გელით პრაქტიკულ ლექციაზე “გააცოცხლე შენი საყვარელი სათამაშო” - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გელით პრაქტიკულ ლექციაზე “გააცოცხლე შენი საყვარელი სათამაშო”

სათამაშო.player

ნაწყვეტი ერთი ცნობილი ადამიანის მონათხრობიდან

(საიდუმლოდ დავიტოვებთ ავტორის ვინაობას):

“ხშირად არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც გჭირდება გვერდში მდგომი, რომელიც უსიტყვოდ მოგისმენს და გაიზიარებს შენს გულისტკივილს..

არც ისე ადვილია მოძებნო ყოვლის გამგები და შენი აზრების თანაზიარი მეგობარი. უფრო მეტსაც გეტყვით, არის შემთხვევები როდესაც უბრალოდ გინდა დაიცალო  დიდი ხნის ნატარები ტკივილისგან, მოიხსნა ლოდი გულიდან, რომელიც ასე გთრგუნავს, ძილს და სიმშვიდეს გიფრთხობს…

ბავშობაში მყავდა ასეთი მსმენელი  ჩემი ოთხფეხა მეგობრის სახით, ჩემი ძაღლი იყო ყველაზე უახლოესი და უერთგულესი არსება.

მე საათობით ვუზიარებდი მას ჩემს  დაფარულ გულისტკივილს . ისიც მიყურებდა  თავისი სევდიანი და უძირო თავლებით და უჩუმრად იზიარებდა ჩემს მიერ წარმოთქმულ ყველა დარდს და ამოთქმულ ტკივილს… თითქოს ლოდი მეხსნებოდა მხრებიდან, შინაგანი სიმშვიდე ისადგურებდა ჩემში და ანაცვლებდა შფოთვას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს.”

ჩვენ შევეცადეთ მოგვეტანა ერთ-ერთი მაგალითი მრავალი მეთოდებისგან, რითიც ვცდილობთ თავი დავიცვათ მძიმე სიტუაციებისაგან რომლებშიც აღმოვჩნდებით ხოლმე როგორც დიდები, ასევე პატარებიც.

ჩვენი შვილებიც ასევე მძაფრად განიცდიან და დათრგუნულები არიან თანამედროვე სტრესული ყოფისგან, რომლებსაც აწყდებიან როგორც სკოლაში და სახლში, ასევე თანატოლებთან ურთიერთობაში. თუმცა ჩვენ, დიდებს უფრო ადვილად შეგვიძლია ფსიქოლოგიური თერაპიის გზების მოძებნა, ვიდრე პატარებს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გთავაზობთ ინოვაციური თერაპიის მეთოდს ბავშვებისთვის, რათა განცდისა და ნერვიულობის მაგივრად თქვენმა პატარამ შეიძინოს ერთგული მეგობარი, ყურადღებიანი მსმენელი თავისი საყვარელი სათამაშოს სახით. 

 

ჩვენი საუბრის თემაა: “გააცოცხლე შენი საყვარელი სათამაშო“.

ჩვენ გთავაზობთ შევასწავლოთ ტექნოლოგიები თქვენს პატარას, რომ მან შთაბეროს ელექტრონული სული თავის საყვარელ სათამაშოს. სანაცვლოდ იგი მოუტანს არამარტო მრავალ პოზიტიური ემოციას, არამედ გაიზიარებს სირთულეებს  მომხდარს თქვენი პატარის  ცხოვრებაში.

 

გელოდებით პრაქტიკულ ლექციაზე – გააცოცხლე შენი საყვარელი სათამაშო:

📆 18 თებერვალი
🕒 13:00 – 14:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.
დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები