველ დღე მათ ახალი ბიზნეს შეკითხვა აქვთ და „ცოცხალი“ მონაცემებით შეუძლიათ შეისწავლონ და მოულოდნელი შეხედულებები მიიღონ.

ეს არის ახალი ტიპის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ჩვენ გაფართოებულ ინტელექტს ვუწოდებთ. ეს ძირითადად გულისხმობს ადამიანის ინტუიციის მოთავსებას მონაცემთა ანალიზისა და მოწინავე ალგორითმების ცენტრში. გთავაზობთ სამ მოსაზრებას ბიზნესისთვის, რომლებშიც ადამიანები და ხელოვნური ინტელექტი ერთად არის წარმოდგენილი.

გამოიყენეთ ადამიანის ტვინის ძალა კოგნიტურ გამოთვლებში

კოგნიტური გამოთვლების პლათფორმებში ინვესტიციით, ბიზნესები შეძლებენ კონტექსტური ინფორმაციის ამოღებაზე დაყრდნობას ადამიანების მსგავსად, ადაპტაციას მოთხოვნების და მიზნების ცვლილებების შესაბამისად. ფიქსირებული ალგორითმებისგან განსხვავებით, კოგნიტური გამოთვლების პლათფორმებს შეუძლიათ გაურკვევლობის და არა პროგრნოზირებადობის გადაჭრა, ალბათობის გამოყენებით გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად მცირე წარმომადგენლობითი მონაცემების საშუალებითაც.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ასეთი ტექნოლოგია ჯერ ისევ განვითარების გზაზეა და დიდი გზა უნდა გაიაროს ადამიანის ტვინის იმიტაციამდე, ადამიანური თვისებები ჩაქსოვილია ანალიტიკურ პლათფორმებში, რათა ხელი შეუწყონ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას.

საწვავის ხელოვნური ინტელექტის ინოვაციები ასოციაციურ მონაცემებთან ერთად

ყველა მონაცემის ასოცირება და მათზე წვდომა იქნება მთავარი შესაძლებლობა როცა ხელოვნური ინტელექტის დრო დადგება. არსებობს საწარმო მონაცემების უზარმაზარი მოცულობა ორგანიზაციულ საცავებში, ასევე საჯარო დომენური მონაცემების წყაროები.

კომპლექსური პრობლემის გლობალური ხედვის გასააქტიურებლად, ამ მონაცემებს შორის კავშირის დამყარება კრიტიკულია, საიდანაც ახალი ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული შეხედულებები შეიძლება განისაზღვროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ანალიზის ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს ბიზნესს სრული სიუჟეტით მათი მონაცემებიდან, მის გარშემო ხელოვნური ინტელექტის შექმნა პრობლემას კიდევ უფრო გამოააშკარავებს.

უზრუნველყავით მონაცემების სანდოობა მონაცემთა მართვის საშუალებით

უზარმაზარი მოცულობის მონაცემებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა სისტემებიდან მოდის, ეფექტური მონაცემების მართვის სტრატეგია ასევე მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტისთვის, რათა უზრუნველყოს სანდო ინფორმაცია. მონაცემთა მართვა გვთავაზობს მარტივ და პირდაპირ გზას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინფორმაციის გენერაციისთვის სწორი მონაცემები გამოიყენებოდეს, მაგრამ ასევე აკეთებს მონაცემთა შეცდომების იდენტიფიცირებას, სწრაფად ამცირებს მათ და ასწორებს აღნიშნულ შეცდომებს, რათა ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ნდობის შენარჩუნებას მონაცემებზე და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებულ შეხედულებებზე.

ამ ნდობის კიდევ ერთი ნაბიჯით გასამყარებლად, მონაცემთა მართვასთან ინტეგრირებული მონაცემთა კატალოგი ორგანიზაციებს სწრაფი და ეფექტური შეხედულებების აღმოჩენის უფლებას აძლევს, ამიტომ მონაცემთა მომხმარებლები ნაკლებ დროს ხარჯავენ სანდო მონაცემების მოძიებაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის სჭირდებათ.

ადამიანების ცენტრში დაყენება

მიუხედავად მთავარი როლისა, რომელიც ავტომატიზირებამ და მოწინავე ალგორითმებმა უნდა შეასრულონ მონაცემთა ანალიზში, იდეალური ნიმუში ყოველთვის ადამიანებს მოათავსებს ცენტრში.

ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, ადამიანებს მოგვაქვს ცოდნა, ცნობიერება და საბოლოო გადაწყვეტილება. ამიტომ სანამ ბიზნეს ინტელექტის ინსტრუმენტებს ან გუნდს ჩაანაცვლებთ, გაძლიერებული მომხმარებლები გააფართოებენ ათვისების პროცესს, რაც მათ დაეხმარება უფრო მეტი მონაცემების მიღებაში და საშუალებას მისცემს უფრო ადვილი და უფრო „მართვადი“ ფორმით გააფართოვონ აღქმა.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები