; გიწვევთ ღონისძიებაზე "ანტიჰაკერი" - IT Academy STEP Tbilisi გიწვევთ ღონისძიებაზე "ანტიჰაკერი" - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გიწვევთ ღონისძიებაზე “ანტიჰაკერი”

ანტიჰაკერი.antihack

 

კიბერუსაფრთხოება დღეს ნამდვილად აქტუალური საკითხია, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის (ანტიჰაკერის) მთავარი ამოცანაა ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდება, მათი გამართულად მუშაობის, მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სერვერის 1 წუთიანი გათიშვაც კი დანაკარგს იწვევს, რომლის ოდენობაც კომპანიის მაშტაბებზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოება ყოველთვის მოთხოვნადია, რაც ხსენებულ სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით გამოიხატება ჰაკერი, რომელიც მარტივად ტეხავს ბანკების, სამხედრო ბაზების, ძლიერი ლაზერული იარაღის მქონე თანამგზავრების და უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდების დაცვითი სისტემების გამტეხი – ამერიკული ბოევიკების გამორჩეული გმირია. თუმცა, ისინი რეალურად არსებობენ და მათ შესაჩერებლად ჩვენს ქვეყანაშიც კი იხარჯება მილიონობით დოლარი… რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში მათი გავლენები ნაკლებია და ყველაფერი ცოტათი სხვანაირადაა, თუმცა, კიბერ სამყარო არსებობს და ის ძალზე მიმზიდველია, ბევრს სურს შეისწავლოს კომპიუტერული ტექნიკა, იდეალურად იცოდეს ქსელების მუშაობის პრინციპები, ინტერნეტი, მათი სუსტი ადგილები. ასეთი ცოდნის გამოყენება შეიძლება არამარტო უარყოფითი განზრახვებისათვის, არამედ ქსელური დაცვის გასაუმჯობესებლად და მათი პროგრამებისა და მონაცემების განსათავსებლად. იმისათვის, რომ გახდეთ ანტიჰაკერი, არ არის საჭირო ზებუნებრივი შესაძლებლობები. ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს მიდრეკილება პროგრამირებისკენ და ტექნიკური აზროვნების უნარი (ჰუმანიტარული აზროვნების მქონესათვის ანტიჰაკერად გახდომა შედარებით რთული იქნება, რადგან თქვენ მათსავით უნდა იაზროვნოთ). ანტიჰაკერს მოეთხოვება: შეუპოვრობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, მოთმინება. იმპულსური ხასიათი არ შეეფერება რეალური ჰაკერების ჩავლების რთულ ოპერაციას. ასევე, “გამოყენებითი მათემატიკა”, მოცემული პუნქტი აუცილებელია სასურველია იმ ლიტერატურის მოძებნა და ყურადღებით შესწავლა, რომელიც შეეხება ოპერაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელების (tcpip, dns), დაცვითი სისტემების საკითხებს. ამასთან ერთად კიბერუსაფრთხოებითი განათლების აუცილებელი ელემენტია კრიპტოგრაფიული თეორია, შექმნის პრაქტიკა და კრიპტოგრაფიული სისტემების ფუნქციონირების ცოდნა. საჭიროა დაშიფვრის მათემატიკური მოდელის შესანიშნავი ცოდნა, შიფრებისა და შიფროსისტემების შექმნის პრაქტიკა. აგრეთვე, დაშიფვრის აპარატურის ფუნქციონირების და კრიპტოგრაფიის პროგრამულ-აპარატული რეალიზაციის ალგორითმების საწყისები, რაც ასევე წარმოადგენს განათლების აუცილებელ ელემენტს.

გიწვევთ გწვევთ ღონისძიებაზე “ანტიჰაკერი”, სადაც ამ და სხვა საინტერესო საკითხს გავივლით ერთად

ღონისძიებაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.

 

ღონისძიება გაიმართება 19 ნოემბერს, 13:00 საათზე

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.

დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. 

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები