; ექსპერტების შედგენილი 10 ტენდენცია, დიზაინის მიმართულებით, 2020 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi ექსპერტების შედგენილი 10 ტენდენცია, დიზაინის მიმართულებით, 2020 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ექსპერტების შედგენილი 10 ტენდენცია, დიზაინის მიმართულებით, 2020 წლისთვის

მოხარული ვართ, რომ გვყავს დიზაინის უამრავი ცნობადი ექსპერტი, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს ინდუსტრიაში მომავალი ტენდენციების შესახებ. მთელი ამ სტატიის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ 10 პოტენციურ ტენდენციას, რომელიც 2020 წელს განხორციელდება

ახალი ტენდენციების აღმოჩენა სახალისო და შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო ახალი და ინოვაციური იდეებით აღავსოთ. მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც ტენდენციებს მიყვება, როგორც დიზაინერისთვის, გონივრული იქნება თქვენს ინდუსტრიში მიმდინარე ცვლილებების ცოდნა. ყოველ შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, მათ რამე უჩვეულო და მომხიბლავი სახე მისცეთ.

1 წესების დარღვევა მოძრაობის დიზაინით

მოძრაობის დიზაინი დროსთან ადაპტირდება და ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება. დიზაინერებმა შეძლეს შესაძლებლობების საზღვრების დადგენა. ისინი ექსპერიმენტებს ატარებენ ახალი ტენდენციებით, რომლებიც გვახალისებს, დაგვაფიქრებს ან რამეს გვაგრძნობინებს.

მოძრაობის დიზაინის საშუალებით თხრობა ნამდვილად იმოქმედებს 2020 წლის ტენდენციებზე, რაც ნამდვილი და უტყუარი გამოცდილებებისთვის საფუძველს შექმნის. ბრენდები ხვდებიან, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან უფრო ღრმა ურთიერთობები და გააღვიძონ ნამდვილი ემოციები, თხრობაში ინვესტიციის ჩადების გზით. მოძრაობის დიზაინი ამაზე შესანიშნავად არის მორგებული, ის იყენებს ანიმაციას და მოძრაობას და ამ გზით გაცნობთ ამბებს. როგორი სახეც არ უნდა ჰქონდეს მოძრაობის დიზაინს 2020 წელს, ერთი რამ აშკარად ცხადია: ის გააგრძელებს წესების დარღვევას, საზღვრების გაღრმავებას და უფრო გაბედული გახდება.

2 მინიმალური და ეკლექტიკური აკმაყოფილებს ფერებს, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება ეკრანზე.

გაცვეთილი ფრაზა „ნაკლები მეტია“ ბოლო წლების განმავლობაში დომინირებს დიზაინში. მოველით, რომ ეს ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდება, რადგან სუფთა, მოწესრიგებული ვიზუალი კიდევ უფრო საჭირო ხდება შინაარსის სანახავად მცირე ზომის ეკრანებზე, მაგალითად, სმართფონებზე და ტაბლეტებზე. პროექტები, რომლებიც ფერთან ერთად ჩნდება, მალე არ დამთავრდება.

ვინაიდან პოპ-კულტურა ნამდვილობისა და გამჭვირვალობისკენ უბიძგებს, დიზაინერებსაც მოუწევთ გახდნენ ნამდვილები. ილუსტრაციის სტილში მიღებული ცვლილებები აღნიშნავს ხელოვნებაში არსებულ ნაკლოვანებებს. ჩვენ უფრო მეტ პროექტებს ვნახავთ, რომლებიც გვიჩვენებს თავისუფალ სტილში შესრულებული მონახაზები, თამამი ფერები, ფუნჯის უნიკალური შესაძლებლობები და ორგანული ტექსტურები.

ეკლექტიკური ცვლილება დიზაინერებს აიძულებს შეწყვიტონ ხისტი, ბადეზე დაფუძნებული ფორმატების შქემნა და მათ უფრო ასიმეტრიული მიდგომისკენ უბიძგებს. ასე შეიქმნება დაუმუშავებელი, კინეტიკური მოძრაობის განცდა.

3 ღია კომპოზიციები

დაემშვიდობეთ ჩარჩოში მოქცევას და მიესალმეთ მუდმივ და უწყვეტ საბოლოო პროდუქტებს. ღია კომპოზიციები ხალხს აგრძნობინებს, რომ ისინი ხედავენ უფრო დიდი სურათის ერთ ლამაზ ნაწილს. ელემენტები გვერდზე მარტივად ჩნდებიან და ქრებიან და ისინი უსასრულობის ხედვას ქმნიან.

ღია კომპოზიციის ძალა არის მისი უნარი შეაღწიოს აუდორიის წარმოსახვაში და გააღვივოს ცნობისმოყვარეობა. ეს გაგაკვირვებთ და იკითხავთ, „კიდევ რა არის აქ?“

ამ ტენდენციის პირველ ნიშნებს ვებ დიზაინში ნახავთ, რადგან ის კარგად მოქმედებს ინტერაქტიული ციფრული გამოცდილების შეძენაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის გააფართოებს ბეწდვის პროექტებსაც.

ნიკოლაი ქვინდბჟერგი – Savage Studio-ს დამფუძნებელი და ხელოვნების დირექტორი

16 წლიანი გამოცდილებით, ნიკოლაი ქვინდბჟერგი არის ვების და გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ყურადღებით აკვირდება გრაფიკული დიზაინის ტენდენციებს. მან დააარსა თავისი კომპანია Savage Studio დანიაში, კოპენჰაგენში, იმ მისიით, რომ დაეხმაროს ბიზნესის განვითარებას, პროდუქტების გამოშვებას, დაამყაროს შინაარსიანი ურთიერთობები და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესბა ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში.

4 ანალიზის ინსტრუმენტი

ანალიზი არის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დიზაინის პროცესში. მოთხოვნები გაიზრდება ისეთ დიზაინერებზე, რომლებსაც ბრენდის მფლობელის მდგრადი განვითარების გამოწვევების შესახებ უფრო ფართო და უფრო მეტი ცოდნა ექნებათ და წარმოდგენა ექნებათ როგორ ჩართონ პროცესში გარემო და ეკონომიური ასპექტები. დიზაინერებისთვის გამოწვევა იქნება არა ის რომ მომხმარებელთა მოსაზრებებს დაეყრდნონ გარემოს საკითხების შესახებ, არამედ ის რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. მომხმარებლის ცოდნა და ცნობიერება ძალიან სწრაფად იზრდება. მოკლევადიანი გამოსავლის შექმნის ნაცვლად, დიზაინერებს მდგრადობის გამოთვლების რეალური ეფექტი უნდა ესმოდეთ. დიზაინერები მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ, მუდმივად საქმის კურსში უნდა იყვნენ ყველაფერში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, დაწყებული მდგრადი მასალებით და დამთავრებული დიზაინის გამოწვევებით კომუნიკაციის მდგრადობაში.

ამის მაგალითია შეფუთვის ინდუსტრია, სადაც მომხმარებელთა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის მდგრადი, არ არის ყველაზე მდგრადი შეფუთვის გამოსავალი – ეს ყველაზე ცუდი სცენარია, შეიძლება ეს ყველაზე ნაკლებად მდგრადი გამოსავალი აღმოჩნდეს. დიზაინერებმა უნდა გააცნობიერონ ის გამოწვევები და მოთხოვნები, რომლებსაც ბრენდის მფლობელები აწყდებიან, რათა შექმნან შესაბამისი, მნიშვნელოვანი და მდგრადი გამოსავალი. ეს ორივესთვის, როგორც დიზაინერებისთვის, ასევე ბრენდის მფლობელებისთვის დიდი გამოწვევაა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ბრენდის შექმნაში მომავალში.

5 E-კომერცია (ელექტრონული კომერცია)

ელექტრონული კომერცია უკვე ცვლის ჩვენს შეხედულებებს და დამოკიდებულებას ბრენდისა და პროდუქტების მიმართ. დიზაინის კომუნიკაცია ცვლის პირად შეხვედრას. ვებ გვერდის ინტერფეისი შეფუთვის დიზაინთან ერთად მოიცავს შესყიდვის მთელ გამოცდილებას, რომელიც ადრე შეიქმნა მაღაზიის გარემოს, ხმის, სუნის და პერსონალის მიერ პირადი ჩართულობის მეშვეობით. ეს საინტერესო გამოწვევაა, რომელსაც ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ მას დიზაინის პროცესის მოთხოვნებზეც აქვს დიდი მოლოდინები.

სარა ლარსონი – Brobygrafiska Utbildning-ის გრაფიკული დიზაინის ხელმძღვანელი

სარა ლარსონი არის დიზაინის განვითარებული პროფესიონალი სპეციალისტი შვედეთში, რომელსაც 12 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ამჟამად ის Brobygrafiska Utbildning-ში გრაფიკული დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელია – Brobygrafiska Utbildning-ი არის საგანმანათლებლო ცენტრი გრაფიკული ნაწილისთვის: გრაფიკული დიზაინი, შეფუთვის დიზაინი, ვებ, პრესპრესი და ფლექსოგრაფიული ბეჭდვა.

6 დიზაინის საზოგადოება

ვერ დავიჯერებ იმ ფაქტს, თითქოს ბევრი თვლიდა, რომ დიდი დიზაინი დღეს სასაქონლო პროდუქტი გახდებოდა მთელ მსოფლიოში. Dribble-მა ძალიან შეუწყო ხელი დიზაინის ასე განვითარებას, ძირითადად უკეთესობისკენ, მაგრამ ამ ყველაფერს ცუდიც ახლავს თან. იმის გამო, რომ დიზაინის მოძრაობები და ტენდენციები უფრო ხელმისაწვდომი ხდება, მან ასევე აჩვენა უგულებელყოფის ტენდენციებიც, სადაც ყველაფერი სხვა დიზაინერის ნამუშევრის ასლი ან რემიქსია.

ეს ასევე ის არის, სადაც მე ვხედავ შესაძლებლობას მართლაც საოცარი გამოცდილების განსავითარებლად, სადაც ურთიერთმოქმედება, დიზაინი და ტექნოლოგია პიკს მიაღწევს.ვებს ვუყურებთ თუ აპლიკაციას, აზროვნების აუცილებლობა დიზაინის მიღმა ღრმა მნიშვნელობის მახასიათებელია და ის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე პროდუქტების ან ხარისხის სერვისების აღქმა.

ასეთი ღრმა მიკრო ფუნქციები წარმატებებს მოუტანს ან დააზარალებს უმეტეს პროექტს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მომხმარებლებმა რაღაც უფრო მეტი მიიღონ თავიანთ გამოცდილებაში. ამის მიღწევა ბევრნაირად შეიძლება, მარტივი გზა იქნება მაშინ, როცა მომხმარებელს ვაცნობებთ, რომ მათი კურიერი 5 წუთში ადგილზე იქნება, თქვენ უნდა მოამზადოთ თქვენი საფულე და მაგიდა.ეს არის მარტივი სერვისის დამატება, რომელიც მომხმარებელს მისცემს გადაუდებელის შეგრძნებას დამატებით და რეალურ დროში საპასუხო რეაქციას.

ამ მიმართულებით ფიქრი ნებისმიერ ადამიანს კონკურენტებზე უპირატოსობას მოაპოვებინებს და უმეტესობა მსგავს ინდუსტრიებში იპოვის დიდ შთაგონებას, რომლებიც ეცდებიან შექმნან რთული ინოვაცია. მარტივი შინაარსობრივი მიკროფორმები არის ის მიმართულება, რომელსაც ვეძებდი ხარისხის საპოვნელად 2020 წელს.

ქენეთ ჯენსენი – frijec-ის დიზაინერი: დიზაინის დირექტორი და პარტნიორი Ajukreizi-ში.

ქენეთი 10 წელზე მეტია დანიაში, კოპენჰაგენში ციფრულ დიზაინზე მუშაობს სრული დატვირთვით. მისი მთავარი ყურადღება გამახვილებულია ტექნოლოგიაში ვიზუალურად დაბალანსებულ დიზაინზე, რთული გამოწვევების უმარტივესი გზებით გადაჭრაზე.

7 მომატებული რეალობა და ვირტუალური რეალობა

2020 არის მომავალი. ყველა ფილმი ასე ამბობს. ამ დროისთვის მსოფლიოს ყველა სნეულება მოგვარდება; ქალაქები სუნთქვას დაიწყებენ, საცხოვრებელი სტრუქტურები ხეებით იქნება დაფარული და ჩვენ რა თქმა უნდა გვეყოლება მფრინავი მანქანები. სამწუხაროდ ახლა 2019 წელია და მე ვერ ვხედავ ყველაფერი ამის პერსპექტივას 2020 წლისთვის. რასაც მე 2020 წლისთვის ვხედავ, არის საინტერესო დიზაინის ტენდენციები.

„გამოცდილების“ შესახებ უკვე გვსმენია, მაგრამ 2020 წელს, ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მარკეტინგის და დიზაინის ძალისხმევაში, ვიდრე აქამდე იყო. Pokemon Go-ს და ახლა Microsoft Earth-ის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს მომატებული რეალობის (AR) ურთიერთმოქმედებას. ეს დიზაინერებს იმდენ კარს უხსნის, რომ გამოცდილება მიიღონ და არ შემოიფარგლება მხოლოდ ვირტუალური ან რეალური სამყაროთი. მოუთმენლად ველოდები, თუ როგორ ჩართავს უფრო და უფრო მეტი ბრენდი მომატებულ რეალობას თავიანთ სტრატეგიაში.

8 გამოიყენეთ მონაცემები

სტრატეგიაზე საუბრისას, რადგან უფრო და უფრო მეტმა ბრენდმა შეისწავლა ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, დიზაინერებსაც მოუწევთ ამის გაკეთება. მსოფლიოში მონაცემების 90%-ზე მეტი დაგენერირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 90%-ი [ფორბსის მონაცემებით, 2018]. ამ მონაცემების გააზრება და გამოყენება არა დიზაინის განსახორციელებლად, არამედ დიზაინის ინფორმირებისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მონაცემების გამოყენება ყველა დიზაინში სიუჟეტის დასახვეწად, დიზაინერებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა, იმის მიუხედავად, თუ საკუთარი კარიერის განვითარების რა ეტაპზე არიან ისინი.

9 ბრენდის ფასეულობები ვიზუალური დიზაინის საშუალებით

უფრო მეტიც, სტრატეგიის შესახებ ჩემი თვალსაზრისით, შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, თუ რა ფერები იქნება პოპულარული, გამოსახულების რომელი სტილი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ბრენდი ნამდვილად წარმოდგენილია მათი ვიზუალური დიზაინით. საუბარია არა მხოლოდ პროდუქტზე ან მომსახურებაზე, არამედ ბრენდის ფასეულობებზე. როგორ ურთიერთქმედებს ბრენდი მსოფლიოში? თუ ყველაფერს ჩამოართმევთ, რაღას წარმოადგენს ბრენდი ძვირფასო? რა არის მათი „რატომ“ საიმონ სინექის გულშემატკივრებისთვის? და როგორ წარმოადგენთ ამას ვიზუალურად? დიახ, სიტყვა „მომატებული“ ცოტათი ჩარჩოში რჩება, მაგრამ პერსპექტიული მიზეზით. მოწონება მიიზიდავს მოწონებას და ის ბრენდები, რომლებიც „აუთენტურია“, მიიზიდავს ისეთ აუდიტორიას, რომელსაც მინიმალური დაძაბულობით ემსახურება.

10 ორი ვიზუალური ტენდენცია

რა ხდება ვიზუალურად? ორ მიმართულებას განვიხილავ, რასაც ვხედავ, რომ 2019 წლის დიზაინისგან 2020-ში წარმოიშვება.

პირველი, სანამ კაშკაშა, ზედმეტად გაჯერებული ვარდისფერი, მწვანე და მეწამული არსებობს და ჯერ კიდევ იარსებებს, ვხედავ მათ დაწყვილებას ბუნებრივ ელემენტებთან. ნაკლები ტექნოლოგია და ელექტრონიკა და მეტი მცენარეები და ველური ბუნება – გამოწვეულია მზარდი კლიმატის მოქმედების მოძრაობით.

მეორე, შეერთებულ შტატებში, 2020 წლის არჩევნები ზეგავლენას მოახდენს დიზაინის ტენდენციებზე, რომელსაც უკვე ვხედავთ. დიდ, თამამი ტიპის დომინანტურ გამოსახულებებს კარგი ეფექტი აქვს როგორც პლაკატებზე, ასევე ონლაინ აქტივებზე. წითელი, თეთრი და ცისფერი ფერების ვარიაციების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, მაგრამ მათ მოულოდნელი გზებით გამოიყენებენ. შესაძლოა მაგალითად, თითქმის ინდიგო, მეწამულის ფერის ლურჯმა ფერმა ჩაანაცვლოს ტრადიციული მუქი ლურჯი.

2020 წელი, საოცარი წელი იქნება.

Aimee Tuck – სტრატეგიული გრაფიკული დიზაინი და შემოქმედებითი მარკეტინგი მზის, სუფთა ტექნიკური და სუფთა ტრანსპორტირებისთვის | მთავარი, Corbae Creative

ეიმის აქვს მრვალფეროვანი გამოცდილება დიზაინისა და შემოქმედებითი ძიების სფეროში. მან თავისი კარიერა წაიყვანა მდგრადი კომპანიების დახმარების მიმართულებით, მზის, სუფთა ენერგიის, ინდუსტრიების ტრანსპორტირებისა და შექმნის საკითხებში. ინოვაციის და ყურადღების საშუალებით, აიმე თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია სამყარო უკეთეს ადგილად გადავაქციოთ. მისი კომპანია – Corbae Creative – 2002 წელს შეიქმნა, სტრატეგიული დიზაინითა და მარკეტინგისთვის ვნებიანი, მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის. Corbae უზრუნველყოფს ბრენდინგის და სინამდვილის განვითარებას; სტრატეგიულ, მიზნებზე ორიენტირებულ გრაფიკულ დიზაინს, სოციალური, ვებ, კონტენტის და ბეჭდვითი მარკეტინგული კამპანიებისთვის.

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები