; კომპიუტერული ხელოვნების პერსპექტივა - IT Academy STEP Tbilisi კომპიუტერული ხელოვნების პერსპექტივა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კომპიუტერული ხელოვნების პერსპექტივა

კომპიუტერული ხელოვნება შემოქმედებითი პროცესია,

რომელიც იყენებს კომპიუტერს, სხვადასხვა ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, კომპიუტერულ პროგრამებს და ქმნის ხელოვნების ნიმუშს

ციფრულ ფორმატში. უნდა ნახოთ როგორი შედევრები იქმნება.

ხელოვნების ამ სახეობის შესწავლა რთული არ არის. ამისთვის საკმარისია მხოლოდ ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელთა შეძენაც შესაძლებელია  თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიებით გაჯერებულ სპეციალიზირებულ კურსებზე. მთელი სარეკლამო ბიზნესი, თანამედროვე კინემატოგრაფია, წარმოების მრავალი სფერო და ა.შ. სამგანზომილებიან მოდელებს და ბევრ სხვა რამეს იყენებს დიზაინერული პროექტების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან აქტიურად ვითარდება და სულ უფრო და უფრო მეტ სპეციალისტებს ითხოვს ამ სფეროში. კომპიუტერის გამოჩენასთან ერთად, ხელოვნება მჭიდროდ დაუკავშირდა ტექნოლოგიებს ერთიან შემოქმედებით პროცესში. მხატვრის მთავარი ინსტრუმენტი სწორედ კომპიუტერი და გრაფიკული პლანშეტი გახდა, რომლებმაც სრულიად ახალი ჰორიზონტი გაუხსნა მათ შემოქმედებას, სხვა დონეზე გადაიყვანა მათი საქმიანობა. ეს სხვა სფეროებსაც მოიცავს, მაგალითად: სარეკლამო დიზაინი, ტიპოგრაფიული დიზაინი, არტ სცენა, დიჯითალ მხატვრობა, ფოტო მანიპულაცია, ინტერაქტიული ხელოვნება, და მრავალი სხვა, რომელთა საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ ახალი ხელწერა, ანდა ალეგენდარული ნიმუშები გავაცოცხლოთ და ავალაპარაკოთ.

IT აკადემია STEP-ში სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან პროგრამებს, რომლებიც მოიცავენ კომპიუტერში ხატვისთვის პროფესიონალური ინსტრუმენტების მთელ სპექტრს. სტუდენტი შეიცნობს ხელოვნების, ფერწერის და ხატვის, ფერების და კომპოზიციის კავშირს, გაეცნობა გრაფიკის, გრაფიკული ტექნიკის სახეობებს და ჟანრს, შრიფტებთან მუშაობას, ტიპოგრაფიკას და ასევე ისწავლის ფოტოსურათების და ილუსტრაციების გამოყენებას გრაფიკულ დიზაინში. ამ ყველაფრის პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პროფესიონალური უნარ-ჩვევები არის ის, რასაც დამსაქმებლები პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას,

ამიტომ ჩვენ გთავაზობთ კვალიფიციურ სწავლებას და მაღალ პროფესიონალიზმს

რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი

მთელ მსოფლიოში 78 ფილიალიდან ერთერთი IT აკადემია STEP საქართველოს ფილიალი

თქვენი მეგობარი და დამხმარე

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები