; კიბერ უსაფრთხოების 5 ყველაზე გავრცელებული საფრთხე - IT Academy STEP Tbilisi კიბერ უსაფრთხოების 5 ყველაზე გავრცელებული საფრთხე - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კიბერ უსაფრთხოების 5 ყველაზე გავრცელებული საფრთხე

კიბერ უსაფრთხოება შეიძლება ჩანდეს როგორც გადაჭარბებულად აქტუალური საკითხი, მაგრამ თუ არ გვეცოდინება ამ მიმართულებით რეალური საფრთხეები, ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს სიბნელეში უიმედოდ ფართხალებთ. კიბერ უსაფრთხოების საფრთხეები მოიცავს მთელრიგ დაუცველობებს და კიბერ თავდასხმებს, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ ზოგად საფრთხეებს მიმოვიხილავთ თქვენი კიბერ უსაფრთხოებისთვის.

‘კიბერ უსაფრთხოების საფრთხეები’ არ არის ბუნდოვანი, ახალი კონცეფცია. ეს არის ტენდენციური, ყოვლისმომცველი ტერმინი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებს და რისკებს ქსელებში, მოწყობილობებში და კომპიუტერებში, რომლებიც ინტერნეტის ადრეულ ევოლუციამდე არსებობდა. იხილეთ: the Morris worm. მათი ამ გზით დაჯგუფება ადამიანებს იმის გაგებაში ეხმარება, რომ ეს საფრთხეები ძალიან რეალურია და თუ თქვენ რისკის წინაშე ხართ, მაშინ თქვენ ფულის გამოძალვის, ფიშინგის, DDo-ს და კიდევ სხვა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ.

კიბერ უსაფრთხოების ყველაზე გავრცელებული საფრთხეები

მავნებლობა

მავნებლობა არის ბევრის მომცველი ტერმინი ნებისმიერი რაოდენობის მუქარის პროგრამებისთვის, რომლებიც განზრახ აინფიცირებენ თქვენს სისტემას თქვენი მონაცემების მოპარვის ან დაზიანების მიზნით. ეს შეიძლება იყოს მონდომებული ადამიანი, ჭია, ვირუსი ან ფულის გამოძალვა. მაგრამ მისი გაცნობა სისტემაში თითქმის ყოველთვის ელექტრონული ფოსტის დანართის ან სახიფათო ჩამოტვირთვის საშუალებით ხდება (ხშირად სანდო საიტის მეშვეობით, რომ შეგიტყუონ, რათა თქვენს ანტი ვირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომა მიიღონ). ეს არის კიბერ უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური საფრთხე. მომხმარებლის სიფხიზლე ძალიან მნიშვნელოვანია მავნებლობის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

ფიშინგი

კიბერ უსაფრთხოების საფრთხეების სიის დასაწყისში მყოფი ფიშინგი პირველ რიგში მიზნად ისახავს ნაკლებად ტექნოლოგიურ საზრიანობას. ფიშინგი არის სიტუაცია, როცა იღებთ ელექტრონულ შეტყობინებას თითქოს ორგანიზაციიდან ან თითქოს ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ენდობით (მაგ. თქვენი ბანკი) და რომელიც შეიძლება ეხებოდეს გარკვეულ ბუნდოვან ‘თაღლითურ საქმიანობას’ თითქოს ეს არის გადაუდებელი რამ და თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები და ხელი დააჭიროთ ბმულს ელექტრონული შეტყობინების შიგნით. ელექტრონული შეტყობინება რა თქმა უნდა ხელოვნურად შექმნილ გვერდს გაგიხსნით, რომელსაც ნამდვილი გვერდის შეხედულება ექნება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხაფანგი თქვენი გვერდზე შესვლის დროს პაროლების დასადგენად. ისინი საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებენ და რეალური გარიგების მიბაძვაც კარგად გამოსდით, მაგრამ თქვენი ნამდვილი ბანკი არასდროს მოგთხოვთ პაროლების შეყვანას ელექტრონული ფოსტის ბმულის მეშვეობით. ორ ფაქტორიანი აუტენთიფიკაციის დანერგვა იმას უზრუნველყოფს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი წარმატებით მოიპოვებენ თქვენს პაროლებს, ეს მაინც არ იქნება საკმარისი თქვენს ინფორმაციებზე წვდომისთვის.

მონაცემების დაზიანებები

მონაცემების დაზიანებები ჰაკერების და კიბერ დამნაშავეებისთვის დიდ ფულს წარმოადგენს, განსაკუთრებით მავნებლობის პროგრამის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია თქვენი ინფორმაციის მძევლად აყვანა, მანამ სანამ მათ მიერ მოთხოვნილ ფასს არ გადაიხდით. ფულის გამოძალვას, როგორც კიბერ უსაფრთხოების ყველაზე გავრცელებულ საფრთხეს წინსვლაც უნახავს, რადგან მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში ხშირად იხდის საფასურს საკუთარი ინფორმაციის აღსადგენად, რომლის back up-იც მანამდე არ გაუკეთებია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე ბიზნესი ხშირად მიზნად ისახავს ინფილტრაციის შედარებით მარტივად გამოწვევას, მაშინ როცა დიდ კომპანიებს, როგორიცაა Amazon ან Google აქვთ მსოფლიო დონის ციფრული უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ ასეთი კიბერ უსაფრთხოების საფრთხეებისგან.

DDo თავდასხმები და Botnet-ები

DDo (Distributed Denial of Service – სამსახურის გაუქმება) და Botnet-ები ხშირად წყვილ-წყვილად გვხვდებიან, როგორც ორმაგი დარტყმის კიბერ უსაფრთხოების საფრთხე.

Botnet-ი არის bot-ების ქსელი „ინფიცირებულ“ კომპიუტერებთან, რომლებიც შეიძლება დისტანციურად გაკონტროლდეს. Botnet-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ DDo თავდასხმებში, სადაც ქსელის ყველა კომპიუტერში ვრცელდება ზეწოლა მიზანმიმართულ ვებგვერდზე ან სერვერზე მანამ, სანამ ის მთლიანად არ დაიმსხვრევა. ამ თავდასხმის უკან მყოფი ჰაკერი შეიძლება იყენებდეს თქვენს კომპიუტერს აღნიშნული თავდასხმისთვის ისე, რომ თქვენ ეს საერთოდ არც კი იცოდეთ.

ფულის გამოძალვა

ზემოთ მოკლედ ვახსენეთ, მაგრამ ფულის გამოძალვა საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ის მცირე ბიზნესისთვის მაღალი რისკების მატარებელია. თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელს შეუძლია სრულად გაშიფროს თქვენი ინფორმაცია, დაბლოკოს და ეს ინფორმაცია თქვენთვის მიუწვდომელი იქნება აღდგენის კონკრეტული გასაღების გარეშე. ისინი შეიძლება დაგემუქრონ მონაცემების მთლიანად განადგურებით, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ. ფულადი გამოსასყიდის გადახდა კრიპტოვალუტაში ხდება, რომლის გაკონტროლება წარმოუდგენლად რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დამნაშავეს არ დევნიან.

ზემოთ მოყვანილი საკითხები სინამდვილეში აისბერგის მხოლოდ წვერია, როცა საქმე კიბერ უსაფრთხოების საფრთხეებს ეხება. მაგრამ გაეცანით ზოგიერთ გავრცელებულ და ხშირ შემთხვევაში თავიდან აცილებად საფრთხეებს, როცა თქვენ თავად შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი მათგან. საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ კიბერ უსაფრთხოების პროტოკოლები შეზღუდავს ნებისმიერი წარმატებული ფიშინგის მცდელობას და დაბლოკავს მაგალითად, ყველაზე მავნე ჩამოტვირთვებს. კიბერ საფრთხეები ბიზნესის წარმოებაში ძალიან რეალურ ნაწილს მოიცავს, რადგან ამჟამად უამრავი ბიზნესის მართვა ხდება ინტერნეტით.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები