; ინტერნეტ მარკეტინგი - IT Academy STEP Tbilisi ინტერნეტ მარკეტინგი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ინტერნეტ მარკეტინგი

ინტერნეტ მარკეტინგი

 

ინტერნეტ მარკეტინგი თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სფეროდ ჩამოყალიბდა. SEO ოპტიმიზაცია, SMM, Web ანალიტიკა საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ წარმატებული კამპანია და გაზრდოთ თქვენი საიტის ვიზიტორების რიცხვი. ადამიანთა უმეტესობა კვირაში საშუალოდ 96 საათს ონლაინ სივრცეში ატარებს. ცხადია ასეთ პირობებში ინტერნეტი იქცა პროდუქტისა და მომსახურების მთავარ გამსაღებელ არეალად. ბრენდის იმიჯის ფორმირება, პოზიციონირება, გაყიდვების სტიმულირება მარკეტოლოგების საქმიანობის მნიშვნელოვანი ეტაპებია. თუ გინდათ, რომ თქვენმა ვებ-გვერდმა წამყვანი პოზიცია დაიკავოს საძიებო სისტემაში, თქვენი ბიზნესი გახდეს უფრო მეტად ცნობადი, გაყიდვადი და წარმატებული, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.

 

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა არ ან ვერ აძლევს სტუდენტს ინტერნეტ მარკეტინგის პრაქტიკულ ცოდნას, აღნიშნულ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს. კვალიფიციური ინტერნეტ მარკეტოლოგის საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 1 500 – 2 000 ლარი, ხოლო ევროპასა და ა.შ.შ.-ში  – 3 000 $-ზე მეტია.

კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, თქვენ შეძლებთ იმუშაოთ კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების ონლაინ პრომოუტინგს. გარდა ამისა შეძლებთ ააწყოთ საკუთარი ონლაინ ბიზნესი, ან აიღოთ Freelance პროექტები და გამოიმუშავოთ აქამდე წარმოუდგენელი ფინანსები. თქვენ შეიძენთ მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, რომლის პოპულარობაც იზრდება ინტერნეტის განვითარებასთან ერთად.

 

ინტერნეტ მარკეტინგის კურსი მოიცავს თეორიულ მასალას, პრაქტიკულ ქეისებს და საშინაო დავალებებს, რომელთა სრულყოფილი შესრულება გაგიადვილებთ ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით

 

  1. სტრატეგიული დაგეგმვა
  2. გაყიდვების ძაბრის პროექტირება კონვერსიის ამაღლება
  3. სოც. ქსელების სახეები და სტატისტიკა(Facebook, Instagram, Linkedin, Youtube, Twitter, Viber, Pinterest)
  4. SMM კონცეფციის შემუშავება
  5. კონტეტის შემუშავება
  6. სტატისტიკა და ანალიტიკა
  7. საძიებო ტექნოლოგიები, ინდექსები და რანჟირება
  8. SEO-ს ეტაპები
  9. Keyword Research , კლასტერიზაცია, რელევანტურობა
  10. სტრუქტურული ოპტიმიზაცია
  11. ტექნიკური, სემანტიური ოპტიმიზაცია
  12. მეტა-მონაცემების და ტექსტების ოპტიმიზაცია
  13. მედიისა და გამოსახულებების ოპტიმიზაცია
  14. ლინკბილდინგი
  15. ფილტრები
  16. მობილური ოპტიმიზაცია
  17. ანალიტიკა SEO-ში: სეგმენტები და რეფერალური ტრაფიკი
  18. ჰაშტეგები, კომპოზიციის თეორია, ფერის თეორია
  19. Google Adwords
  20. საკვანძო სიტყვების შერჩევა, კომბინატორიკა
  21. რემარკეტინგის განსაზღვრა
  22. ვიდეო რეკლამის საფუძვლები
  23. Google Analytics
  24. როგორ გავხდეთ Google Adwords-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი?
  25. რეტარგეტინგი
  26. ანალიტიკა ინტერნეტ მარკეტინგში

 

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სერთიფიკატი.

IT Academy STEP – შენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდეთ:

2 155 551 / 579 155 551 

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ინტერნეტ მარკეტინგის სრული კურსი


ახალი ამბები