; განსხვავება ჰაკერს, პროგრამისტსა და დეველოპერს შორის - IT Academy STEP Tbilisi განსხვავება ჰაკერს, პროგრამისტსა და დეველოპერს შორის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

განსხვავება ჰაკერს, პროგრამისტსა და დეველოპერს შორის

ხშირია დებატები და დისკუსიები თუ რა განსხვავებაა ჰაკერს, პროგრამისტსა და დეველოპერს შორის. ხშირად, განმარტებაში ხარვეზებია, ხშირად, ეს ტერმინები არასწორად არის გამოყენებული და არასწორად ესმით

აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ ეს ტერმინები ყველა ერთი და იგივე რამეს არ აღნიშნავს (თუმცა ადამიანს, ვისაც შეუძლია დააპროგრამოს კომპიუტერი, შეუძლია სხვადასხვა უნარ-ჩვევები გამოიყენოს სხვადასხვა შედეგების შესასრულებლად).

ჰაკერი

ჰაკერი არის კომპიუტერული ექსპერტი, რომელიც იყენებს კომპიუტერული ქსელის, პროგრამირების, კრიფტოგრაფიის და მონაცემთა ბაზების საკუთარ ცოდნას, რომ მოაგვაროს ან წარმოქმნას პრობლემები სისტემაში. ჰაკერები უფრო მეტად ზრუნავენ კონცეფციის გამოყენებაზე, ვიდრე გრძელ ვადიან ხარისხზე. ჰაკერს შეუძლია კონცეპტუალიზაცია როგორ შექმნას ყველაზე კარგად სანამ კოდს დაწერს. კარგი ჰაკერის ძალა მისი სისწრაფეა…

ჰაკერებს, იმის გარდა რომ უყვართ კანონის დარღვევა, ძალიან კარგად ართმევენ თავს საგანგებო სიტუაციების მართვას სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი ზოგადად არ არიან დაინტერესებული მიიღონ კოდისგან მაქსიმალური ეფექტი, მათი ინტერესის სფეროა სისწრაფე, რომელიც პირველ რიგში საფუძვლიანი, ღრმა განათლებიდან და მრავალ წლიანი პრაქტიკიდან მოდის

ისინი ქმნიან მოკლე ვადიან შედევრებს, პროგრამისტების მიერ შექმნილს ცვლიან და ზოგჯერ მათ პროდუქტს სხვანაირად ამუშავებენ. ჰაკერი შეიძლება დავუკავშიროთ ნებისმიერ დახელოვნებულ ტექნიკურ ადამიანს. ტერმინი კი დაკავშირებული გახდა კომპიუტერულ უსაფრთხოებასთან, ადამიანთან, ვინც საკუთარი ტექნიკური ცოდნით იყენებს ბაგებს ან ექსპლოიტეტებს კომპიუტერულ სისტემებში შესაღწევად.

პროგრამისტი

პროგრამისტი არის ადამიანი, რომელიც აღჭურვილია კოდის წერის ექსპერტიზით. პროგრამისტები ჩვეულებრივ ითვისებენ ერთ ან მრავალ პროგრამულ ენას და ტრაბახობენ უდიდესი ცოდნით დაკავშირებულ სფეროებშიც. მათი როლი შედარებით პროცედურულია საერთო კონცენტრაციისთვის, რომ აღარ ვახსენოთ დახვეწილი უნარ-ჩვევები.

პროგრამისტი ყურადრებას ამახვილებს კოდის დაწერაზეც და მახასიათებლების სათანადოდ გამოყენებაზე, ისე რომ ეს მახასიათებლები ხელმისაწვდომი იყოს ინტეგრაციისთვის და შემდგომი გამოყენებისთვის. პროგრამირება უბრალოდ ჩაქუჩის მოქნევის პროცესი და შესაბამისად პროგრამის შექმნაა.

ჩვეულებრივ ადვილია იმის გამოცნობა არის თუ არა პროგრამისტი პროგრამების წერის ხასიათზე. ასეთ დროს მათ კონცენტრირებული მზერა და საქმეში ჩაფლულის გამომეტყველება აქვთ. პროგრამისტები ზოგადად ითავისებენ იმ სისტემას, რაზეც მუშაობენ, ასევე ასრულებენ რედაქტირებას და წერენ რაღაცას, რასაც შეიძლება ალგებრის დიდ ხნიანი პრობლემა დავარქვათ.

რაც ყველაზე მთავარია, პროგრამისტებს აქვთ სტაბილური შემოსავალი, მშვიდი ცხოვრების რითმი და სხვა მრავალი სიკეთე…

დეველოპერი

დეველოპერები ტიპიური შემქმნელები არიან. ყველას, ვინც კოდის წერის ექსპერტია, დეველოპერობა არ შეუძლია. დეველოპერები არიან ადამიანები, რომლებიც ახდენენ სხვადასხვა პრობლემების ირგვლივ გზების იდენტიფიცირებას, ერთმანეთთან აკავშირებენ კომპონენტებს გარკვეული მოთხოვნების შესასრულებლად. ეს პროფესიონალები აგვარებენ პრობლემებს ან ქმნიან გარკვეული პრინციპების დაცვით (დიზაინი და განხორციელება).

ეს პრინციპები მოიცავს ისეთ ატრიბუტებს, როგორიცაა საიმედოობა, შესრულება, ძალა, უსაფრთხოება და სხვებს შორის მასშტაბი. ისინი პრობლემებს სისტემატური გზით წყვეტენ. ეს არის ის, რაც ერთმანეთისგან გამოარჩევს პროგრამისტებს, დეველოპერებს და ჰაკერებს.

მოკლედ

ეს სამი პროფესიონალი წყვეტს სხვადასხვა პრობლემას კოდის გამოყენებით. პროგრამისტი ყოვლის მომცველი ტერმინია, რომელიც ნიშნავს პრობლემის მომგვარებელს, დეველოპერი არის დატრენინგებული პროგრამისტი (ფორმალურად), რომელიც საკითხების მოგვარების გარდა ამას აღწევს ორგანიზებული და მეთოდური გზით, რომელიც თითქოს ჩანერგილია მათი ფორმალური განათლების კურსში, ხოლო ჰაკერი არის ხელოსანი/შემქმნელი.

მიუხედავად განსხვავებისა ინვიდუალური მნიშვნელობით და პროფესიონალური შესაძლებლობებით, ეს ტერმინები შეიძლება ეფექტურად იყოს ურთიერთდაკავშირებული.ფაქტიურად, შეგიძლიათ ეს უნარ-ჩვევები თქვენს სასარგებლოდ გააერთიანოთ. სინამდვილეში კი ყველა დეველოპერი და ჰაკერი პროგრამისტია. მათი ექსპერტობის მიუხედავად, არც ისე ბევრი დეველოპერი და პროგრამისტია საკმარისად კრეატიული, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება, როგორც ჰაკერების.

და ბოლოს თუმცა ჰაკერები და პროგრამისტები საკმაოდ შთამბეჭდავები არიან, მათ ხშირად მაინც არ აქვთ საკმარისი გამოცდილება და განათლება განიხილონ ეს მოსაზრება, როგორც დეველოპერებმა. მსგავსება ის არის, რომ ყველა მუშაობს კოდის შექმნაზე, თითოეული თავისი კონკრეტული გზით.

იდეალურ შემთხვევაში ყველა ეცდებოდა მიეღწია ამ პროფესიებისთვის და ყოფილიყვნენ ჰაკერებივით კრეატიულები.თუმცა გარკვეულწილად უკეთესია გამოცდილება და ფორმალური მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, რაც ეწინააღმდეგება მხოლოდ ჰაკერობას.

თუ არ გაქვთ კრეატიულობის ნიჭი, გამოცდილება და განათლება ან ვერ ქმნით მაინც და მაინც ფართო აპლიკაციას, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ იდეალური პროგრამისტი მაინც ხართ. იმ შემთხვევაში თუკი ეს არ იცოდით, პრობლემის მოგვარება კოდის საშუალებით თავისთავად ხდება, ეს დიდი ძალაა!

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები