; გელით მცირე IT აკადემიაში! - IT Academy STEP Tbilisi გელით მცირე IT აკადემიაში! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გელით მცირე IT აკადემიაში!

კიდს.kids

მოზარდის პიროვნული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილება არის მე-კონცეფციისა და თვითშეფასების განვითარება. მე-კონცეფცია ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე, მისი ფორმირება იწყება გარდატეხის ასაკამდე, ამ სტადიაზე იწყებს მოზარდი ფიქრს საკუთარ პიროვნებაზე. ის იწყებს სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას: რა უნარები გამაჩნია? ჭკვიანი ვარ? მომხიბვლელი ვარ? მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოზარდი ახდენს საკუთარ თავზე წარმოდგენის ფორმირებას, რაც მას ეხმარება მომდევნო განვითარებაში
მოზარდის პიროვნების განვითარებაში ცენტრალური ადგილი უკავია თვითშეფასებას – თვითშემაცნების კომპონენტი, რომელიც შეიცავს ცოდნას და შეფასებას პიროვნების ფიზიკური მახასიათებლების, უნარების, ზნეობრივი თვისებების და ქცევის. თვითშეფასება მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად თვლის მოზარდი საკუთარ თავს – მნიშვნელოვან, ნიჭიერ, წარმატებულ და ღირსეულ პირობნებად. თვითშეფასებაზეა დამოკიდებული მოზარდის სოციალური ადაპტაცია, სწავლა და პროფესიის არჩევა. მათთვის საინტერესო თემატიკის შესწავლის პროცესში, მოზარდები არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თვითკრიტიკულები, აქვთ მაღალი საზოგადოებრივი და პიროვნული სტატუსი, ფართე შემეცნებითი ინტერესები, მაღალი აკადემიური მოსწრება…

 

შემოგვიერთდით მცირე IT აკადემიაში! – ეს არის შესაძლებლობა თქვენი შვილისთვის, ადრეულ ასაკში, გამოავლინოს თავისი პოტენციალი!
კომპიუტერულ საგანმანათლებლო აკადემია 9-14 წლის მოზარდებისთვის, გამოიყენეთ კომპიუტერთან გატარებული დრო სასარგებლოდ,

მცირე აკადემიაში სკოლის მოსწავლეები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და თეორიულ ცოდნას. პრაქტიკოსი პედაგოგები შეასწავლიან: ვებ-საიტების შექმნას, რობოტების აწყობასა და დაპროგრამირებას, საკუთარი თამაშებისა და ანიმაციური პერსონაჟების შექმნას, საძიებო სისტემათა უსაფრთხო გამოყენებას…

მიღებული ცოდნა დაეხმარება თქვენს შვილს ადრეულად გააკეთოს სტარტი IT სფეროში, რითაც წინ გაუსწრებს თავის თანატოლებს პროფესიული განვითარების გზაზე

 

აღსანიშნავია, რომ ახალი ცოდნის შეძენა, დადებითად მოქმედებს სკოლაში წარჩინებულ სწავლაზე! ჩვენთან, ბავშვები ხდებიან უფრო დამოუკიდებლები. სათამაშო კომპიუტერი გარდაიქმნება საკუთარი პროექტების შექმნის ინსტრუმენტად!

მოქნილი გრაფიკი კი საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი სწავლების დრო – სამუშაო ან დასვენების დღეები

 

IT Academy STEP – შენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემოგვიერთდით მცირე IT აკადემიაში ან დაგვიკავშირდეთ:

2 155 551 / 579 155 551 

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6


ახალი ამბები