; დიზაინის ინდუსტრიის 5 ტრენდი სტუდენტთათვის - IT Academy STEP Tbilisi დიზაინის ინდუსტრიის 5 ტრენდი სტუდენტთათვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

დიზაინის ინდუსტრიის 5 ტრენდი სტუდენტთათვის

გვინდა მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია, უკვდავი, კრეატიული პროფესიის შესახებ, ის რაც მასწავლებელს თქვენთვის არ უსწავლებიათ

დიზაინის კურსდამთავრებულები ჩივიან, რომ მათ მიერ გავლილი დიზაინის კურსი დროს ცოტათი ჩამორჩება. ეს სრულიად არ არის გასაკვირი. პრაქტიკული თვალსაზრისით, მუშაობის დროს ყველაფრის თავის მოყრას გარკვეული დრო სჭირდება და როცა საქმე მის განახლებაზე მიდგება, უნივერსიტეტის ბიუროკრატიის სიჩქარეები ნელნელა შემცირდება.

სინამდვილეში ამაში ცუდი არაფერი არ არის. საბოლოო ჯამში იქ იმისთვის ხართ, რომ დიზაინის საფუძვლები ისწავლოთ. როცა პირველად დაიწყებთ მუშაობას, თქვენი კრეატიული დიზაინის დირექტორს ნაკლებად დააინტერესებს დეტალურად იცით თუ არა Adobe პროგრამული უზრუნველყოფა ვიდრე ის ფაქტი გესმით თუ არა კარგი კომპოზიციის საფუძვლები.

მაგრამ ნამდვილად ღირს დაეწიოთ რამდენიმე ახალ ტრენდს, რომელსაც ამ პერიოდში გვერდი აუარეთ. ამ პოსტში წარმოგიდგენთ დიზაინის ინდუსტრიის 5 ტრენდს.

  1. დიზაინი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება

კარგი ამბით დავიწყებთ: დიზაინის შესასწავლად კარგი დრო გაქვთ შერჩეული. რადგან ახლა ეს ფართო ბიზნეს მიზნების მხოლოდ ქვედანაყოფი არ არის, ის უფრო მეტად მათი წინამძღოლია.

„ამაღელვებელი პერიოდია“, განაცხადა დეივიდ თერნერმა, კომპანია თერნერ დაქვერთის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ახლახანს გადავიდა ლონდონში, უფრო დიდ ოფისში, მან ნიუ იორკშიც გააფართოვა ბიზნესი. „ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ხდება დიზაინი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი სწრაფად ცვალებადი კომუნიკაციების სამყაროში. საუკეთესო დიზაინი უფრო და უფრო დაფასებული ხდება, როგორც ნამდვილი განმასხვავებელი ნიშანი“.

მოკლედ რომ ვთქვათ, დიზაინი აღარ არის მარკეტინგის არჩევითი, დამატებითი ნაწილი. ის არის ბიზნეს სტრატეგიის არსებითი ნაწილი, აცხადებს ნიკი სპრინცი, ustwo-ს მმართველი დირექტორი.

„კლიენტები გვთხოვენ რომ დავეხმაროთ მათ პროდუქტებისა და სერვისების ერთად მუშაობის გაცნობაში. უამრავი კომპანია განიცდის ციფრულ ტრანსფორმაციას, ჩვენ მათთან ვპარტნიორობთ და ამ პროცესს ვუმარტივებთ“.

Ustwo-ს მუშაობა თანაავტორთან ერთად, ამის კარგი მაგალითია, რომელმაც სთხოვა თანაავტორს  დახმარებოდა საკვების ბიზნესის ეფექტურობაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. „ასეთი დიდი სტრატეგიული გამოწვევები ძალიან ამაღელვებელია და მათ გააჩნიათ პოტენციალი მასიური განსხვავება შეიტანონ ჩვენი კლიენტების ბიზნესში, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლებური გზებით ვმუშაობთ ახალ სივრცეში, რასაც ზოგჯერ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოვყავართ “.

ამას სავარაუდოდ დიდი გავლენა არ ექნება თქვენს პირველ სამსახურზე დიზაინის სფეროში. იცოდეთ რომ თქვენი დროის უმეტესობა ჩვეულებრივ ამოცანებზე დაიხარჯება, ისეთებზე როგორიცაა ფერების კორექცია და გამოსახულების დასაბეჭდად მომზადება.

მაგრამ უფრო ფართო გაგებით, ტრენდი შესაძლებლობების გაფართოებას გულისხმობს როგორც სააგენტოების, ისე შიდა დიზაინის განყოფილების თვალსაზრისით. ასე რომ სანამ პირველივე სამუშაოს დაიწყებთ, სასურველია გაეცნოთ რა შემოთავაზებები არსებობს და გადაწყვიტოთ დასაქმება იქ, სადაც თქვენი უნარ-ჩვევების ყველაზე კარგად გამოყენებას შეძლებთ.

  1. ვებ-დიზაინის საფუძვლები განადგურებულია

თუ ვებ დიზაინი გისწავლიათ, აუცილებლად გაივლიდით მის საფუძვლებს. გეცოდინებათ, რომ HTML კონტენტისთვის გამოიყენება, CSS – მოდელირებისთვის და JavaScript ანიმაციისა და ურთიერთმოქმედებისთვის.

მაგრამ რაც არ გვიხსენებია არის ის, რომ არსებობს ახალი მზარდი მოძრაობა ყველაფრის სხვანაირად გასაკეთებლად. მაგალითად, თქვენი დოკუმენტების მოდელირება უშუალოდ JavaScript-ში.

საზოგადოების მხრიდან რეაგირების გამო ეს პრაქტიკა საკამათოა. მაგრამ მრავალჯერადი გამოყენების კომპონენტების შექმნის აქცენტით, ის გვპირდება, რომ ვებ დიზაინერების დიდ დროს დაზოგავს, რასაც ისინი „საჭის ხელახლა გამოგონებაში ხარჯავდნენ“. ამიტომ ეს შეიძლება დადგენილი პრაქტიკა გახდეს ახლო მომავალში.

არაფერი არ არის არასწორი იმ მეთოდებში, რასაც მასწავლებლები გასწავლიდნენ. მაგრამ სასურველია ახალ ტრენდსაც გადახედოთ.

  1. დისციპლინების შერწყმა და ხელახლა გადაჯგუფება ხდება

არის თუ არა თქვენი დიზაინის კურსი სპეციალიზირებული კონკრეტულ დისციპლინაზე? მიიჩნევთ თუ არა თქვენს თავს გრაფიკულ დიზაინერად, ვებ დიზაინერად, მოძრაობის დიზაინერად, UX დიზაინერ ანიმატორად ან 3D მხატვრად?

თუ ასეა, ეს ცუდი არ არის. დამსაქმებლებს მოსწონთ ისეთი აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ მკაფიო წარმოდგენა, თუ სად არის მათი ინტერესები და რისი მიღწევა სურთ. მაგრამ იცოდეთ, რომ დიზაინში ყველას არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული როლი. ფაქტიურად, ხშირ შემთხვევებში, სხვადასხვა დისციპლინებს შორის საზღვრები უფრო და უფრო ფოროვანი ხდება.

ეს ნაწილობრივ ახალი ტექნიკის გამოა. მაგალითად, სამყაროში, სადაც ჟურნალების გარეკანს და სარეკლამო კამპანიებს iPhone-ით იღებენ, ის აზრი, რომ თქვენ არ ხართ „ნამდვილი ფოტოგრაფი“ თუ არ გაქვთ ძვირადღირებული აპარატურა, სწრაფად ქრება.

ეს პროგრამული უზრუნველყოფის ევოლუციაზეც არის დამოკიდებული. ახლა თუ ვინმე გაწევრიანდება Adobe-ის Creative Cloud-ში, წვდომა არა მხოლოდ ფოტოშოპზე და ილუსტრატორზე ექნება, არამედ ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა After Effects და Premier Pro. საერთო თვისებები და ინტერფეისი მთელ კომპლექტში ასეთი ახალი უნარ-ჩვევების შერჩევას სწრაფს და ადვილს ხდის.

ეს ტრენდი სტუდენტებისთვის კარგი ახალი ამბავია. რადგან დროთა განმავლობაში უფრო თავისუფლად შეძლებთ სურვილის მიხედვით, ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანოთ საკუთარი კრეატიული განვითარება და არ შემოიფარგლოთ ერთი შეუცვლელი მიმართულებით, იმ მომენტში, როცა პირველ სამსახურს დაიწყებთ.

  1. სოციალური მედია უფრო ცენტრალიზებულია

ადრე დამსაქმებლები დროულად პასუხობდნენ სპეკულაციურ წერილებს და ამოწმებდნენ პორთფელებს. ახლა მათ ამის გაკეთება აღარ სჭირდებათ. იმიტომ, რომ მათი აზრით პერსპექტიულ კურსდამთავრებულებს კარგი სამუშაო სასწაულებრივად უჩნდებათ სოციალური მედიის გაზიარების საშუალებით.

თუ არ გააზიარებთ სამუშაოს, რომლითაც ძალიან ამაყობთ (იქნება ეს თავისუფალი სამუშაო, კოლეჯის დავალებები თუ პირადი პროექტები) სოციალურ პლათფორმაზე, მაგალითად Instagram-ზე, Twitter-ზე, Behance-ზე, Dribbble-ზე ან Artstation-ზე, თქვენ მას ხელიდან გაუშვებთ.

ჩვენ არ ვართ სოციალური მედიის დომინირების ეტაპზე, რასაც სხვა კრეატიულმა ინდუსტრიებმა მიაღწიეს – ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. მაგალითად, დღეს თუ მოდელი ხართ, არც ერთი სამოდელო სააგენტო ინტერვიუზე არ დაგთანხმდებათ თუ სულ მცირე 10K მიმდევარი არ გყავთ ინსტაგრამზე. კურსდამთავრებულ დიზაინერს არ სჭირდება ათასობით მიმდევარის ყოლა, მაგრამ თუ თქვენი სამუშაო არ არის სოციალურ ქსელში, ამან შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იმოქმედოს.

როგორც იტყვიან, ნუ ეცდებით გააკეთოთ ძალიან ბევრი. თუ სხვადასხვა სოციალური მედიის ყველა პლათფორმას აითვისებთ, ცუდ რამეს გააკეთებთ. უმჯობესია არჩიოთ ერთი სოციალური პლათფორმა, რომელიც თქვენთვის არის მორგებული და მთელი თქვენი ენერგია და ყურადღება მისკენ მიმართოთ.

  1. ინდუსტრია ვრცელდება

გიფიქრიათ იმაზე, რომ უნდა წახვიდეთ ლონდონში, ნიუ იორკში, პარიზში ან ტოკიოში დიზაინის განხრით სამუშაოს მოსაძებნად? ეს ალბათ არ დაგაზიანებთ. მაგრამ ისეთმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა მაღალ სიჩქარიანი ბროდბენდი, მსოფლიოს საზღვრები მნიშვნელოვნად შეამცირა და დიზაინის ინდუსტრიაც შესაბამისად მსოფლიოში მიმოიფანტა ბოლო წლებში. ეს ის ტრენდია, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდება.

ახლა შეგიძლიათ უამრავი მნიშვნელოვანი დიზაინის სააგენტოები ნახოთ დედაქალაქებს გარეთ: მაგალითისთვის, ნახეთ მანჩესტერის შესანიშნავი სააგენტოების ჩამონათვალი. პატარა ქალაქებშიც კი შემოქმედებითი სააგენტოების, ვებ სტარტაპების, პრინტ შოპების, ანიმაციური სტუდიების და შიდა დიზაინის განყოფილებებსაც წააწყდებით თუ კარგად მოძებნით.

ამიტომ ვიდრე იფიქრებთ: „სად უნდა წავიდე სამუშაოს მოსაძებნად?“ უმჯობესია იფიქროთ: „სად მინდა ვიცხოვრო?“. წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ დიზაინი სწრაფად, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები