; კვლევევებით დადასტურდა გლობალური კვანტუმ ინტერნეტის შესაძლებელობა ! - IT Academy STEP Tbilisi კვლევევებით დადასტურდა გლობალური კვანტუმ ინტერნეტის შესაძლებელობა ! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კვლევევებით დადასტურდა გლობალური კვანტუმ ინტერნეტის შესაძლებელობა !

კვანტუმ ინტერნეტი გვპირდება ულტრა უსაფრთხო, მომავალი თაობის კომუნიკაციებს, მაგრამ არის თუ არა ეს მართლაც გლობალური მასშტაბით შესაძლებელი?

კვლევევებით დადასტურდა რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, ახალი ექსპერიმენტის მიხედვით, რომელიც ხორციელდება ორბიტაზე თანამგზავრებსა და დედამიწაზე სადგურს შორის.

მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო ინფრა წითელი სინათლის იმპულსებში რამდენიმე მართული ფოტონების გაცვლა, რომელიც განახორციელა რუსულმა თანამგზავრმა GLONASS-მა და კოსმოსურმა გეოდეზიურმა ცენტრმა დედამიწაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა იტალიური კოსმოსური სააგენტო.

ამ სიგნალების მიღება, რომლებმაც 20000 კმ (12427 მილი) უნდა გაიარონ ჰაერში და კოსმოსში შეფერხების ან ინფორმაციის დაკარგვის გარეშე, ადვილი საქმე არ არის – მაგრამ ნიშნები გვპირდებიან, რომ ასეთი გლობალური ქსელი მართლაც ფუნქციონალური იქნება

„კოსმოსური კვანტუმ კომუნიკაციები (QC) წარმოადგენს საიმედო გზას, რათა უზრუნველყოს უპირობო უსაფრთხოება სატელიტური და შიდა სატელიტური ოპტიკური კავშირისთვის, კვანტური ინფორმაციის პროტოკოლის გამოყენებით, როგორც კვანტური საკვანძო განაწილება (QKD)“, ამბობს იტალიის პადოვას უნივერსიტეტის ერთერთი მკვლევარი, ჯუზეპე ვალონე.

კვანტური საკვანძო განაწილება ან QKD მეთოდი, რომელსაც ვალონე ახსენებს, დაშიფრულ მონაცემებს ეხება, რომელიც იყენებს კვანტური მექანიკის ძალას: ტექნოლოგიის დელიკატური ხასიათის წყალობით ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენა სწრაფად ხდება და QKD კომუნიკაციების ხელში ჩაგდება შეუძლებელია.

ფაქტიურად, კვანტური მექანიკის შეტყობინების ჰაკერობა თვითგანადგურებას გამოიწვევს.

ჯერ ჯერობით კარგი თეორიაა, მაგრამ აღნიშნული უსაფრთხო არხების გახსნა დიდ მანძილზე სახიფათო აღმოჩნდა.

ამ შემთხვევაში წარმატებული მონაცემთა გაცვლის გასაღები იყო თანამგზავრებზე დამონტაჟებული პასიური რეტრო-რეფლექტორების გამოყენება შორეული სინათლის სიგნალების ხელუხლებლად შენარჩუნებისთვის. ასეთი ტიპის კვანტურმა კომუნიკაციამ წინა სარეკორდო მანძილს გაუსწრო დამატებით 15000 კმ-ით (9321 მილით).

მიუხედავად იმისა, რომ თანამგზავრები ორბიტაზე უფრო მაღლა არიან მოთავსებული, GLONASS-ის სატელიტების მსგავსად, მათთან საიმედო კავშირი უფრო რთულია, ისინი უფრო რეგულარულად გადაკვეთენ სადგურებს და პოტენციურად დაუჰაკავი შეუფერხებელი კვანტური ქსელის საშუალებას იძლევა, რომელსაც მსოფლიოს მართვა შეუძლია.

ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ ტიპის ტექნოლოგიას, თუნდაც იმიტომ რომ მეცნიერები კვლავ ცდილობენ გაერკვნენ შეუძლია თუ არა მას რეალურად მუშაობა. ამ მომენტისთვის ზუსტად არ არის ნათელი რისთვის გამოიყენებენ კვანტურ ინტერნეტს ან როგორ იქნება შესაძლებელი ოპერირება.

ერთერთი იდეა ის არის, რომ ის შეიძლება გახდეს ნორმალური ინტერნეტის სპეციალიზირებული, ძალიან უსაფრთხო გაგრძელება, რომელსაც აპლიკაციების და მოწყობილობების მცირე ნაკრები გამოიყენებს.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ კვანტური კომუნიკაციები შესაძლებელია დედამიწასა და მაღალი ორბიტის თანამგზავრებს შორის, რაც ახალი ტექნოლოგიის პოტენციური მიღწევის გაფართოებას ახდენს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხდება სატელიტური ქსელის, რომლის იმედიც გვაქვს, მუდმივად განვითარება და განახლება.

„სატელიტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის სამოქალაქო, სამეცნიერო და სამხედრო აპლიკაციების ფართო სპეტრს, მაგალითად, კომუნიკაციები, ნავიგაცია და დრო, დისტანციური გადაცემა, მეტეოროლოგია, დაზვერვა, ძიება და სამაშველო სამსახური, კოსმოსის კვლევა და ასტრონომია,“ ამბობს ვალონე.

„ამ სისტემის ძირითადი მიზანია უსაფრთხოდ გადასცეს ინფორმაცია და მონაცემები ორბიტაზე მყოფი თანამგზავრებიდან დედამიწაზე არსებულ სადგურებს. ამ არხების დაცვა მავნე მოწინააღმდეგეებისგან ძალიან მნიშვნელოვანია როგორ სამხედრო, ასევე სამოქალაქო ოპერაციებისთვის.“

კვლევა გამოქვეყნდა კვანტური მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში.

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები