; გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი - IT Academy STEP Tbilisi გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი

კომპიუტერული გრაფიკული დიზაინერები დამკვეთთან მუშაობენ, რათა მათი ვიზუალური კონცეფციები გააცოცხლონ შინაარსის, გამოსახულების და ლოგოების გამოყენებით, რომ ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ ბრენდის შეტყობინებებსა და იდეებთან. თუ კომპიუტერული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ნიმუშს ერთხელ შექმნით, კლიენტების სპეციფიკაციის მიხედვით სხვადასხვა პროდუქტის შექმნა შეიძლება, როგორიცაა ბეჭდვითი რეკლამები, ინტერნეტ ბანერები ან ბილბორდები. კომპიუტერული გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი განსხვავდება და დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, მაგალითად ადგილმდებარეობაზე და დასაქმების ინდუსტრიაზე.

სახელმწიფო უწყებებში საშუალო ხელფასი

2011 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, რომელიც ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა, კომპიუტერული გრაფიკული დიზაინერი წელიწადში საშუალოდ 48.690 დოლარს გამოიმუშავებდა. საშუალო ხელფასი შეადგენდა 44.010 დოლარს წელიწადში ან 21.16 დოლარს საათში. ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე ადამიანების 10%-ი გამოიმუშავებდა დაახლოებით 26.210 დოლარს წელიწადში, ხოლო ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ადამიანების 10% – 77.370 დოლარს საშუალოდ.

BLS-ის მონაცემებით, ფედერალური აღმასრულებელი ფილიალის მიერ დაქირავებული კომპიუტერული გრაფიკული დიზაინერები წელიწადში საშუალოდ 79.570 დოლარს გამოიმუშავებდნენ შემდეგ წლებში. ამის გამო ეს არის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ინდუსტრიადაც კი ჩამოყალიბდა. სხვა ინდუსტრიები, რომლებიც მაღალ ანაზღაურებას უზრუნველყოფენ ამ სფეროში არის გასართობი პარკები და პასაჟები, წელიწადში 65.980 დოლარი, მონეტარული ორგანოები 65.650 დოლარი, კოსმოსური პროდუქცია და ნაწილების წარმოება 64.800 დოლარი, გადაღება და ვიდეო ინდუსტრიები 64.350 დოლარი.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ მაღალ ანაზღაურებადი გრაფიკული დიზაინის სფეროში სამუშაოების ძიებისას. კოლუმბიის ოლქი გვთავაზობს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად საშუალო ხელფასს ამ პოზიციაზე, წელიწადში 66.030 დოლარის ოდენობით. გეოგრაფიულად სხვა ადგილები, რომლებიც საშუალოზე მაღალ ხელფასს გვთავაზობს, არის ნიუ იორკი, წელიწადში 59.580 დოლარის ოდენობით, კალიფორნია, წელიწადში 57.140 დოლარის ოდენობით, კონექტიკუტი, წელიწადში 54.530 დოლარის ოდენობით და ვირჯინია, წელიწადში 53.950 დოლარის ოდენობით.

სამუშაო პერსპექტივა

კომპიუტერულ გრაფიკულ დიზაინერებზე მაღალი მოთხოვნაა მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ეს მოთხოვნა უფრო გაიზრდება პორტაბელური ელექტრონული და საკომუნიკაციო მოწყობილობების და ელექტრონული მედიის გამოყენების სივრცეში. BLS-ის მოლოდინით, სამუშაოების რაოდენობა 2010 წლიდან 2020 წლამდე 61%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ყველა სამუშაო პოზიციების შემოთავაზებების ჯამურ რაოდენობაზე. სამუშაოების რეიტინგი კომპიუტერული სისტემების დიზაინის კომპანიებისთვის სწრაფად გაიზრდება, ხოლო კომპიუტერული გრაფიკული დიზაინერის სამუშაოები სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე ბოლო ადგილზე იქნება.

2016 წლის სახელფასო ინფორმაცია გრაფიკული დიზაინერებისთვის

2016 წელს გრაფიკულმა დიზაინერებმა საშუალოდ წლიური 87.640 დოლარი გამოიმუშავეს, შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით. ყველაზე დაბალი ხელფასი, რაც გრაფიკულმა დიზაინერებმა გამოიმუშავეს, იყო 25% 55.960 დოლარი ხელფასიდან. ეს ამ თანხაზე 75%-ით მეტს გულისხმობს. 75%-იანი ხელფასი შეადგენს 99.340 დოლარს, რაც 25%-ით მეტის გამომუშავებას ნიშნავს. 2016 წელს 306300 ადამიანი იყო დასაქმებული შტატებში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შეისწავლე დიზაინი

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები