; გიწვევთ ფიზიკის კონკურსში - IT Academy STEP Tbilisi გიწვევთ ფიზიკის კონკურსში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გიწვევთ ფიზიკის კონკურსში

ექქს.eqqs

გიწვევთ ფიზიკის კონკურსში!
გამარჯვებულ და მონაწილე ახალგაზრდებზე, იზრუნებს სპონსორი კომპანიები:
▪ პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს პრიზი ZOOMMER-ისგან – Lenovo Tab 3
▪ პირველი სამი ადგილის მფლობელს IT Academy Step Georgia-ში ერთთვიანი სწავლის სრული დაფინანსება
▪ პირველი სამი ადგილის მფლობელს Experimentorium – ექსპერიმენტორიუმის ერთწლიანი ულიმიტო ბარათი
▪ და, წამახალისებელი პრიზები ყველა მონაწილე კონკურსანტისთვის.

იჩქარეთ!
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 15 ოქტომბრამდე!

 

სავალდებულო მოთხოვნები:
• ექსპონატი დამზადებული უნდა იყოს უშუალოდ სკოლის მოსწავლის მიერ (არ მიიღება მაღაზიაში ან სასწავლო დაწესებულებაში შეძენილი ექსპონატი);
• ექსპონატი უნდა მუშაობდეს გამართულად და უსაფრთხოდ;
• კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VIII-X კლასების მოსწავლეებს.

კონკურსის ვადები და პირობები:
• მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ მითითებულ ელ.ფოსტაზე) უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტაზე: ok@experimentorium.ge 2017 წლის 15 ოქტომბრამდე;
• საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 16 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, პ.ინგოროყვას ქ. #17, Experimentorium – ექსპერიმენტორიუმიში.

 

კონკურსის შედეგები შეჯამდება და პირველი სამი ადგილის მფლობელი გამოვლინდება 2017 წლის 25 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე ☎ 2 47 57 37
გისურვებთ წარმატებას!


ახალი ამბები