; გრაფიკული დიზაინი: სად არიან ქალბატონები? - IT Academy STEP Tbilisi გრაფიკული დიზაინი: სად არიან ქალბატონები? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გრაფიკული დიზაინი: სად არიან ქალბატონები?

შეხედეთ გრაფიკულ დიზაინში ქალბატონების ნაკლებ წარმომადგენლობას და შესანიშნავ ნამუშევრებს ― ცალსახად, ქალი გრაფიკული დიზაინერები იმსახურებენ უფრო მეტ აღიარებას

რამდენიმე წლის წინ, გრაფიკულ დიზაინში შესაძლებლობების თანასწორობას მხოლოდ სავარაუდოდ განიხილავდნენ. დიზაინის ინდუსტრია, როგორც ჩანს ემანციპირებული იყო და თანასწორობაც მიღწეული იყო. და მაინც, პარადოქსულია, რომ დიზაინმა – დისციპლინამ, რომელიც ხასიათდება ინოვაციებითა და ტენდენციებით, რომელიც გადალახავს ტექნოლოგიურ საზღვრებს – ჯერ სოციალური და გენდერული უთანასწორობა უნდა დაძლიოს. თვითრეალიზაციისა და მისი დამოუკიდებლობის პოტენციალის საშუალებით, დიზაინი უახლოეს მომავალზე ორიენქტირებული ინდუსტრიის განსახიერებას წარმოადგენს. ქალი დიზაინერები საერთაშორისო, ცნობილ კონკურსებში ჯერ კიდევ არ შედიან ნაფიც მსაჯულთა საიში.

ტექნიკური ინდუსტრიისგან განსხვავებით, სადაც მამაკაცებზე ბევრად ნაკლები ქალია წარმოდგენილი ყველა დონეზე, ტრენერებით დაწყებული ხელმძღვანელი თანამდებობებით დამთავრებული, გრაფიკულ დიზაინში უთანასწორობა აშკარა ხშირად მხოლოდ ტრენინგის შემდეგ ხდება. დიზაინის აკადემიებში, სემინარების ოთახებში და სამუშაო შეხვედრებზე დაკვირვებით გამოვლინდა ქალი და კაცი სტუდენტების თანაბარი რაოდენობა. მათი მასწავლებლები, ძირითადად, მამაკაცები არიან.

ევროპის მიღმა სტუდენტებს შორის თანასწორობას ანაცვლებს უთანასწორობა სამუშაო ადგილზე. გენდერული ანაზღაურების სიცარიელე ასაკთან ერთად ფართოვდება. მამაკაცი გრაფიკული დიზაინერები დომინირებენ ზედა რგოლებზე, ხოლო ქალი გრაფიკული დიზაინერები უმცირესობას წარმოადგენენ. ქალები და მამაკაცები თითქმის თანაბრად არიან წარმოდგენილი ინდუსტრიაში, მაგრამ კონფერენციის 3%-ის თანადამფუძნებლის, ქეთ გორდონის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მთელი დიზაინერის დირექტორების მხოლოდ 11% არის ქალი.

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ნამუშევრები შეიმუშავეს აღნიშნულ დისციპლინაში, ქალებმა თანამედროვე გრაფიკულ დიზაინში – და მართლაც დიზაინის ისტორიის განმავლობაში – ნაკლებ აღიარებას მიაღწიეს, ვიდრე მათ მამაკაცმა კოლეგებმა. ქალი დიზაინერების უამრავი პროექტი არსებობს, რომლებიც განსაკუთრებით ეხმიანება ქალთა პოტენციალს ინდუსტრიაში. ამ სამუშაოს ყურადღება გამახვილებულია თვით-ინიცირებულ პროექტებზე.

ასეთი პროექტის მაგალითია Guerrilla Girls-ის ნამუშევარი; 1985 წელს დაარსდა ჯილდოს მფლობელი კოლექტივი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა და არა თეთრკანიანების არ დაშვებას ხელოვნების ინდუსტრიაში. ჯგუფი ანონიმურად მუშაობს და აწარმოებს გრაფიკულ პლაკატებს, სტიკერებს და წიგნებს. მინიმალისტური დიზაინით, შავი ტექსტით და თეთრი სივრცის თამამი გამოყენებით, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უთანასწორობაზე. ბოლო დროს მათი შინაარსი სატირული ციტატებისა და ფერადი ანაბეჭდებისგან შედგებოდა. მათმა საპროტესტო ხელოვნებამ გავლენა მოახდინა მხატვრულ მიდგომებზე პოლიტიკური გრაფიკული დიზაინის მიმართ, ასევე თანამედროვე საპროტესტო პლაკატების დიზაინზე, მაგალითად, რასაც ვხვდებით მსოფლიო მასშტაბით ქალთა ნამუშევრებში 2017 წლის მარტის თვეში.

Guerilla Girls-ის მსგავსი ფემინისტური მოძრაობები ასევე გრაფიკული დიზაინერების მიერ არის წამოწყებული. WD+RU პროექტი დაარსდა Teal Triggs და Sian Cook-ის მიერ 90-იანი წლების შუა პერიოდში, იმ დროს, როცა გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა (WD+RU წარმოადგენს ქალთა დიზაინს + კვლევის განყოფილებას). მდედრობითი სქესის გრაფიკული დიზაინერების მიერ წარმოდგენილი პროექტებით, რომლებიც ეხებოდა მაშინდელ ახალ ტექნოლოგიებს, WD+RU მიზნად ისახავს ტრადიციული მამაკაცური ძალების სტრუქტურის დანგრევას დიზაინში და მოტივაციას აძლევს ქალებს, რომ თავიანთი ვაჭრობა გლობალურ ეტაპზე გადაიყვანონ. დღევანდელ ბლოგში წარმოდგენილია ქალი გრაფიკული დიზაინერების ნამუშევრები. პროექტის დამფუძნებლებმა ასევე შექმნეს შრიფტი Pussy Galore. Triggs და Cook საკუთარ თავს ხედავენ, როგორც საგანმანათლებლო აქტივისტებს და ცდილობენ შექმნან პლათფორმა, საიდანაც ქალ გრაფიკულ დიზაინერებს შეუძლიათ თავიანთი ხმა მიაწვდინონ.

პუბლიკაცია, რომელიც ეხმიანება გრაფიკული დიზაინერების სიმცირეს, არის Women in Graphic Design 1890-2012. დაიწერა Jovis Publishers-ის 600 გვერდიანი წიგნი და მისი რედაქტირება Gerda Breuer-მა და Julia Meer-მა შეასრულეს. იგი შეიცავს ქალი დიზაინერების უამრავ ინტერვიუს და სტატიებს, მათ შორის Ellen Lupton და Paula Scher-თან. ეს წიგნი ორ ენაზეა დაწერილი და გვიჩვენებს ქალი გრაფიკული დიზაინერების მიერ წარმოებულ ნამუშევრებს 1890-2012 წლებში. ინტერვიუებისა და სტუმრების მიერ შეტანილი წვლილის საშუალებით, გთავაზობთ ქალთა ისტორიის მიმოხილვას გრაფიკულ დიზაინში.

ქალბატონები, ღვინო და დიზაინი Jessica Walsh-ის გრძელვადიანი პროექტია, რომელშიც იგი სხვადასხვა მოვლენების საშუალებით გადმოსცემს თავის იდეებს. პროექტის განმავლობაში 12 სახის სიკეთე განხორციელდა. Walsh-მა ზუსტად იცოდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ინტერნეტი სასარგებლოდ: პროექტი ინტერნეტით დაიწყო, რომ უფრო მეტი თანაბარი შესაძლებლობები მიეღო და გადაეღო პროპაგანდა სოციალური მედიის საშუალებით. დღესდღეობით, ღონისძიებებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქალაქში რეგულარულად მასპინძლობენ. ეს ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებისთვის უფასოა, მოიცავს მოლაპარაკებებსა და პორთფელის დათვალიერებას, სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, კონტაქტი დაამყარონ ქალ მასწავლებლებთან. იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი რჩება საჯარო განხილვის თემად, პროექტის სოციალური მედიის პროგრამა ასევე გვიზიარებს შესაბამის სურათებს.

ახლა განსაკუთრებული დროა ქალი გრაფკული დიზაინერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინდუსტრია კერ კიდევ არ არის თანაბრად წარმოდგენილი ქალების და კაცების მიერ, დიზაინში, შრომისმოყვარეობა და ისეთი პროექტები, როგორიცაა Walsh-ის ქალბატონები, ღვინო და დიზაინი, ყურადღებას ამახვილებენ გენდერულ დისბალანსზე. ქალი დიზაინის როლის მოდელების მნიშვნელოვანი დანაკლისი იმას ნიშნავს, რომ ქალთა შორის გრაფიკული დიზაინით კარიერის ნაკლები ინტერესი არსებობს. ალბათ გაუმართლათ ქალ სტუდენტებს და ახალგაზრდა გრაფიკულ დიზაინერებს, რადგან მათი მხარდაჭერა ასევე უფასო პროგრამების საშუალებით ხდება.

გრაფიკულ დიზაინში ქალთა პოპულარიზაციისთვის სხვა პროექტებია:

Hall of Femmes ხაზს უსვამს ქალთა მიღწევებს დიზაინისა და ხელოვნების მიმართულებით. პროექტი მოიცავს ღონისძიებებს, ექსპონატებს, ინტერვიუებს, პუბლიკაციების სერიას და დიზაინის მოლაპარაკებების კონფერენციას.

მდედრობითი – ფორმა უზრუნველყოფს უფასო სწავლებას (პრაქტიკანტი) და ღონისძიებებს ქალთა შემოქმედებით ინდუსტრიაში. ინტერვიუები რეგულარულად ქვეყნდება ვებ გვერდზე.

Wogd სპეციალიზირებულია გრაფიკულ დიზაინში მომუშავე ქალების სტატიებზე, რომლებსაც იგი აქვეყნებს თავის ბლოგზე.

Alphabettes-ით ჩამოთვლილია ქალი ტიპოგრაფების მიერ შექმნილი შრიფტები.

შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები