; გრაფიკული დიზაინერის ანაზღაურება (2019 წლის მონაცემებით) - IT Academy STEP Tbilisi გრაფიკული დიზაინერის ანაზღაურება (2019 წლის მონაცემებით) - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გრაფიკული დიზაინერის ანაზღაურება (2019 წლის მონაცემებით)

საკმარის ანაზღაურებას იღებთ თქვენს მიერ გაწეული სამუშაოსთვის და გამოცდილების დონისთვის? ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა, მაგრამ გრაფიკულ დიზაინში მომუშავე ძალიან ცოტა ადამიანი უსვამს ამ შეკითხვას საკუთარ თავს რეგულარულად.

უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომელიც დაგეხმაროთ შეიტყოთ იღებთ თუ არა საკმარის ჯილდოს. ან თუ ამ პროფესიის ათვისებას აპირებთ, როგორც დამწყები გრაფიკული დიზაინერი რა ხელფასს უნდა ელოდოთ.

სტეპში ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას თუ როგორ დასაქმდნენ გრაფიკული დიზაინერები საოცნებო სამსახურებში, იქნება ეს მათი პირველი პოზიცია თუ კარიერის შეცვლა უფრო შემოქმედებითი გზის გასავლელად.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ინსაიდერის რჩევებს, მათ შორის სასარგებლო რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რა უნდა იყოს გრაფიკული დიზაინერის საშუალო ანაზღაურება თქვენი ადგილმდებარეობისა და გამოცდილების დონის მიხედვით.

გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასის დიაპაზონი

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ამაზე, ასეთია, მაგალითად, გამოცდილება, სამუშაოს დასახელება და ადგილმდებარეობა. ეს არის ის, რასაც ამ სტატიაში განვიხილავთ, აქცენტს გავაკეთებთ შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში და ავსტრალიაში არსებულ ჩვენს კამპუსურ ქალაქებზე.

ნიუ იორკ სითი – Payscale-ის და Indeed-ის 2019 წლის ივნისის მონაცემებით, ნიუ იორკ სითიში, უმცროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 43 317$-ია, უფროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 71 127$-ი, ხოლო დიზაინის დირექტორების საშუალო ხელფასი – 121 430$-ი.

გაერთიანებული სამეფო – ლონდონში, Indeed-ის 2019 წლის მონაცემებით, უმცროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 22 209 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, უფროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 39 968 ფუნტი სტერლინგია, ხოლო ხოლო დიზაინის დირექტორების საშუალო ხელფასი – 60 000 ფუნტი სტერლინგი. მანჩესტერში, უმცროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი შეადგენს 18 905 ფუნტ სტერლინგს, უფროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 28 937 ფუნტი სტერლინგია, ხოლო დიზაინის დირექტორების საშუალო ხელფასი 53 149 ფუნტი სტერლინგი.

ავსტრალია – Indeed-ის 2019 წლის მონაცემებით, ავსტრალიაში უმცროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 48 376$-ს შეადგენს, უფროსი გრაფიკული დიზაინერების საშუალო ხელფასი 79 573$-ია, ხოლო დიზაინის დირექტორების საშუალო ხელფასი 142 918$-ი.

ხელფასების მიმოხილვა და სამუშაო ბაზრის მდგომარეობა

პირველი საკითხი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ გრაფიკული დიზაინერის ხელფასის გამოანგარიშება ზუსტი მეცნიერება არ არის.

ზოგიერთ პროფესიაში, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს ან მთავრობას ექვემდებარება, მაგალითად, სამხედრო, სამოქალაქო სამსახური ან სწავლება, ანაზღაურებადი რგოლები მჭიდროდ რეგულირდება, შეგიძლიათ დარწმუნებით იცოდეთ, თუ რას მიიღებთ კონკრეტული საქმისთვის. გრაფიკული დიზაინერის ხელფასები კი პირიქით, თითქმის მთლიანად ბაზრის მიერ არის დადგენილი, ამიტომ ხელფასის სიდიდე დამოკიდებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა, გრაფიკული დიზაინის უნარ-ჩვევებზე ამჟამინდელი მოთხოვნა და სამუშაო ბაზარზე შემოსული ხალხის რაოდენობა.

კარგი ამბავი ის არის, რომ ამ დროისთვის მოთხოვნა გრაფიკულ დიზაინერებზე ძალიან, ძალიაან მაღალია!

ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის მზარდი დიგიტალიზაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა კომპანია აცნობიერებს, რომ გადარჩენისთვის საჭიროა იყოს დიზაინზე ორიენტირებული კომპანია და ამგვარად გრაფიკული დიზაინის სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელთა შევსებაც საჭიროა, მუდმივად იზრდება.

იმის გამო, რომ უფრო და უფრო მეტი ფირმა იბრძვის, რომ დაიქირაოს საუკეთესო გრაფიკული დიზაინერები, ხელფასები ზოგადად ჯანსაღად გამოიყურება და ჩვენი მოლოდინით, ის გააგრძელებს აღმავლობას. დამწყებების საწყისი ანაზღაურება ბევრად განსხვავდება სხვა პროფესიების ანაზღაურებებისგან: მაგალითად, Payscale-ის მიხედვით, უმცროსი გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი ნიუ იორკ სითიში 44 203$-ს შეადგენს, ხოლო Indeed-ის მიხედვით, უმცროსი გრაფიკული დიზაინერის საშუალო ანაზღაურება ლონდონში 21 961 ფუნტი სტერლინგია. Payscale-ის მიხედვით, უმცროსი გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი მელბურნში კი 41 304$-ს უდრის. გარდა ამისა, დღესდღეობით, ბევრ სტაჟიორსაც კი უხდიან სათანადო თანხას, როცა ისინი იღებენ სამუშაო გამოცდილებას.

მოკლედ რომ ვთქვათ, გრაფიკული დიზაინის ნებისმიერი სამუშაო, თუნდაც თქვენთვის პირველი საქმე, საკმარისად უნდა იყოს ანაზღაურებული, რომ შედარებით კომფორტული ცხოვრების წესით შეძლოთ ცხოვრება. მსოფლიოში ბევრი შესაძლებლობები არსებობს, ხელფასების ექსპონენციალური ზრდით, როცა საშუალო წონის რიგებიდან უფროსი დიზაინერების რიგებში გადაინაცვლებთ. შთამბეჭდავი ხელფასები აქვთ დიზაინერის დირექტორებსაც, თუკი ამ სფეროში თავს დაიმკვიდრებთ.

მაგრამ, პროგრესის შემთხვევაში, როგორ უზრუნველყოფთ იმ ფაქტს, რომ თქვენმა ხელმძღვანელმა მოკლე დროში არ ჩაგანაცვლოთ?

როგორ მოქმედებს გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის ხელფასებზე

უმარტივესი და ყველაზე პრაქტიკული გზა იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი გამოცდილების დონისთვის სათანადო ხელფასს გიხდიან, არის თქვენი გრაფიკული დიზაინის ხელფასის შედარება გამოქვეყნებული სხვა სამუშაოების ხელფასთან. ინტერნეტში უამრავი სამუშაო საიტია, რომლებიც დიზაინშია სპეციალიზირებული. გადახედეთ ჩვენს ჩამონათვალს გრაფიკული დიზაინერების 20 საუკეთესო ონლაინ სამუშაო განცხადების თაობაზე. იმისთვის, რომ წინ წაიწიოთ, გთავაზობთ რამდენიმე კარგ ადგილს დასაწყისისთვის, Behance Jobs და Dribble Jobs, რომლებიც სამუშაო ადგილებს მთელ მსოფლიოში წარმოადგენენ.

ერთხელ მაინც თუ შეხედავთ, შეამჩნევთ, რომ ხელფასების სპექტრი მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენი ადგილმდებარეობისთვისაც კი.

ერთერთი მთავარი ფაქტორია გამოცდილების დონე.

გრაფიკული დიზაინის სამუშაოების კატეგორიზაცია, როგორც წესი, ხდება რამდენიმე ფართო რგოლის მიხედვით. პირველი და ყველაზე ნაკლებად გამოცდილი არის უმცროსი დიზაინერი. ეს არის პოზიცია,  რომელიც ჩვეულებრივ უკავია დიზაინერს, რომელსაც უნივერსიტეტი უშუალოდ ახალი დამთავრებული აქვს ან გავლილი აქვს შილინგტონის ტიპის გრაფიკული დიზაინის კურსი და არ აქვს ფრილანსინგის, სტაჟირების, კოლეჯში მუშაობის და შესაძლოა შემოქმედებითი ელემენტის მქონე სხვა საქმის, მაგალითად, ხელოვნების ნიმუშების შექმნის გამოცდილება.

უმცროსი, როგორც წესი ამთავრებს პირდაპირ ‘გრაფიკული დიზაინერობით’ იგივე კომპანიაში ან ახალ კომპანიაში გადასვლით, ექვსი თვიდან ორ წლამდე, პარალელურად ხელფასის შემცირებით. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტსაც, რომ ზოგიერთი საუკეთესო კურსდამთავრებული ზოგჯერ გრაფიკული დიზაინერის როლში გადადის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ტრენინგი ინტენსიური, შილინგტონის ტიპის, ინდუსტრიაზე ორიენტირებული კურსის მეშვეობით გაამდიდრეს.

გრაფიკული დიზაინერის შემდეგი საფეხური არის ‘საშუალო დონის დიზაინერი’. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ამ თანამდებობისთვის მომზადებას მინიმუმ რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ წინსვლის აღნიშნული დონე გაცილებით ნაკლებია ‘დახარჯულ დროზე’ და უფრო მეტია იმაზე, რასაც მიაღწიეთ. მოსალოდნელია გქონდეთ შესანიშნავი პორთფელი, რომელიც იმ საქმიანობას მოიცავს, რა წვლილიც დიდ კომპანიებში შეიტანეთ და ასევე თქვენს საკუთარ მცირე კომპანიებზე პასუხისმგებლობას.

როგორც საშუალო დონის დიზაინერს, მაინც გექნებათ უფროსი დიზაინერის ან სამხატვრო ხელმძღვანელის მეთვალყურეობა, მაგრამ მუშაობის დროს უფრო მეტი თავისუფლება გექნებათ, გააკეთებთ მოკლე ინტერპრეტაციებს, შექმნით იდეებს და თავად მიიღებთ გადაწყვეტილებებს.

აქედან კი, თქვენი საკარიერო გზა მტკიცედ იქნება მიმართული იმისკენ, რომ გახდეთ უფროსი დიზაინერი ან სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ კი მიაღწიოთ პიკს, შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას. ამ ეტაპზე, სიმართლე გითხრათ, რთული და სწრაფი წესები აღარ იმოქმედებს. არავინ გადადის ასეთ ეტაპებზე ხანგრძლივი ვადით.

რაც უფრო დიდ პირამიდაზე ადიხართ, მით უფრო მეტი კონკურენცია არსებობს და მხოლოდ დიდი საქმის გაკეთება ყოველთვის არ არის საკმარისი. დამეგობრება და ადამიანებზე გავლენის მოხდენა, სწორ დროს სწორ ადგილზე ყოფნა და ზოგადად, ცოტა იღბალიც შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც დიდი საქმის შესრულება. მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, ყოველთვის ყველაზე გამბედავი აღწევს საბოლოო შედეგს.

რა ზეგავლენას ახდენს როლი, რომელსაც ასრულებთ, თქვენი, როგორც გრაფიკული დიზაინერის ხელფასზე

მხოლოდ უფროს პოზიციაზე ყოფნა არ იწვევს ანაზღაურებების სხვადასხვაობას. დიზაინის სამუშაოს სახეობა, რომელსაც ასრულებთ, ასევე დიდ გავლენას იქონიებს.

რადგან დიზაინის სამყარო უფრო გართულდა, გრაფიკული დიზაინის დისციპლინები ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო სპეციალიზირებული გახდა. გრაფიკული დიზაინერების სპეციალიზირებული ტიპები მოიცავს:

UI დიზაინერი: ორიენტირებულია აპლიკაციების, ვებ გვერდების, სატელევიზიო სერვისების, სათამაშო კონსოლების ინტერფეისის დიზაინზე. თქვენ ჩვეულებრივ იმუშავებთ UX (მომხმარებლის გამოცდილება) დიზაინერებთან, რომლებიც თქვენი დიზაინის ფუნქციურ კოდებად გადაქცევას შეეცდებიან.

რედაქტორ დიზაინერი: ორიენტირებულია წიგნების, ჟურნალების, გაზეთების და ა.შ. ფორმატის დიზაინზე.

შეფუთვის დიზაინერი: ორიენტირებულია პროდუქციის შეფუთვისთვის მზა დიზაინის შექმნაზე.

მოძრაობის დიზაინერი: ორიენტირებულია გრაფიკული დიზაინის პრინციპებზე დაფუძნებულ მოკლე, მარტივი ანიმაციების შექმნაზე ვებ გვერდებისთვის, სატელევიზიო დავალებებისთვის, სატელევიზიო საკრედიტო თანმიმდევრული წყებისთვის, მუსიკალური ვიდეორგოლებისთვის, ახსნა-განმარტებითი ვიდეორგოლებისთვის და ა.შ.

გარემოს დიზაინერი: ორიენტირებულია  გრაფიკულ დიზაინზე ფიზიკური სივრცეებისთვის, როგორიცაა საკონფერენციო სივრცეები, საცალო ინტერიერი, მუზეუმები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.

ხელფასები თითოეული ტიპის დიზაინერისთვის განსხვავდება. მაგალითად, თუ რედაქტორ დიზაინერად მუშაობთ, ნუ მოელით, რომ თქვენი ხელფასი UI დიზაინერის ანაზღაურების შესაფერისი იქნება, რადგან ამ ტიპის სამუშაოსთვის ანაზღაურება ბევრად მეტია.

ახლა უკვე იცით რა რას უნდა შეადაროთ. შემდეგი ნაბიჯი არის დაიწყოთ შედარებით მორგებული პოზიციის მოძებნა თქვენს ამჟამინდელ (ან ძებნილ) სამუშაო ადგილთან, თქვენს ახლო გარემოში, რათა გქონდეთ იმის წარმოდგენა, თუ როგორი ხელფასი უნდა მიიღოთ.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კარგი რესურსი გრაფიკული დიზაინის ხელფასების შემოწმებისთვის მთელ მსოფლიოში.

გრაფიკული დიზაინის ანაზღაურების შემოწმება და სხვა რესურსები: ა.შ.შ.

Krop – კონცენტრირებულია შემოქმედებით პოზიციებზე შეერთებული შტატების მასშტაბით.

AIGA დიზაინის სამსახურები – როგორც აღნიშნული პროფესიის ყველაზე ძველი და ყველაზე ფართო პროფესიონალური წევრობის ორგანიზაცია დიზაინისთვის, AIGA-ს სამუშაო ადგილები აუცილებლად სანახავია, მას აქვს სტაჟირების ჩამონათვალიც.

Design Observer – ჯესიკა ჰელფანდისა და მაიკლ ბიერუთის მიერ დაარსებულ დიზაინის ჟურნალს აქვს სამუშაოების შესანიშნავი განყოფილება, სადაც მოცემულია 351 შესაძლებლობის ჩამონათვალი.

Creative Hotlist – Creative Hotlist-ი არის შემოქმედებითი პროფესიონალების საკარიერო საიტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ აჩვენოთ და დაათვალიეროთ რეზიუმეები, პორტფელები და შემოქმედებითი სამუშაო ადგილების ჩამონათვალი.

ხელფასის გამოთვლა და სხვა რესურსები: გაერთიანებული სამეფო

Indeed – ვაკანსიების საიტს Indeed-ს ნამდვილად აქვს შესანიშნავი საძიებო ბარი გრაფიკული დიზაინის ხელფასების შესადარებლად სამუშაო ადგილების ჩამონათვალის საფუძველზე. უბრალოდ აკრიფეთ ‘გრაფიკული’ და გრაფიკული დიზაინის სამუშაოების ტიპების მთელი მასალები გამოგიჩნდებათ, საიდანაც არჩევას შეძლებთ, შეგიძლიათ სიღრმისეულად დაათვალიროთ.

Totaljobs salary checker – Totaljobs-ის ხელფასის კალკულატორი საშუალებას გაძლევთ შეადაროთ საშუალო ხელფასები ნებისმიერი სამუშაოსთვის ან ინდუსტრიისთვის ნებისმიერ ადგილზე დიდ ბრიტანეთში. უბრალოდ აკრიფეთ თქვენი სამუშაოს სახელი და ადგილმდებარეობა და ისინი გაჩვენებენ გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასს, დამატებით შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ანაზღაურება ამ თანამდებობისთვის, ვაკანსიების უახლეს განცხადებებზე დაყრდნობით.

Salary Calculator – რას ნიშნავს კონკრეტული ანაზღაურება რეალურ ხელფასთან მიმართებაში? ამ საიტს აქვს უამრავი ჭკვიანი გამომთვლელი, რომელიც დაგეხმარებათ შეიმუშაოთ როგორც იტყვიან, თქვენთვის ქვედა ზღვარი.

Reed’s average salary checker – გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასს ეძებთ? ეს ინსტრუმენტი შეგიქმნით წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება შეადაროთ თქვენი მიმდინარე ანაზღაურება მსგავს სამუშაოებს reed.co.uk – ზე.

Business Insider – თუ თქვენ ეძებთ ინტერიერის დიზაინის სამუშაოს, რომელიც განსხვავდება დიზაინის სტუდიაში სამუშაოსგან, მისი სტატია Business Insider-დან მოგიყვებათ საუკეთესო სამუშაო ადგილების შესახებ, ძირითადად დიდ ბრიტანეთში.

Great Place to Work – საუკეთესო სამუშაო ადგილების კიდევ ერთი სია. გთავაზობთ კომპანია, რომელიც აუდიტს უწევს პრაქტიკას და ქმნის სამუშაო ადგილების კულტურას, ასევე აკვირდება თანამშრომელთა შეხედულებებს.

Sunday Times Best Companies to Work For – საუკეთესო სამუშაო ადგილების ჩამონათვალის ყოვლისმომცველი სერია სხვადასხვა სექტორის ტიპების მიხედვით.

გადასახადის შემოწმება და სხვა რესურსები: ავსტრალია

The Loop Salary Report – შექმენით გრაფკული დიზაინერის სახელფასო ანგარიში, დონის, ადგილმდებარეობის და პროფესიის არჩევით შემოქმედებითი ვაკანსიებისთვის მთელ ავსტრალიაში.

Living in Australia – გრაფიკული დიზაინერების ხელფასების და გამომუშავების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შედგენილია ავსტრალიის სამუშაო ადგილების მიხედვით და რეკლამირებულია მთავარ პუბლიკაციებში.

კალკულატორები და სხვა რესურსები: გლობალური

Glassdoor – სამუშაო ადგილების განცხადებების კიდევ ერთი საიტი, სადაც მოთავსებულია დიზაინის სამუშაოების უამრავი ვაკანსია და აქვს კარგი საძიებო ფუნქცია.

The Green Light – ეს სასარგებლო რესურსი გვთავაზობს კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც სამართლიანად ეპყრობიან თავიანთ უმცროს პოზიციებზე მყოფ სამუშაო ძალას, ასაქმებენ სტაჟიორებს, კურსდამთავრებულებს და უმცროს პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ.

Behance – Adobe-ის ინტერნეტ პლათფორმა, რათა აჩვენოს და აღმოაჩინოს შემოქმედებითი საქმე, რომელსაც აქვს უამრავი სამუშაო ადგილების რეკლამა დიზაინის პოზიციაზე მთელ მსოფლიოში.

Dribble – თვით-რეკლამა და ქსელური პლათფორმა კრეატივისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილია გლობალური დიზაინის სამუშაო ადგილების მოსაძებნად.

ჩვენ #სტეპერების გუნდი გისურვებთ უამრავ წარმატებას სამუშაოს მოძებნასა და მომავალ კარიერაში! ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რესურსები ნამდვილად გამოგადგებათ წინსვლაში.

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

გრაფიკული დიზაინი საინტერესო საშუალებაა კაპიტალის დასაბანდებლად, მაგრამ მზად უნდა იყოთ ენერგიული და ძლიერი ტრენინგის გასავლელად, რომ რჩეულების რიგში დარჩეთ. თქვენი შემოქმედებითი უნარები და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა და ხრიკი არის ის, რაც წარმატებისთვის გჭირდებათ


ახალი ამბები