; განსხვავება TypeScript და Javascript პროგრამირებას შორის - IT Academy STEP Tbilisi განსხვავება TypeScript და Javascript პროგრამირებას შორის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

განსხვავება TypeScript და Javascript პროგრამირებას შორის

Javascript-ი არის პროგრამირების ერთერთი ყველაზე პოპულარული ენა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ინტერაქტიული ვებ-გვერდების შესაქმნელად,  ჯავა დასახელდა რიგით მესამე ყველაზე მოთხოვნად ენათ 2019 წელს. ის ძალიან სწრაფია და არ მოითხოვს კომპილაციას გამოყენებამდე.

თუ პროგრამირებით ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებით ხართ დაკავებული, აუცილებლად გეცოდინებათ JavaScript-ი. მაგრამ ერთი წუთით მოითმინეთ! იცით თუ არა რამე TypeScript-ის შესახებ? ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ TypeScript-ის შესახებ. ჩვენ ორივე ამ ენას მიმოვიხილავთ და გავიგებთ განსხვავებას JavaScript-სა და TypeScript-ს შორის.

რა არის JavaScript-ი?

JavaScript-ი არის სკრიფტული ენა, რომელიც მიყვება კლიენტის მხარის პროგრამირების წესებს. ის მუშაობს ვებ ბრაუზერზე ვებ სერვერის ან სხვა რამის საჭიროების გარეშე. ის ჩვენს კოდს ბრაუზერთან ურთიერთმოქმედების საშუალებას აძლევს და შეუძლია შეცვალოს ან განაახლოს HTML-ი და CSS-ი. მართალია JavaScript-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ REST APIs-თან, XML-თან და ა.შ., მაგრამ ის აპლიკაციების, პატარა პროგრამების ან დიდი კომპლექსური სისტემების განვითარებისთვის არ შეუქმნიათ. დღეს კი ის ამ სფეროებშიც აღწევს.

JavaScript-ი თავდაპირველად კლიენტის მხარის პროგრამირების ენად შეიქმნა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, დეველოპერებმა გაიაზრეს, რომ მისი გამოყენება სერვერის მხარის პროგრამირებაშიც შეიძლება. როცა JavaScript-ი იზრდებოდა, მისი კოდი მძიმე და კომპლექსური ხდებოდა ისეთ დონეზე, რომ ვერ ასრულებდა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მოთხოვნებს.

ამან ვითარებამ შეზღუდა JavaScript-ის, როგორც სერვერის მხარის ენის და მრავალამოცანიანი რეჟიმის ზრდა. ამ დროს გაჩნდა TypeScript-ი აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

რა არის TypeScript-ი?

TypeScript-ი არის JavaScript-ის ენის განახლებული ვერსია. ის მუშაობს Node.js გარემოში ან ნებისმიერ ვებ ბრაუზერზე, რომელსაც აქვს ECMAScript 3-ის ან ზემოთ ხსენებული გარემოს მხარდაჭერა. TypeScript-ი არის სტატიკურად კომპილირებული ენა, რომელიც უზრუნველყოფს ოფციურ სტატიკურ ბეჭდვას, კლასებს და ინტერფეისს. ის საშუალებას მოგცემთ დაწეროთ მარტივი და სუფთა JavaScript კოდი. ამგვარად, TypeScript-ის შესწავლა დაგეხმარებათ შექმნათ უფრო ადვილად განთავსებადი და უფრო ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფა.

TypeScript-ის უპირატესობა

  • TypeScript უზრუნველყოფს მარტივი კოდის ნავიგაციას, ბაგების პრევენციას და კოდის მუშაობის შენარჩუნებას. მას აქვს სტატიკური ტიპის ანოტაციის ან სტატიკური ბეჭდვის მხარდაჭერა.
  • მას ასევე აქვს ინტერფეისების, სუბ ინტერფეისების, კლასების, სუბ კლასების და ECMAScript 6 ან ES6-ის მხარდაჭერა.
  • მას მოყვება ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების შესაძლებლობები პირადი წევრების და ინტერფეისების მემკვიდრეობასთან ერთად.
  • მდიდარი IDEs ხელმისაწვდომობა

JavaScript-ის უპირატესობა

  • JavaScript-ი არის ღია წყაროს, მოქნილი და ძლიერი ენა, რომელსაც აქვს ლეგენდების – Microsoft-ის და Mozilla-ს მხარდაჭერა.
  • მისი გამოყენება შეიძლება კლიენტის მხარესაც და სერვერის მხარესაც.
  • მას აქვს კლასების, ინტერფეისების და მოდულების მხარდაჭერა.
  • ის სპეციალურად პატარა სკრიფტებისთვის არის შექმნილი.
  • ის არის ჯვარედინი პლათფორმის ენა.
  • ის უზრუნველყოფს ძლიერი შემოწმების სამუშაოს და დამოკიდებულებების მხარდაჭერას.

განსხვავება TypeScript-ს და Javascript-ს შორის

  • Javascript-ი არის ადვილად სასწავლი ენა, მაშინ როცა TypeScript-ის შესწავლას გარკვეული სირთულეები ახლავს თან და მოითხოვს სკრიფტინგის ცოდნას მის შესწავლამდე.
  • Javascript-ი არის სკრიფტული ენა, მაგრამ TypeScript-ი არის ობიექტზე ორიენტირებული ენა.
  • TypeScript-ს აქვს სტატიკური ბეჭდვის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ ბეჭდვის სისწორე კომპილაციის დროს, მაშინ როცა Javascript-ს ამის მხარდაჭერა არ აქვს.
  • TypeScript-ის კოდს სჭირდება კომპილაცია, მაგრამ Javascript-ს ეს არ სჭირდება.
  • TypeScript-ს აქვს ოფციური პარამეტრების ფუნქციის მხარდაჭერა, მაგრამ Javascript-ს – არა.
  • Javascript-ს ჰყავს დეველოპერების დიდი საზოგადოება, TypeScript-ს – არა.
  • Airbnb, Codecademy და Instagram-ი სულ რამდენიმე კომპანიაა, რომლებიც Javascript-ს იყენებენ, ხოლო TypeScript-ს იყენებს Asana, Clever, Screen award-ი და სხვ.

იმედი გვაქვს სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ. თუ დამწყები ხართ, გარკვეული საკითხები შეიძლება დამაბნეველი მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. Javascript-ით დაიწყეთ, თავიდან საფუძვლები ისწავლეთ, ივარჯიშეთ კოდის წერაში და როცა უფრო დარწმუნებული გახდებით, შეგიძლიათ TypeScript-ის სწავლა დაიწყოთ. ეს ასევე დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი რეზიუმე იმ ხალხისგან გახდება გამორჩეული, რომლებმაც მხოლოდ Javascript-ის უნარ-ჩვევები ისწავლეს

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები