; ინტროვერტი პროგრამისტის 5 ძირითადი ბენეფიტი - IT Academy STEP Tbilisi ინტროვერტი პროგრამისტის 5 ძირითადი ბენეფიტი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ინტროვერტი პროგრამისტის 5 ძირითადი ბენეფიტი

 

 ,,ინტროვერტი’’ და ,,ექსტროვერტი’’ ,როგორც ტერმინები , 1920 წელს დამკვიდრდა ფსიქოლოგ კარლ იუნგის მიერ.  

ინტროვერტები არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ხმაურიანი, ხალხმრავალი გარემო, არიან ნაკლებად სოციალურები. ექსტროვერტები კი ძალიან კომუნიკაბელურები , თავდაჯერებულები არიან, ახასიათებთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი აზრს თავისუფლად აფიქსირებენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

წარმოგიდენთ იმ ინტროვერტი ადამიანების მცირე ჩამონათვალს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და ყოველდღიურობა:დენის რიჩი, C & Unix- ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, Microsoft- ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ სოციალური ქსელის მფლობელი მარკ ცუკერბერგი, სამივე ინტროვერტია.
თუ გადახედავთ მსოფლიოს წარმატებული პროგრამისტების ისტორიას,ნახავთ, რომ მათი უმრავლესობა ინტროვერტი, სოციალურად არააქტიური იყო . თუმცა, რა თქმა უნდა , იმისთვის რომ იყო კარგი პროგრამისტი , არ არის აუცილებელი იყო ინტროვერტი.
მოდით გავარკვიოთ ,რა უპირატესობები აქვს ინტროვერტ პროგრამისტს, როგორც პიროვნებას.

 

  1. თავისუფლება 
    პირველი და უმთავრესი  თვისება ინტროვერტის, შინაგანი თავისუფლების ქონაა, რაც წარმატების მიღწევაში ძალიან ეხმარება. ინტროვერტები მუშაობენ სერიოზულად , დიდი დაკვირვებით საკუთარ თავთან და მათ არასდროს არ აქვთ სხვისი იმედი.არავის აძლევენ უფლებას ჩაერიონ მათ საქმეში და არჩევანში. 
  2. ფიქრის უნარი
    ინტროვერტები საუკეთესოდ მოაზროვნენი არიან. სიღრმისეულად ფიქრობენ და იაზრებენ ნებისმიერ საკითხს და მეტად ადვილად აანალიზებენ ყველაფერს ვიდრე ექსტროვერტები . ეს დადასტურებულია კომპეტენტური ინსტიტუტების კვლევებს თანახმად . ინტროვერტებს  თავიანთი სამყარო და წარმოდგენები აქვთ ,რომელიც მხოლოდ მათ გონებაში არსებობს.  
  1. საუკეთესო მსმენელი
    ინტროვერტი ყოველთვის დაკვირებით უსმენს მოსაუბრეს, მოსმენილ თითოეულ სიტყვას გულდასმით იაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება  აქტიურად არც ჩაერთოს დიალოგის რეჟიმში.

4.ხარისხი რაოდენობის სანაცვლოდ
ინტროვერტი პრეტენზიული და დაკვირვებულია ყველასა და ყველაფრის მიმართ, არ ჰყავს ბევრი მეგობარი, არა იმიტომ რომ სოციალურად არააქტიურია,არამედ თვლის რომ ცოტა ,მაგრამ ღირებულიც საკმარისია.

5.კარგი ანალიტიკოსი
ინტროვერტებს დაკვირვების დიდი უნარი აქვთ, შეუძლიათ წინასწარ შეაფასონ მოცემული სიტუაცია და მოსალოდნელ  შედეგებს ანალიზი გაუკეთონ, დაინახონ  ის, რისი შემჩნევაც სხვებს არ შეუძლიათ.

და ბოლოს, თუ საკუთარი თავი ამოიცანით ,თქვენ  ხართ ინტროვერტი,ბევრი ღირებული თვისება გაქვთ და  ხართ განსაკუთრებული ადამიანი , რაც აუცილებლად დაგეხმარებათ  წარმატებას მიაღწიოთ პროგრამირებაში.
აიტი აკადემია სტეპი კი საშუალებას გაძლევთ  გახდეთ წარმატებული პროგრამისტი, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები