; განსხვავება ტრადიციულ IT სისტემებსა და cloud გამოთვლებს შორის - IT Academy STEP Tbilisi განსხვავება ტრადიციულ IT სისტემებსა და cloud გამოთვლებს შორის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

განსხვავება ტრადიციულ IT სისტემებსა და cloud გამოთვლებს შორის

დღეს ბიზნესი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მონაცემებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ინფრასტრუქტურაზე აგებული სისტემა, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ იაფიც და მაშტაბურიც.

მონაცემების შენახვა და მოძიება ტრადიციული სერვერებიდან შესაძლოა არქაული და დაუცველი იყოს. მონაცემების გადაცემის, შენახვის და ანალიზის უფრო რთული მოთხოვნების მისაწოდებლად, ორგანიზაციებმა cloud ინფრასტრუქტურა უნდა დანერგონ.

 

ტრადიციული IT სისტემები და cloud გამოთვლები

რა არის ტრადიციული IT სისტემები?

ტიპიური ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურა შედგება მოწყობილობებისგან, რომლებიც დაკავშირებულია შენობაში არსებულ სერვერებთან. ორგანიზაციის მონაცემები სერვერზე ინახება. ტრადიციულ სერვერზე მონაცემების შენახვის ერთერთი სარგებელი ის არის, რომ უსაფრთხოების უფრო მეტი კონტროლია საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით მარტივია კიბერ მონაცემების დაცვა.

თუ  მონაცემების შესანახ სივრცეს გაფართოება სჭირდება, უნდა მოხდეს IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზება დამატებითი ფიზიკური მოწყობილობების დამატებით. ასეთი ინფრასტრუქტურა შეიძლება საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდეს.

რა არის cloud გამოთვლითი სისტემები?

cloud გამოთვლითი სისტემები არის ინფრასტრუქტურების კომპლექტი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ინტერნეტის საშუალებით მონაცემების ფლობის მიზნით. ინფრასტრუქტურას იღებს და ინახავს cloud სერვის პროვაიდერი, რომელიც უსაფრთხოების კონტროლზეც არის პასუხისმგებელი.

 

Cloud IT სისტემების სამი კატეგორია არსებობს:

1. სახალხო cloud-ი

ორგანიზაციების უმეტესობა სახალხო cloud-ს იყენებს ყოველდღიურ ოპერაციებში. სახალხო cloud სერვისები მოიცავს Microsoft Azure-ს, Amazon Web Services (AWS)-ს და Google Cloud platforms-ს. სახალხო cloud სერვისები არის ინფრასტრუქტურა  სერვისის (IaaS) მასშტაბურობის დასაშვებად.

თუმცა, რადგან სახალხო cloud გარემო უზარმაზარი მოცულობის მონაცემების შესანახად გამოიყენება, ის ხშირად ხდება კოკნურენტების სამიზნე. McAfee-ს 2018 წლის ანგარიშების მიხედვით, კომპანიების 25 პროცენტს, რომლებიც cloud-ს იყენებს, მონაცემების დარღვევების ფაქტები აღენიშნებოდათ.

2. კერძო cloud-ი

კერძო cloud გარემო გაცილებით უსაფრთხოა.  კერძო cloud-ით კომპანიას აქვს წვდომა და კონტროლი საკუთარ მონაცემთა ბაზაზე და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა, ამას მასიური ხარჯიც მოჰყვება, კერძო cloud-ის გარემოს მუშაობისა  და შენარჩუნებისთვის.

SearchCIO-ს სტატიის მიხედვით, კერძო cloud-ის მუშაობის და შენარჩუნების ხარჯები შეიძლება თავისუფლად ავიდეს 1 მილიონ დოლარამდე, რაც ყველა ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი არაა.

3. ჰიბრიდული cloud-ი

ჰიბრიდული cloud-ის მოწყობა უზრუნველყოფს საუკეთესო ფასს ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი მონაცემების დაცვა და მასშტაბური ღირებულებების მართვა.

ჰიბრიდული cloud გამოთვლების დახმარებით ორგანიზაციები იყენებენ ორივე ტიპის სერვერს, სახალხოს და შენობაში არსებულ კერძო სერვერს საკუთარი მონაცემების შესანახად. კერძო სერვერის გამოყენება შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემების შესანახად, ხოლო სახალხო სერვერებს იყენებენ სხვა მონაცემების შესანახად. მაგალითად, გადახდის ინფორმაცია უნდა შეინახოთ შენობაში არსებულ სერვერზე, სხვა არა პირადული ინფორმაცია კი – PaaS გარემოში.

სხვაობა Cloud-სა და ტრადიციულ უსაფრთხოებას შორის?

ტრადიციული სერვერების შემთხვევაში მონაცემებს ინახავენ შენობის გარეთ არსებულ მოწყობილობებში და მათზე პირდაპირი წვდომა აქვს შესაბამის მხარეებს.

მეორეს მხრივ, cloud სერვერების შემთხვევაში მონაცემები ინახება cloud პროვაიდერის სერვერზე. მონაცემებზე წვდომის მისაღებად, თქვენი აპლიკაცია უნდა დააკონფიგურიროთ სერვერთან კომუნიკაციის დასამყარებლად პროვაიდერის API-ს (application programming interfaces) გამოყენებით.

როცა თქვენი სისტემა API-ს დახმარებით სერვერს დაუკავშირდება, შეგიძლიათ მიიღოთ უსაფრთხოების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, დამყარებული კავშირების რაოდენობა, საიდანაც კავშირი წარმოიქმნა და ა.შ. თუმცა, რადგან API-ს კომპანია უზრუნველყოფს, თქვენი აპლიკაციის კავშირი სერვერთან ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორი API-ც დააკონფიგურირეთ.

რჩევები ჰიბრიდული Cloud უსაფრთხოების საშიშროებების თავიდან ასაცილებლად

თუ თქვენი მონაცემების შენახვა გსურთ ჰიბრიდულ cloud გარემოში, უსაფრთხოებაზე უფრო მეტი უნდა იფიქროთ. შეგიძლიათ იმ ინფორმაციის კონტროლი, რომელსაც cloud სერვისებით აზიარებთ. თუმცა, ამით ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ ვის შეუძლია ინფორმაციაზე წვდომის მიღება.

გთავაზობთ რამდენიმე ეტაპს, რომელიც უნდა გაიაროთ ჰიბრიდულ cloud გარემოში თქვენს მონაცემებზე კიბერ უსაფრთხოების საშიშროებების შესამსუბუქებლად.

1. გადახედეთ cloud-ში შენახულ მონაცემებს

იმის გამო, რომ cloud გარემოში ყველაფრის კონტროლს ვერ შეძლებთ, თქვენს მიერ შენახული მონაცემების რეგულარულად გადახედვა უნდა განახორციელოთ. რადგან მონაცემები cloud-ში ყოველ დღე გადაიცემა და ინახება, მოძველებული ინფორმაციის უგულებელყოფა სერვერზე საკმაოდ ადვილია.

რეგულარულად უნდა გააკეთოთ cloud-ში შენახული მონაცემების აუდიტი მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად. მოძველებული მონაცემები უნდა წაშალოთ სერვერის ხარჯების შესამცირებლად.

2. უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ მომწოდებლებთან მუშაობა

სანამ cloud სერვისის მომწოდებელთან ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერთ, შეამოწმეთ მათი უსაფრთხოების პროტოკოლი თქვენი მონაცემების დასაცავად. კომპანიას უნდა ჰქონდეს ძლიერი და განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების ხელმისაწვდომობას.

თუ იყენებთ რომელიმე API-ს სერვისის მომწოდებლებისგან, შეიმუშავეთ შეთანხმება სათანადო კონტროლის და სერვისის დონის თაობაზე მონაცემების მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

3. მუდმივად აკონტროლეთ საშიშროებები

იყავით ინფორმირებული cloud უსაფრთხოების საშიშროებების შესახებ და დარწმუნდით, რომ თქვენს პროვაიდერს აქვს უახლესი პაჩები და შემარბილებელი საშუალებები თავდასხმების საწინააღმდეგოდ. აირჩიეთ ისეთი cloud პროვაიდერი, რომელიც მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ზომებს cloud გარემოზე დამიზნებული სავარაუდო საშიშროებების შესამსუბუქებლად.

4. გაიაზრეთ თქვენი დადგენილების ვალდებულებები

თუ მონაცემების ზოგადი დაცვი რეგულაციები General Data Protection Regulation (GDRP)-ი უნდა დაიცვათ, მაშინ თქვენი მომხმარებლების მონაცემები ადგილობრივ მონაცემთა ცენტრში უნდა შეინახოთ. ზოგიერთი მარეგულირებელი დადგენილების კანონები კომპანიებს სთხოვენ შეატყობინონ მათ მონაცემთა საშიშროებების შესახებ. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი სერვისის პროვაიდერი აუცილებლად შეგატყობინებთ საშიშროებების შესახებ შეუსაბამობის თავიდან ასაცილებლად.

ზემოთ მიმოვიხილეთ ინფორმაცია ტრადიციულ და cloud უსაფრთხოების სისტემებს შორის განსხვავებების შესახებ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები