გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! - IT Academy STEP Tbilisi გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, ზაფხულის დასვენების შემდეგ დადგა ნანატრი სასწავლო წელი! რატომ არის ნანატრი, იმიტომ რომ ყველა, დიდიც და პატარაც მოუთმენლად ელოდებოდა მეცადინეობის დაწყებას. სტატისტიკური მონაცემებით ასეთი რაოდენობის სატელეფონო ზარები შეკითხვით თუ როდის გაიხსნება IT აკადემია STEP-ის კარი, დიდი ხანია არ მიგვიღია.

ჩვენო ძვირფასო ოჯახის წევრებო სტუდენტებო-სტეპერებო, ზაფხულის პერიოდში ჩვენ თავად განვიცდიდით თქვენთან ურთიერთობის დეფიციტს, აკადემიის კედლები თითქოს დაცარიელდა თქვენი არყოფნის გამო, მაგრამ დრო უქმად არ დაგვიხარჯავს. ამ ხნის განმავლობაში არა მარტო ვაუმჯობესებდით სასწავლო დაწესებულების თბილ ატმოსფეროს, არამედ მოვასწარით თქვენთვის ახალი მეგობრების შეძენაც, ეს არის ახალი თაობა, რომელიც მოტივირებულია მიიღოს IT განათლება, ისევე როგორც თქვენ იყავით ერთ დროს. ზაფხულის არდადაგების დროს ჩვენ მოვასწარით IT აკადემიის ახალი ფილიალის შექმნა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში. ახლა კახეთის რაიონს ეყოლება საკუთარი IT სპეციალისტები, პროგრამისტები და არა მარტო ისინი. რეგიონში იქნებიან სხვადასხვა IT მიმართულების პროფესიონალები, რომლებიც გააუმჯობესებენ ეკონომიკას და მათი თანამემამულეების ზოგადი განათლების პოტენციალს.

ჩვენ, IT აკადემია სტეპ ჯორჯიას ადმინისტრაციამ, მივიღეთ გადაწყვეტილება გავფართოვდეთ არა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბით, არამედ ჩვენთან, საქართველოშიც შევქმნათ რამდენიმე ფილიალი ყველა რეგიონში. ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ  ჩვენმა ახალგაზრდობამ შეძლოს საკუთარი ცოდნის დემონსტრირება, მოახერხოს ბევრი ადამიანისგან გამორჩევა საკუთარი იდეებით და პროექტებით და ჩადგეს მსოფლიო ლიდერი ქვეყნების IT სპეციალისტების რიგებში. თქვენი დახმარებით სახელს გავუთქვამთ იბერიას და თქვენს პოტენციალს. ჩვენო კახელო მეგობრებო, გისურვებთ გახდეთ ჩვენი IT აკადემია სტეპ ჯორჯიას ღირსეული სტუდენტები, უახლოეს მომავალში მიიღოთ სტეპერის ცოდნა და გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი. საერთო ძალებით ბევრს მივაღწევთ და იბერია თქვენით, ჩვენი უძველესი და დიდი კულტურის მქონე მიწის შვილებით იამაყებს.

ყველას წარმატებებს გისურვებთ ახალ სასწავლო წელს!!!

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემები

საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

IT აკადემია STEP საქართველოს ფილიალი

დამფუძნებელი და დირექტორი

მაკა მახათაძე

 


ახალი ამბები