; ბაგების 5 სახეობა, რომელსაც პროგრამისტები კოდი წერის დროს აწყდებიან. - IT Academy STEP Tbilisi ბაგების 5 სახეობა, რომელსაც პროგრამისტები კოდი წერის დროს აწყდებიან. - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ბაგების 5 სახეობა, რომელსაც პროგრამისტები კოდი წერის დროს აწყდებიან.

მარტივი ენით “ბაგი” პროგრამულ შეცდომას აღნიშნავს. პროგრამის კოდირების დროს შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. ეს შეცდომები კი ბაგების სახით ჩნდება კოდში. კოდის დაწერა პრიმიტიული ნაწილია. რთული ეტაპი დებაგირებაა (პროგრამაში შეცდომების ან ბაგების მოძიება და აღმოფხვრა). ამ პროცესმა შეიძლება გაგაღიზიანოთ კიდეც, ხშირად აღნიშნული ბაგის გასწორების ნაცვლად უფრო მეტ ბაგებს ქმნით და მუშაობის პროცესს გაუსაძლისს ხდით, ამიტომ, უმჯობესია თუ მზად იქნებით…

თუ ეს ბაგები აქამდე არ შეგხვედრიათ, მათ უახლოეს მომავალში უნდა ელოდოთ:

მცირე შეცდომები/ბაგები

ასეთი ტიპის ბაგები შეიძლება პატარა მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი მოგვარება არც ისე ადვილი საქმეა. შეგხვდებათ კომპილაციის შეცდომები/ერორები და შემდეგ საათებს და დღეებსაც კი ხარჯავთ იმის აღმოჩენაში, თუ სად დაუშვით შეცდომა. ასეთ ბაგებად/შეცდომებად ითვლება პატარა ორწერტილის ან ფრჩხილის გამოტოვება. პროგრამულ ენაში, პითონში პრობლემას წააწყდებით, როცა წანაცვლება არასწორად არის გაკეთებული. ბაგები ჩნდება სწორი IDE-ს გამოყენების დროსაც. მცირე შეცდომები ყველაზე მომაბეზრებელია, რადგან ფიქრობთ რომ ადვილი გადასაჭრელია, სინამდვილეში კი მათ მოგვარებას უამრავი დრო მიაქვს.

არ არსებული ბაგები

ასეთი ტიპის ბაგები არც კი არსებობენ. მაგრამ კომპილაციის შეცდომებს მაინც აწყდებით. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა არასწორ ან გაუმართავ კომპილატორს იყენებთ. შეცდომა შეიძლება მაშინ დაინახოთ, როცა ის სინამდვილეში არ არის. ძველ კომპილატორებს ბოლო ცვლილებების მხარდაჭერა შესაძლოა არ ჰქონდეთ. ამიტომ კომპილატორი რაც შეიძლება ხშირად უნდა უნდა განაახლოთ. ერთ რჩევას მოგცემთ: კომპილატორი ცხოვრების პარტნიორზე უფრო ფრთხილად შეარჩიეთ. ზოგჯერ კოდმა შეიძლება სრულყოფილად იმუშაოს, მაგრამ კომპილატორის აფდეითის შემდეგ შეცდომები გამოიტანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპილატორმა უბრალოდ არსებული ბაგები გიჩვენათ, რომლების აღმოჩენაც მანამდე ვერ მოხერხდა.

დიდი შეცდომები/ერორები

ასეთ შეცდომებს სინტაქსის ან მართლწერის დროს უშვებენ. ისინი მათემატიკური, ლოგიკური ან რესურსის შეცდომებისგანაც ჩნდება. რესურსის შეცდომები შეიძლება იყოს არასწორი თარიღის ტიპი წვდომის დარღვევები. პროგრამირების ყველა ენას თავისი სინტაქსი აქვს, რომელიც უმეტეს წილად უნდა დაიცვათ. პატარა გადახრამაც კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. თუმცა საბედნიეროდ, კარგი კომპილატორი ასეთ შეცდომებს აფიქსირებს. ამის შემდეგ მხოლოდ მისი მოგვარება იქნება საჭირო.

დაფარული შეცდომები/ბაგები

ასეთი ბაგები კომპილატორში არ ჩანს. მხოლოდ პროგრამის დაყენების და გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ მათ. გამოჩნდება დამანგრეველი და მოულოდნელი ქცევები. უმრავლეს შემთხვევებში დაფარული ბაგები ისეთი ფორმით ჩნდება, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას არასაიმედოს ჰაკერობისკენ მიდრეკილს ხდიან.

საკვირველი ბაგები

საკვირველი ბაგები არაფრისგან ჩნდება. დღეს შეიძლება პროგრამამ უშეცდომოდ იმუშაოს. სამაგიროდ, მეორე დღეს ვეღარ იმუშაოს კარგად. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ვიღაცამ თქვენი კოდი აურ-დაურია, მაშინ როცა გეძინათ.

რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ კოდის წერას, მით უფრო დაიხვეწებით დებაგირებაში. ზოგიერთი ბაგი შეიძლება 5 წამში გასწორდეს. ზოგიერთს კი 5 დღე დასჭირდეს. არსებობს ისეთი ბაგებიც, რომლებიც შეიძლება საერთოდ ვერ გასწორდეს სამწუხაროდ. გახსოვდეთ, რომ 2 ბაგის გასწორებისას შეიძლება 5 ბაგი შექმნათ. თუ თქვენი კოდი მუშაობს, არ შეეხოთ მას.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები