; დამწყებთა სახელმძღვანელო: როგორ გავხდეთ ბლოქჩეინის დეველოპერი - IT Academy STEP Tbilisi დამწყებთა სახელმძღვანელო: როგორ გავხდეთ ბლოქჩეინის დეველოპერი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

დამწყებთა სახელმძღვანელო: როგორ გავხდეთ ბლოქჩეინის დეველოპერი

ბლოქჩეინი არის მონაცემების მუდმივი ჩაწერის დროში ფიქსირებული სერია, რომელსაც მართავს კომპიუტერების ჯგუფი. ეს ჯგუფი არ ეკუთვნის ერთ ორგანიზაციას ან ცენტრალურ ორგანოს, რადგან ეს არის უცვლელი და გაზიარებული მთავარი სახელმძღვანელო. მასში მოთავსებული ინფორმაცია ხალხისთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის გახსნილია. თითოეული ამ ბლოკის მონაცემები დაცულია და ერთმანეთთან არის დაკავშირებული კრიპტოგრაფიული პრინციპების გამოყენებით (იგივე ჩეინების).

გასული ათწლეული უდიდესი პერიოდი იყო აღნიშნული დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების განვითარებისთვის, მაგრამ ბლოქჩეინმა საჯარო ყურადღება მიიპყრო მაშინ, როცა Satoshi Nakamoto-მ ბითკოინი შემოიტანა.

ბლოკჩეინმა ბევრი კონცეფცია შეცვალა, მაგალითად, ციფრული პირადობების შეცვლა, მიწოდების ჯაჭვების მონიტორინგი, ძვირფასეულობის თვალთვალი და ა.შ. ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა IBM და Samsung-ი მჭიდროდ მუშაობენ ბლოკჩეინთან, რადგან მან შეიძლება ტექნოლოგიური ინოვაციების მომავალი ტალღა შექმნას.

საკვირველი ნამდვილად არ იქნება თუ ეს ტექნოლოგია მომავალში განვითარდება და გაიზრდება. Linkedin-ის მიხედვით ბლოკჩეინის განვითარება არის ერთერთი ყველაზე განვითარებადი სამუშაო ადგილი 2018 წელს, რომლის ზრდაც მოსალოდნელია 33-ჯერ. თუმცა, თუ დაწყებას გეგმავთ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ საიდან დაიწყოთ, შევეცდებით დაგეხმაროთ.

დღეს ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გაგესაუბრებით, რომელთა სწავლაც აუცილებლად დაგჭირდებათ თუ გსურთ გახდეთ ბლოკჩეინის დეველოპერი. ამ სტატიით სურვილი მაქვს მიზანი დავუსახო დამწყებებს, მაგრამ თუ გამოცდილება უკვე გაქვთ, არ დაიზაროთ და ქვემოთ მოცემულ კომენტარების გრაფაში აუცილებლად გაგვიზიარეთ.

საკითხები რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლოთ თუ გსურთ გამოხვიდეთ ბლოკჩეინის დეველოპერი.

1. მონაცემთა სტრუქტურები

პირველი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ბლოკჩეინის დეველოპერი გახდეთ არის მონაცემთა სტრუქტურების სერიოზული ცოდნა. ბლოკჩეინი საკმაოდ რთულია. დღემდე ალბათ მხოლოდ ცხრილებთან გქონდათ კავშირი. მაგრამ აქ, განაწილებული ჩანაწერები განმეორებითი მონაცემთა ბაზების მსგავსია, რომელიც ინფორმაციას ბლოკებში ინახავს. ეს ბლოკები დაცულია ძლიერი კრიპტოგრაფიული მეთოდით, იმისთვის რომ მათი მთლიანობა უზრუნველყოფილი დარჩეს ახალი ბლოკის დამატების დროს.

ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ მონაცემთა სტრუქტურების შესაბამისი ცოდნა, მაგალითად დაკავშირებული სიები, ბინარული საძიებო ხეები, გრაფიკები და ა.შ. კარგი იქნება თუ მონაცემთა სტრუქტურებს თქვენს საყვარელ ენასთან ერთად, მაგალითად, პითონი, ჯავა, C++ და ა.შ. ისწავლით.

2. განაწილებული სისტემები და ქსელები

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კვების წყარო არის დაკავშირებული კომპიუტერები. ამიტომ განაწილებული ჩანაწერების, უსერვერო ქსელების, ტექნოლოგიების და როუტინგის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბლოკჩეინი იყენებს Byzantine fault-tolerant consensus (შეცდომების მიუხედავად რომ აგრძელებს მუშაობას ისეთ კონსენსუსს) უწყვეტი ჩანაწერისთვის და მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის. ის არის ბლოკჩეინის მთავარი დამცავი მახასიათებელი. და ბოლოს, ყველაფრის ცოდნა საჭირო არ არის, განაწილებული სისტემების გაგება მთავარი ნაწილია.

3. კრიპტოგრაფია

კრიპტოგრაფია არის ის, რაც კრიპტო ვალუტას ამუშავებს. ის ბლოკჩეინის საფუძველია. მაგალითისთვის ბითკოინი რომ ავიღოთ, ის იყენებს სახალხო ძირითად კრიპტოგრაფიას ციფრული ხელმოწერების და ძირითადი ფუნქციების შესაქმნელად. თუ გსურთ გახდეთ ბლოკჩეინის დეველოპერი, მათემატიკაში ძალიან ძლიერი უნდა იყოთ.

შემდეგ შეგიძლიათ ისწავლოთ დამოწმებული დაშიფვრა, შეტყობინების მთლიანობა, ბლოკის შიფრი და ძირითადი ფუნქციები. არსებობს ბლოკჩეინის კრიპტოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. და ბოლოს, ის მათემატიკის ცოდნას არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლოთ RSA (Rivest-Shamir-Adleman) და ECDSA (elliptic curve cryptography).

4. კრიპტონომიკა

როგორც იცით კრიპტო ვალუტას ცენტრალიზებული ბანკები არ აქვს, რომლებიც აკონტროლებენ ფულად უზრუნველყოფას ან ადასტურებენ ტრანზაქციებს. ამიტომ კრიპტო კომპანიებზე ქვითრის შესანახად აუცილებლად უნდა გესმოდეთ მათ გარშემო არსებული ეკონომიკა.

თავდაპირველად დაგჭირდებათ თამაშის თეორიის, სავალუტო შეფასების და კრიპტო ვალუტის სხვადასხვა ფულადი პოლიტიკის გაგება. შეგიძლიათ წაიკითხოთ ბლოკჩეინის ბიზნესთან დაკავშირებული შემდეგი წიგნები: The Business Blockchain: Promise, Practice and Application of the Next Internet Technology, Blockchain: Blueprint for the New Economy და ა.შ.

5. ჭკვიანი ხელშეკრულებები

ჭკვიანი ხელშეკრულება არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ბლოკჩეინზე მას შემდეგ რაც ტრანზაქცია დასრულდება. სხვა სასამართლო სისტემებისგან განსხვავებით, ადვოკატს არ სჭირდება ტრანზაქციის გაკონტროლება. ჭკვიანი ხელშეკრულებები ავტომატურად და მიუკერძოებლად ასრულებენ ბლოკჩეინის შესაძლებლობების ზრდას.

ფაქტი ის არის, რომ ამჟამად ბევრმა დეველოპერმა არ იცის ან არ შეუძლია ჭკვიანი ხელშეკრულებების სწორი აუდიტის გაკეთება. რადგან ჭკვიანი ხელშეკრულებები უფრო და უფრო რთული ხდება, აუცილებლად დაგჭირდებათ ყველა ნიუანსის ცოდნა თუ როგორ სრულდება ჭკვიანი ხელშეკრულებები და როგორ იმუშავებს ისინი.

დასასრულს

ეს არის რისი გადმოცემაც ამ სტატიით გვსურდა. იმედი გვაქვს რაც გჭირდებათ იმ საკითხებზე გარკვეული წარმოდგენები შეგექმნათ იმისთვის, რომ გახდეთ ბლოკჩეინის დეველოპერი.  გახსოვდეთ, რომ ეს საკმაოდ ახალი ტექნოლოგიაა და მხარდაჭერის საკმარისი ფორუმები არ აქვს. დაიწყეთ სწავლა, დასვით შეკითხვები, გაარკვიეთ ბუნდოვანი საკითხები და მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშს. დღესვე თუ დაიწყებთ სწავლას, დახელოვნებული ბლოკჩეინ დეველოპერი გახდებით მომავალში და შეძლებთ საკმაოდ კარგ შესაძლებლობების მოპოვებას.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები