აპლიკაციების მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი დეველოპერი - IT Academy STEP Tbilisi აპლიკაციების მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი დეველოპერი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

აპლიკაციების მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი დეველოპერი

პროგრამირების შესწავლას ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია: გაიცანით აპლიკაციების მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი დეველოპერი

82 წლის მასაქო ვუაკამია შთაგონების წყაროა ყველასთვის. თავდაპირველად, ის უბრალო კლერკი გახლდათ და 1990 წელს სამსახურიდან წავიდა, რადგან სჯეროდა რომ ეს არ იყო მისი ცხოვრების გზის დასასრული. მან დაამტკიცა, რომ სწავლას ასაკობრივი შეზღდუვა არ აქვს. ადამიანს ყველაფრის სწავლა შეუძლია ნებისმიერ ასაკში, თუ მას ამის გაკეთება გადაწყვეტილი აქვს!

70 წლის ასაკში მან პიანინოზე დაკვრა ისწავლა, ხოლო 2017 წელს, 80-ს გადაცილებულმა კოდის წერის სწავლა დაიწყო. პირველად როცა მუშაობა დაიწყო, ის ჯერ კიდევ საანგარიშოს იყენებდა გამოსათვლელად, მაგრამ დღეს ის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ასაკოვანი iPhone აპლიკაციის დეველოპერია

მასაქო ვუაკამია ამბობ რომ ჩვენს დროში ეს გზა გარანტირებულად მიდის წარმატებაკენ, გვირჩევს ახალგაზრდება პროგრამირების შესწავლა დავისახოთ მიზნად და ყოველგვარი გადადების გარეშე, დღესვე, ახლავე მივცეთ საკუთარ თავს პირობა, რომ რაც უნდა მოხდეს, რა წინააღმდეგობაც უნდა გავიიჩნდეს, შეუპოვრად და დისციპლინირებულად განვაგრძობთ მიზნისკენ სვლას!

 

როგორ გახდა Wakamiya აპლიკაციის ყველაზე ასაკოვანი დეველოპერი?

პენსიაში გასვლის შემდეგ ის ისეთ ადგილზე აღმოჩნდა, სადაც უამრავი თავისუფალი დრო ჰქონდა, მას სჯეროდა, რომ ტექნოლოგია ძალიან მალე განვითარდებოდა. უსაქმოდ ყოფნის დროს, 60 წლის ასაკში, მარტომ დაიწყო ამ სფეროს შესწავლა. მას რამდენიმე თვე დასჭირდა თავისი სისტემის შესაქმნელად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ურთიერთობა დაამყარა ტექნოლოგიასთან ასე ახლო დონეზე და განავითარა Microsoft Windows-ის უნარ-ჩვევები.

მოგვიანებით, როცა ტექნოლოგიები განვითარდა და შედარებით პატარა მოწყობილობები iPhone-ები გამოჩნდა ბაზარზე, იგი მათი გულშემატკივარი გახდა. მაგრამ წლების შემდეგ, მან ნახა მარცხი iPhone store-ში, რადგან არ შეეძლო აპლიკაციების და თამაშების უზრუნველყოფა მოზრდილი ადამიანებისთვის, თითქოს მოზრდილი ადამიანები აღარ არსებობდნენ და არავის არ ადარდებდა ისინი.მან შესთავაზა აპლიკაციების წარმატებულ ფირმებს რამე გაეკეთებინათ ამ სფეროში, მაგრამ არც ერთმა კომპანიამ არ გამოხატა ინტერესი მისი შეთავაზების მიმართ.

ტექნიკური ინდუსტრიიდან მოზრდილი ადამიანებისთვის აპლიკაციების შექმნის დაინტერესების არ ქონის გამო დეპრესიაში ჩავარდნილმა, 80 წლის Wakamiya-მ კოდის შესწავლის ინიციატივა გამოიჩინა და ამგვარად შექმნა აპლიაკცია, რომელსაც  მოზრდილი ადამიანები ადვილად გამოიყენებდნენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მას შემდეგ, Wakamiya-მ გააგრძელა პროგრამირების შესწავლა, გახდა დეველოპერი და უფასო iOS თამაშის “Hinadan- the doll staircase” -ის ავტორი. ამ თამაშის შთაგონების წყარო იყო Hina Matsuri თოჯინების ფესტივალი.

Hinadan, სპეციალურად იაპონელი მაყურებლისთვის იყო გამიზნული. აპლიკაციას App Store-ში თითქმის 5 ვარსკვლავი აქვს და 50000-ზე მეტი გადმოტვირთვა გამოსვლის დღიდან მსოფლიოს მასშტაბით. Wakamiya ახლა ფიქრობს ინგლისური, ჩინური და სავარაუდოდ ფრანგული ვერსიის განვითარებაზე.

ასაკის მატებასტან ერთად ბევრ რამეს კარგავთ: მეუღლეს, სამუშაოს, თმებს, მხედველობას. მინუსები საკმაოდ ბევრია. მაგრამ როცა რაღაც ახალს სწავლობ, იქნება ეს პროგრამირება თუ პიანინოზე დაკვრა, ეს უკვე პლიუსია და მოტივაციას გაძლევს, ამბობს იგი.

ამ ეპოქაში, როცა ყველა დიდი ტექ ფირმა ასაქმებს 34 წლის ასაკის გარშემო მყოფ ტანამშრომლებს, Wakamiya ასეთ კომპანიებს უარით ისტუმრებს. მას შემდეგ, რაც ტოკიოს Apple-ის დირექტორმა Tim Cook-მა დაურეკა Wakamiya-ს „მსოფლიოში აპლიკაციის ყველაზე ასაკოვან დელოპერს“მსოფლიო დეველოპერებია ყოველწლიური კონფერენციის დროს, ტოკიოს მაცხოვრებლის მიმართ ყურადღება გაიზარდა.

Wakamiya-ს აპლიკაციაში, Hinadan-ის მომხმარებლებმა თოჯინები სწორად უნდა დაალაგონ – ეს არის დავალება, რომელიც უფრო რთულია, ვიდრე ჟღერს. უნდა დაიმახსოვროთ რთული განლაგებები და თოჯინების ფერები.

Wakamiya-მ თქვა, რომ მისი ცხოვრების საბოლოო მიზანია „შექმნას სხვა აპლიკაციები, რომლებიც გაართობს ასაკოვან ხალხს და დაეხმარება მათ ახალზრდებს გადასცენ ის კულტურა და ტრადიციები, რაც ჩვენ – ასაკოვან ხალხს გვაქვს“.  „ბევრმა ასაკოვანმა ხალხმა შეწყვიტა სწავლაზე ფიქრი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ისევ დაიწყო სწავლა არა მარტო მათთვის არის კარგი, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც“ თქვა Wakamiya-მ.

Wakamiya-მ დაამტკიცა, რომ სწავლა არ სრულდება, შეუპოვარ ადამიანს ადვიალდ შეუძლია ყველაფრის გაკეთება, რაც სურს. იგი, 84 წელს გადაცილებული ადამიანი სტიმულს გვაძლევს ჩვენ, ახალგაზრდა თაობას, რომ ჩვენი მიზნები აუცულებლად განვახორციელოთ. თუ თქვენ გაინტერესბთ აპლიკაციების განვითარება, იხილეთ ჩვენი სტატია თემაზე, როგორ გავხდე აპლიკაციების დეველოპერი.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები