; დიზაინერული გამოფენები გვეპატიჟებიან ჩვენი ხედვების გადასაფასებლად - IT Academy STEP Tbilisi დიზაინერული გამოფენები გვეპატიჟებიან ჩვენი ხედვების გადასაფასებლად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

დიზაინერული გამოფენები გვეპატიჟებიან ჩვენი ხედვების გადასაფასებლად

„რას ნიშნავს დღეს კარგი დიზაინი?“ ეს ის შეკითხვაა, რომლითაც MoMA-ს ბოლო გამოფენა გაიხსნა, კარგი დიზაინის ფასი. ეს თემა აქტუალური ხდება, როცა ადამიანი ათვალიერებს კარგი დიზაინით შექმნილი, შუა საუკუნის პროდუქტების მდიდრულ ვიტრინებს, საყოფაცხოვრებო საქონელს და ავეჯს, ასევე გრაფიკასა და ელექტრონიკას. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1930-იანი წლებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც ეს გამოფენა გაკეთდა, ამ კითხვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თავდაპირველად, MoMA-ს კარგი დიზაინის ინიციატივა იყო საშუალება კულტურული ინსტიტუტებისთვის პროგრესისა და ინდუსტრიის დადებითი გზავნილის გაყიდვა შემუშავებული ობიექტების მეშვეობით.

ეს კითხვა ასევე ეხმიანება ჯონ მაედას დიზაინს 2019 წლის Tech Report-ის წაკითხვისას და მის უეცარ უთანხმოებას დიზაინით წამყვან კომპანიებთან. მაედა ვარაუდობს, რომ დიზაინერები კომუნიკაციის ექსკლუზიური და მიუწვდომელი ფორმების შექმნის რისკის ქვეშ არიან, უფრო მეტად თავიანთი დიზაინის ვიზუალურ ასპექტზე არიან ფოკუსირებული, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც ურთოერთქმედებას მათ პროდუქტებზე დაამყარებენ. იგი თვლის, რომ მათ აქვთ მიუწვდომელი გაგება იმის, თუ როგორია კარგი დიზაინი, რომელიც პრივილეგირებულ ისტორიასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მაედა მიგვანიშნებს, რომ დიზაინის ლიდერობამ შესაძლოა სხვა დისციპლინების გაუცხოება გამოიწვიოს, როცა ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, ისეთ რამეზე, რასაც ის პრობლემატურად მიიჩნევს ბიზნეს გარემოში.

რეტროსპექტივა ცხოვრებისთვის

მიკრო ორგანიზებული ხედვები დახვეწილ ვიზუალებზე უფრო მეტად ორიენტირებულია, ვიდრე რამე ღრმა და ადამიანურ კომუნიკაციებზე. მაგალითად მოგიყვანთ ჩარლზ და რეი ეიმსის ფილმს Glimpse of the U.S.A. ეს ფილმი 1959 წელს შეიქმნა და ამერიკის უტოპიურ პერსპექტივას ასახავს. იგი ასახავს ვინიეტებს (მოკლე ეპიზოდებს) ამერიკული ცხოვრებიდან: ხალხის ცეკვას, ბეისბოლის თამაშებს, საცხენოსნო რბოლებს, სანაპიროებს, ეკლესიის მიმდევრებს, ბავშვების თამაშს და ადამიანთა ყოველდღიურ სცენებს, როცა ისინი ნაყინს მიირთმევენ.

გამოსახულებები დოკუმენტურ სტილშია გადაღებული, ბუნებრივ გარემოში არსებული ნივთებით, რომლებიც მოსაწყენი საქმიანობით არიან დაკავებული და იშვიათად ამჩნევენ, რომ მათ ფილმში იღებენ. როგორც მაყურებელი, ჩვენ შორიდან ვუყურებთ მათ და National Geographic-ის ნიშნებს ვხედავთ.

ბუნების დოკუმენტური ფოლმებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ საგნის რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი გარემო აჩვენონ, ეს გამოსახულებები მჭიდროდ არის დაჭრილი, ამერიკული წინსვლისა და ბედნიერი ცხოვრების იმიჯის აღსანიშნავად და გადმოსაცემად, რომელიც მხოლოდ მასობრივი მომხმარებლობით მიიღწევა.

პოპ არტ მეთოდების მითითებით, ეს გამოსახულებები შვიდ ეკრანზე მეორდება, რომელიც, როგორც ვიდეო ჩანაწერი, ამ სურათებს მარტივად და ფართოდ გადასცემს მასებს. ამ ნაშრომში ვერ ვხედავთ არეულობას, ქაოსს, მწუხარებას ან ტკივილს, რომელიც იმ ამერიკელები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. დღეს, ამ ნამუშევრის ნახვისას, მისი ჩვენდამი გზავნილი, თუნდაც ზედაპირულად, არის, რომ ამერიკული ოცნება არის წარმატებული, ბედნიერი ცხოვრება და კარგი დიზაინის და ინდუსტრიის შედეგი. ზედაპირის ქვეშ, იგი სტერილური და არარეალურია.

დიზაინის შექმნა ადამიანებისთვის

„ესთეტიკური მაღალი ხუთეულების მიკრო ორგანიზმი“, რომელიც მადეამ აღწერა, სტანდარტული გახდა ციფრულ ეპოქაში. პროდუქტებსა და მომსახურებებში გლუვ, მაღალი ხარისხის და ურთიერთმოქმედების უღიმღამო დონეებს ვხვდებით. ალგორითმები და მანქანათმცოდნეობა ჩვენი შემდეგი ნაბიჯების პროგნოზირებასა და მოლოდინში დაგვეხმარება, ამიტომ ფიქრი არარ გვჭირდება. გაგიკვირდებათ და დაფიქრდებით, საერთოდ გვიწევს თუ არა არჩევანის გაკეთება. როცა დიზაინერები ყველაფერს წარმოუდგენელ ბზინვარებას ანიჭებენ, ადამიანური ფაქტორების დანახვა უფრო რთული ხდება.

ანალოგიური შემთხვევა, Good Design-ის გამოფენის შუაგულში მოთავსებული იაპონური მიცუბიშის პლაკატი გვიჩვენებს ქალს, რომელსაც აცვია კაშკაშა ნარინჯისფერი კაბა, Mitsubishi-ს სრიალა და დახვეწილ საკერავ მანქანას უზის. მისი სახე ფუნჯის ნაზი მოძრაობებით არის შექმნილი, რომელიც განსხვავდება საკერავი მანქანის მკაფიო ხაზებისგან და გლუვი ფორმებისგან. ამ ორს შორის ურთიერთმოქმედება არის საინტერესო: მისი ხელები და ტანი დაკავშირებულია მანქანასთან, ამავდროულად ისინი გადმოცემულია სუფთა, გლუვი სტილით. მიცუბიშის ლოგო კუთხეში საკერავი მანქანის სიდიდის არის და აძლიერებს გზავნილს, რომ ეს არის მიცუბიშის რეკლამა, რაც მნახველს არ უნდა დაავიწყდეს.

ინდუსტრიალიზაციის და მექანიზაციის გავლენა ასევე აშკარაა ტექსტილში. ამასთან, პლაკატისა და ვიდეოსგან განსხვავებით, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში არის ნაჩვენები, Lucienne Day’s ტექსტილის ნაწარმი გულისხმობს საშინაო სივრცის დაკავებას, რაც მის ნაწარმში კარგი დიზაინის ეთოსის შექმნას ბევრად უფრო ჩვეულებრივს და პირადს გახდის. გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ორი ნამუშევარი, Spectators (1953) და Mezzanine (1958), რომელიც ნაჩვენებია, როგორც დაბეჭდილი, ჩამოკიდებული ქსოვილის გრძელი ნაწილები, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავდაპირველად ავეჯისთვის იყენებდნენ. ქსოვილები დაფარულია ფერადი დიდი ზომის აბსტრაქტუი ფორმებით.

Spectators-ი ჰუმანოიდური ფორმების ვერტიკალური კომპოზიციაა, რომელიც მიუთითებს თავს, ტანს და ფეხებს. Mezzanine-ში გამოხატულია სამი სვეტი, რომლებიც ჰორიზონტალური ყუთებით არის შედგენილი და ერთმანეთთან დაკავშირებულია დახაზული ხაზებით. Spectators-ში ფორმის კიდეები გლუვია, ხოლო Mezzanine-ის ყუთებს აქვს რბილი, ბუმბულის ფაქტურა, თითქოს მშრალი ფუნჯით დახატეს. ორივე ნამუშევრის ნიმუშები მძაფრად მიუთითებს ტიპიურ Bauhaus კომპოზიციაზე, იყენებს ქსელის სტრუქტურას და ობიექტების რიტმულ განთავსებას. გლუვად გამოხატულ ფორმებზე ნაჩვენებია უწესრიგოდ, ხელით დახატული ორნამენტები. თუმცა, ეს ორნამენტები ბევრად უფრო სახალისოა. ისინი მისწრაფებას და პოზიტიური აზროვნების შეგრძნებას გამოხატავს.

კოპირება, ჩასმა, დიზაინი, გამეორება

ესთეტიური თვალსაზრისით, გამოფენაზე არსებული ნამუშევრები შეიძლება დავახასიათოთ როგორც გლუვი, ნაზი, გაწონასწორებული, მომრგვალებული, მტკიცე და ფუნქციონალური. ამასთან, ესთეტიკის მიღმა, იგი გვიჩვენებს Bauhaus ფორმის ფილოსოფიის კომბინაციის ძალას Pop Art-ის მასობრივი წარმოების ფუნქციასთან ერთად, რომლის შედეგად წარმოიქმნება ის პროდუქტები, რომლებიც ახდენს ფუნქციის, მნიშვნელობის და გარეგნობის ოპტიმიზაციას როგორც მომხმარებლისთვის, ისე მწარმოებლისთვის. ეს ფასეულობები გავრცელდა მსოფლიოს კულტურული ინსტიტუტებისა და მთავრობების მიერ, რათა პოზიტიური აურა გამოაჩინონ ინდუსტრიალიზაციიდან. მათი გავლენა იმდენად პერსპექტიული ჩანაფიქრი იყო, რომ იგი აღწერეს, როგორც ყოვლისმომცველი.

დღეს კარგი დიზაინი არის სტანდარტული გამოცდილება ციფრულ სამყაროში. ვებ გვერდები, კერძოდ, ხშირად იყენებენ UX ევრისტიკას და სტანდარტიზებულ UI კომპონენტებს. რადგან ყოველ შემდეგ საიტზე მსგავს გამოცდილებას მოველით, ვებ გამოცდილება უფრო ჰომოგენური ხდება. ეს არის კოპირების, ჩასმის და გამეორების სისტემა, Pop Art-ის მსგავსად. მაგრამ ქილებისგან განსხვავებით, საიტი არის პროდუქტი.

როგორც დიზაინერებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეს მოლოდინი შევცვალოთ. ჩვენ ხელახლა უნდა წარმოვიდგინოთ „კარგი დიზაინის“ მომავალი ულამაზესი ვიზუალების მიღმა ან რისკის ქვეშ დავაყენებთ ვებ გვერდების მასობრივი წარმოებას. იმის გათვალისწინებით, რომ დიზაინერის ტენდენციაა შექმნას „ესთეტიკური აღტაცების მიკრო სამყარო,“ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აღვნიშნოთ ჰუმანურობა – არეულობა, შეცდომები და გრძნობები.

დავუბრუნდეთ მიცუბიშის პლაკატს, ქალი, რომელსაც თმის სახვევები უკეთია, საკერავ მანქანისკენ გადახრილი ზის. წარმოიდგინეთ მისი სიტუაციის წინა ისტორია: ის ჩქარობს იმ კაბის შეკერვას, რომელიც სადილად უნდა ჩაიცვას? შვილების ტანსაცმელს ხომ არ კერავს, რომ სკოლაში წასვლამდე მოუსწროს? პლაკატს საკერავი მანქანის რეკლამაზე უფრო მეტი დატვირთვა აქვს; ის ხდება გამდიდრებული ამბავი ჩვენსა და ტექნოლოგიასთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები