; გილოცავთ ახალ 2019 წელს ძვირფასო სტუდენტებო - IT Academy STEP Tbilisi გილოცავთ ახალ 2019 წელს ძვირფასო სტუდენტებო - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გილოცავთ ახალ 2019 წელს ძვირფასო სტუდენტებო

გასული წლის შეჯამებით შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ წარმატებული წელი იყო 2018. IT აკადემია სტეპმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ. მთელი გასული წლის განმავლობაში ჩვენმა აკადემიამ არა ერთი ღონისძიება ჩაატარა, მომავალი სტეპერების სახით ახალი სტუდენტები მიიღო, რომლებიც უკე ჩვენი კოლექტივის წევრები გახდნენ და შეუდგნენ საკუთარი ინტელექტუალური დონის ამაღლებას. ჩვენი თელავის ფილიალი, ჩვენი ჭკვიანი სტუდენტები, ვფიქრობთ რომ ძალიან მალე, უკვე მიმდინარე წელს წარმოგვიდგენენ თავიანთ ნამუშევრებს და თბილისელ სტუდენტებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ყველა ღონისძიებაში, გამოფენაში და შეჯიბრში.

აკადემია სტეპ ჯორჯიამ გადაწყვიტა უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბოს საკუთარი, დამოუკიდებელი ვიდეო-სტუდია, რომლის შესაქმნელად პრაქტიკულად ყველაფერი მზად არის. ამ სტუდიაში ჩაიწერება ვიდეო მასალები, ვიდეო გაკვეთილები, ვიდეო ლექციები და ა.შ. და ამ ყველაფერს ჩვენს თანამოაზრეებს, გულშემატკივრებს, მკითხველებს და მიმომხილველებს ვაჩვენებთ.

მიმდინარე წელს ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი სტეპის საზღვრები, წინ დიდი ცვლილებები გველოდება და ამ ყველაფრისთვის, გარკვეული გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც დააინტერესებს როგორც ჩვენს პარტნიორებს, ასევე ჩვენს სტუდენტ სტეპერებს, ჩვენ თქვენი რეალური დახმარება დაგვჭირდება. დახმარება კადრებში მდგომარეობს, რომლებიც ჩვენ თავად დაგვჭირდება. ამისთვის კი თქვენ საკუთარი განათლების დონე უნდა აიმაღლოთ, გახდეთ კარგი სპეციალისტები და ჩვენი აკადემიის საჩვენებელი პირები.

ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების !

იმედი გვაქვს ჩვენი გესმით და მიმდინარე წელს, ერთიანი ძალებით ძალიან შორს წავალთ !

ბევრს დავუმტკიცებთ თუ რა შეუძლიათ ნამდვილ სტეპერებს !

 

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები