; გწვევთ ღია გაკვეთილზე "ციფრული რეალობა" - IT Academy STEP Tbilisi გწვევთ ღია გაკვეთილზე "ციფრული რეალობა" - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გწვევთ ღია გაკვეთილზე “ციფრული რეალობა”

ციფრული რეალობა.digital reality

ტექნოლოგიები დრამატულად ცვლის ცხოვრების პირობებს, მოცემული დრამატულად ცვლადი სასწავლო გარემოებების ფონზე აკადემიურ სწავლების პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ იმ უნარების განვითარება, რომლებსაც თანამედროვე გარემო მოითხოვს მათგან… ტექნოლოგიებმა შეცვალა სწავლება-სწავლის არსი, იმ გაგებით, რომ წინათ მთავარი აქცენტი ინფორმაციის დამახსოვრებაზე დაისმოდა, ვინაიდან ინფორმაციის გადამტანები ადამიანები იყვნენ. დღეს ინფორმაციის დამახსოვრება აღარ გვჭირდება, რადგან ამას ჩვენზე უკეთ ტექნოლოგიები აკეთებს. ინფორმაცია შეგვიძლია შევინახოთ კომპიუტერში, ღრუბლოვან საცავში და ა.შ. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ზღვა ინფორმაციაში ეფექტური ნავიგაცია, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება, ახალი ინფორმაციის შექმნა და გაზიარება. ეს თავისთავად მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებს, ასევე – სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნას, მათთან სწრაფი ადაპტაციის უნარს. ვცდილობთ ყოველი ღონისძიება ჩვენს მოსწავლეებს იმ უნარებს უვითარებდეს, რომლებსაც მათგან თანამედროვე გარემო მოითხოვს. ამასთან, დეტალურად გავდივართ საერთაშორისო ტენდენციებს, სიტყვა Advertising (რეკლამირება) დღეს სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, რადგან საოცრად განვითარდა ციფრული მედია, რომელმაც სარეკლამო შესაძლებლობს ახალი, განსხვავებული შესაძლებლობები შეუქმნა. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში seo, adwords, sem, development, online marketing და youtube ad მარკეტერების ყოველდღიური პროფესიული ტერმინებია, საქართველოში ამ მიმაართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიება სწორედ ამ თემაზე ჩავატაროთ თქვენთვის, გვაქვს თქვენგან მაღალი ჩართულობის იმედი და მოლოდინი ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მომავალი მარკეტერებისთვის და პიარ მენეჯერებისთვის, ყველასთვის ვისაც სურს მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტების შესახებ, წარმატებული კამპანიების დასაგეგმად, ბიზნესის თუ სტარტაპის მფლობელებისთვის, ვისაც სურთ გაიზიარონ წამყვანი სპეციალისტების საერთაშორისო გამოცდილება ციფრული სტრატეგიის დასაგეგმად, ან თუნდაც სტუდენტისთვის, ვისაც აინტერესებთ ეს სფერო და დგამს პირველ ნაბიჯებს. შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ციფრული სამყაროსა და ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების შესახებ, შეაფასოთ და დასახოთ თქვენი ციფრული სტრატეგია, მიიღოთ პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, მოუსმინოთ და ინტერაქციაში შეხვიდეთ ჩვენს სპიკერთან…

გიწვევთ გწვევთ ღონისძიებაზე “ციფრული რეალობა”

ღონისძიებაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.

 

ღონისძიება გაიმართება 21 ნოემბერს, 20:00 საათზე

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.

დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. 

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები