; გრანდიოზული სიახლე ― შერეული სწავლების მეთოდი - IT Academy STEP Tbilisi გრანდიოზული სიახლე ― შერეული სწავლების მეთოდი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გრანდიოზული სიახლე ― შერეული სწავლების მეთოდი

დასწრება
თავისუფალია
ჯანო ბაგრატიონის 6

დაწყებამდე დარჩა:

დღე
საათი
წუთი
წამი

სწავლება.Learning

გრანდიოზული სიახლე, ჩვენი აკადემია შემდეგი წლიდან იწყებს სწავლების კიდევ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თქვენ გელით შერეული სწავლების მეთოდი და შებრუნებულ საკლასო ოთახი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს უამრავ საინტერესო სიახლეს!

შერეული სწავლების მეთოდი (ინგ. “Blended Learning”) – ეს გახლავთ ჰიბრიდული სასწავლო მიდგომა, რომელიც ონლაინ სწავლებასთან აერთიანებს ტრადიციულ საკლასო ან პირისპირ სწავლებას: ასინქრონული (ონლაინ სადისკუსიო ფორუმები, წერილები, ბლოგები, ვიკი) და სინქრონული (მყისიერი ჩათები, ვიდეო კონფერენციები, ვებინარები).

უკვე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და ჩვენს დროში წარმატების მისაღწევად საჭირო სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევის განვითარებას. ხსენებული მეთოდით, შესაძლებელია მოსწავლეებს ეფექტურად განუვითარდეს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა უნარ-ჩვევა
ევროპის მაშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა ჩვენს რეალობაში ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.

ტერმინი „შერეული სწავლება” ფართოდ გამოიყენება, იმისათვის, რომ აღიწეროს, თუ როგორ გამოიყენება ელექტრონული სწავლება ტრადიციულ სასწავლო მეთოდებთან ერთად, რათა შექმნას ახალი, თანამედროვე, თავისუფალი სწავლების მეთოდოლოგია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ერთიანდება შერეული სწავლების ბლოკში, როგორც ერთ-ერთი სასწავლო მეთოდი.

შერეულ სწავლებას აქვს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა, მაგალითად, როგორიცაა სასწავლო პროცესში თანამშრომლობისათვის მოქნილობა სივრცესა და დროში, ინდივიდუალური სტუდენტის საჭიროებების ინკორპორირება, ასევე, ცოდნისა და უნარების გადაცემის დაბალანსების შესაძლებლობა.
სხვადასხვა პირისპირ და ონლაინ სწავლების მეთოდებიდან და ინსტრუმენტებიდან შესაბამისი მიქსის მოძიება არის გასაღები წარმატებული სასწავლო კურსის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. შერეული სწავლების მიდგომა მოითხოვს ტექნოლოგიური ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტების უპირატესობის და მათი თავსებადობის დეტალურ განხილვას პედაგოგიურ სტრატეგიებთან და სასწავლო მიზნებთან, სწორედ აქ იღებს სათავეს, მოსწავლეების მხრიდან, სწავლის სიყვარული და გაკვეთილისადმი ინტერესი


დასწრება
თავისუფალია
ჯანო ბაგრატიონის 6

დაწყებამდე დარჩა:

დღე
საათი
წუთი
წამი

ახალი ამბები