; არის თუ არა IT აუთსორსინგი გონივრული ბიზნეს სვლა? - IT Academy STEP Tbilisi არის თუ არა IT აუთსორსინგი გონივრული ბიზნეს სვლა? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

არის თუ არა IT აუთსორსინგი გონივრული ბიზნეს სვლა?

ბიზნესის მფლობელისთვის ტერმინი IT ზოგჯერ შიშისს იწვევს, რა თქმა უნდა თავად IT არ არის საშიში – მაგრამ, როცა ბიზნესის დაწყებაზე ან გაფართოებაზე ფიქრობთ, საფასური, რომელიც ქსელის ინფრასტრუქტურისთვის დაგჭირდებათ ხშირად შემაშფოთებელია.

საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომლებითაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი IT მოთხოვნების ოუთსორსი – მათგან ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მოიცავს managed service provider (MSP)-ის მომსახურებების გაწევას.

მოდით გადავხედოთ MSP-თან დაკავშირებულ ზოგიერთ სარგებელს – ამით წარმოდგენა შეგექმნებათ მორგებული იქნება თუ არა თქვენი ორგანიზაციისთვის  IT მოთხოვნების დაქირავებული გარე რესურსით გადაწყვეტა.

სერვისი, რომელიც თქვენზე არის მორგებული

თუ MSP-თან მუშაობას გადაწყვეტთ, ასეთ შემთხვევაში მიიღებთ IT მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც თქვენზე იქნება მორგებული.

ბევრ MSP-ის შეუძლია თქვენი სურვილის მიხედვით ძალიან დაგეხმაროთ ან ცოტათი დაგეხმაროთ. დამწყები ხართ, რომელიც ეძებს ქსელის დიზაინის, მიწოდების და ინსტალაციის სერვისს? რა პრობლემაა. უკვე გაქვთ ბიზნესი საკუთარ გუნდთან ერთად და მცირე დახმარება გჭირდებათ? კვლავ, პრობლემა არ არის.

MSP-ები საკუთარ სერვისებს SLA-ის (Service Level Agreement) გარშემო აფუძნებენ. არ არსებობს ერთი, ყველასთვის მორგებული სერვისი, როცა საქმე თქვენი ბიზნესის IT მოთხოვნებს ეხება, ამიტომ თქვენს MSP-თან დაჯდომა და გადახედვა თუ რას წარმოადგენს ეს SLA, პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კიდევ ერთი რამ SLA-ის შესახებ ის არის, რომ ის საშუალებას გაძლევთ გამოყოთ თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი IT თქვენთვის თუ კრიტიკული სისტემების მისია გაკისრიათ და ამ სისტემების მუშაობა არც ერთი წუთით არ უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ თქვენმა არჩეულმა პროვაიდერმა ოფიციალურად დაგიდასტუროთ ეს.

საჭირო არ არის ძვირადღირებული გუნდის დასაქმება

IT გუნდის დაქირავება ხშირად ძალიან ძვირი ჯდება. ეს საფასური იწყება რეალური რეკრუტირების პროცესით.

MSP-ის დახმარებით მთელ ამ საკითხს გვერდს აუვლით. შეგიძლიათ ჩაატაროთ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებსა (თქვენი მხრიდან) და MSP-ს შორის – და აღარ დაგჭირდებათ ოფიციალური რეკრუტირების პროცესის გავლა.

თუ ამით დაუყოვნებლივ სარგებელს ვერ მიიღებთ, მაშინ უმჯობესია გარკვეული თანხის გადახდაზე იფიქროთ. კვლევებმა აჩვენა, რომ სააგენტოს გადასახადები, დირექტორის დაკარგული დრო და ბექგრაუნდ ადმინისტრაცია ბიზნესს ხშირად 10000$-ზე მეტი უჯდება ერთი რეკრუტირების პროცესში. ეს არის ის დანაზოგი, რისი გაკეთებაც ბევრ ორგანიზაციას მოსწონს.

არ გექნებათ ტრენინგების და აკრედიტაციის ხარჯები

ისევე როგორც ძვირადღირებული რეკრუტინგი, IT გუნდსაც აქვს ტრენინგის და აკრედიტაციის უნიკალური მოთხოვნები.

იმ სისტემებიდან და მოწყობილობებიდან გამომდინარე, რომლებსაც იყენებთ, თქვენს IT გუნდს შეუძლია მხოლოდ მათი მხარდაჭერა თუ ექნებათ შესაბამისი, სწორი კვალიფიკაცია. ასეთი კვალიფიკაციები გარკვეულწილად ინტენსიურ დროს მოითხოვს და ძვირადღირებულია – ეს იმას ნიშნავს, რომ გექნებათ დაკარგული თანამშრომლის საათები და მასთან ერთად თქვენი ტრენინგის და განვითარების ხარჯებიც.

MSP-ის გამოყენება არ უარყოფს მოთხოვნებს ამ კვალიფიკაციებისთვის – ის უბრალოდ გადასცემს მათ MSP-ს მოგვარებისთვის. მას შემდეგ, რაც MSP შემოგთავაზებთ ყოველთვიურ გადასახადს თავიანთი მომსახურებებისთვის, იმ SLA-ზე დაყრდნობით, რომელსაც თქვენ დაეთანხმებით, აღმოაჩენთ, რომ დამატებით აღარაფერი აღარ გექნებათ გადასახდელი – გეყოლებათ მაღალ-კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მართავს თქვენს IT-ს.

24/7 მომსახურება – როცა დაგჭირდებათ

შეიძლება შეხედოთ 24/7 ტერმინს და გაიფიქროთ, რომ ეს თქვენი ბიზნესისთვის სრულიად არ არის საჭირო – თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან კარგი – მაგრამ ხშირად ბიზნესის IT მოთხოვნებს არ სძინავთ – ამიტომ დაგჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე თვალყურს მიადევნებენ თქვენს ბიზნეს პროცესებს.

თუ გუნდს დაიქირავებთ, ეს ძალიან ძვირად ღირებული მომსახურება იქნება. 24 საათიანი სამუშაო ციკლი დიდი რაოდენობით დაკომპლექტებული თანამშრომლების გუნდს მოითხოვს – მაგრამ MSP-თან ერთად (რომელიც ამ მომსახურებას სხვა კლიენტებსაც სთავაზობს) – 24/7-ის მომსახურება ძალიან ძვირი არ დაგიჯდებათ. თუ IT გუნდის დაქირავებას ვერ მოახერხებთ, MSP აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საქმეში.

მუდამ განვითარებადი საუკეთესო პრაქტიკა

მნიშვნელოვანი განსხვავებაა დაქირავებულ IT სპეციალისტებსა და MSP-ს შორის – მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი იაზრებს ამას, როცა ფიქრობენ თუ ვინ დაიქირაონ.

რეალობა ის არის, რომ როცა ქირაობთ IT თანამშრომელს, მისი სამუშაო გამოცდილების ფართო სპექტრს წყვეტთ. რა თქმა უნდა ამით იმას არ ვამბობთ, რომ ისინი თქვენთან სწავლას არ განაგრძობენ – ვგულისხმობთ იმას, რომ მათი გამოცდილება თქვენს სისტემებზე ორიენტირებული ხდება.

ამას მეორე მხარეც აქვს – როცა გაფართოებას აპირებთ, ფართო სპექტრის გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ეცდებით, რომ მიიღოთ საუკეთესო IT გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესისთვის – და არ მოძებნით თუ რა არის ‘აშკარა’ ან ‘ყველაზე ადვილი’ გზა ქვემოთ დასაშვებად.

IT-ის უდიდესი ღირებულება ის არის, რომ შეგიძლიათ მსოფლმხედველობა გააფართოვოთ – ასობით კლიენტი და სისტემების მასიური მრავალფეროვნება, ეს ზუსტად ის არის, რასაც MSP შემოგთავაზებთ.

მხარდაჭერა – სანამ გაიგებთ, რომ ის გჭირდებათ

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვისაუბრეთ 24/7 მხარდაჭერის საჭიროებაზე – ყველა კომპანიას არ სჭირდება მხარდაჭერის ასეთი დონე. რადგან IT ქსელი პარასკევს საღამოს არ ითიშება, მხოლოდ გარკვეული ქსელური მონიტორინგის სისტემები ადეკვატური იქნება თქვენი ინფრასტრუქტურის დასაფარად.

თუ იწყებთ SD WAN ინფრასტრუქტურით, ასეთი ტიპის დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა გაცილებით ადვილია – რადგან ქსელის ინჟინრებს იშვიათად დასჭირდებათ მომზადება და თქვენს საიტზე შემოსვლა. შედეგი? ორშაბათს დილით სამსახურში მიხვალთ და აღმოაჩენთ ელექტრონულ ფოსტას „პრობლემა გვქონდა, მაგრამ მოგვარებულია“ – და არა იმ ფაქტს, რომ ქსელი გაითიშა და სასწრაფოდ აღსადგენია.

პროგნოზირებადი IT ხარჯები

ეს სტატია ფულზე საუბრით დავიწყეთ – და შიშის შეგრძნებაც ვახსენეთ, როცა შეიძლება უზარმაზარი IT ხარჯები წარმოიშვას კომპანიის ფინანსების გადახედვის დროს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ აღმოფხვრის MSP მსგავს, ზოგად საკითხებს – და ყველაფერი ისევ SLA-კენ მიდის.

თქვენი SLA ქმნის ღირებულებას, რომელიც უნდა გადაუხადოთ თქვენს MSP-ს. ისინი გაგიწევენ იმ მომსახურებას, რომელიც გჭირდებათ – და თქვენ გადაიხდით იმ თანხას, რაც ამისთვის დაგერიცხებათ – მარტივია – მაგრამ საკვირველიც და უჩვეულოც IT-ის მსოფლიოში. ერთი წუთით დაფიქრდით დაქირავებულ გუნდზე – არსებობს უამრავი ცვლადი, რომელიც მიგითითებთ გაცილებით უფრო დიდ ხარჯებზე, ვიდრე თქვენ ელოდით – გათავისუფლების, ავადმყოფობის, შვებულებების და ა.შ. ჩათვლით.

MSP-თან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ პროგნოზირებადი ხარჯები და შესანიშნავი მომსახურება საპასუხოდ. ბიზნესის ნებისმიერმა მფლობელმა იცის, რომ მომსახურების თანმიმდევრობის და სავარაუდო ხარჯების შესახებ ბევრი რამ უნდა ითქვას. თუ ეს საკითხები თქვენთვის სახარბიელოდ ჟღერს, ალბათ დროა დაფიქრდეთ და თქვენთვის მორგებულ MSP-ს დაუკავშირდეთ.

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები