; კრიზისი - რა აწუხებთ 20-30 წლის ადამიანებს? - IT Academy STEP Tbilisi კრიზისი - რა აწუხებთ 20-30 წლის ადამიანებს? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

კრიზისი – რა აწუხებთ 20-30 წლის ადამიანებს?

განვითარებული სამყარო, დღეს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიების მრავალფეროვან არჩევანს, რაც დღითი დღე ზრდის შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ საკუთარი უნარები და მოვერგოთ რომელიმე საქმიანობას მაინც. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სწორედაც, არჩევანის მასშტაბების ზრდამ გამოიწვია ახალგაზრდებში შიში. შიში იმისა, თუ „რა გამოვალ მომავალში“. სპეციალისტების სახელით, ამას „მეოთხედი ცხოვრების კრიზისი“ ჰქვია და გულისხმობს „პიროვნების თავისებურ კრიზისს, რომელსაც ახალგაზრდები განათლების მიღების შემდეგ განიცდიან; ისინი საკუთარ ადგილს ეძებენ ცხოვრებაში და იმის გადაწყვეტა უწევთ, თუ რა გზას დაადგნენ“. ზოგიერთ ახალგაზრდას არასწორი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, თუმცა იმის გააზრებას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები სულაც არ არის საბოლოო და არაფერია ცუდი იმაში, რომ „ცხოვრებაში სხვადასხვა გზა მოსინჯო“, დრო და გამოცდილება სჭირდება.

მთავარი, ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუ მეოთხედი ცხოვრების კრიზისი გაქვს, შენ მარტო არ ხარ.

Linkedin-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კარიერული შფოთი, ყველაზე ხშირად ახალგაზრდებში გვხდება და კვლევის თანახმად:

  • 59% არ არის გარკვეული, რას გააკეთებს მომავალში;
  • 59% არის დათრგუნული იმის გამო, რომ ვერ გააკეთა სწორი კარიერული არჩევანი;
  • 49 % გრძნობს, რომ ვერ გამოიმუშავებს იმდენს, რაც რეალურად, შეუძლია;
  • 44% ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა იქცა რუტინად.

თითოეული ზემოჩამოთვლილი ნამდვილად კარგი მიზეზია შფოთისა და სტრესისთვის. გრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერაა, თუმცა, ვერ ხვდები, რა უნდა შეცვალო. საიდან უნდა დაიწყო, რადგან არ იცი პრობლემასთან გამკლავება.

აუცილებელია გვახსოვდეს რომ უნივერსალურად პრესტიჟული პროფესია არ არსებობს
როცა დაიწყებ იმაზე ფიქრს, რეალურად, რა გეხერხება, რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას და გარეფაქტორების, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიების ზეგავლენისგან დამოუკიდებლად მიიღებ გადაწყვეტილებას, გეშველება. მაგალითად, თუ 17 წლის ასაკში ვერ განსაზღვრე სწორად პროფესია და სხვა ადამიანების მაგალითით გადაწყვიტე, რომ გაყიდვების სპეციალისტი გამხდარიყავი, არ არის ტრაგედია, რომ დღეს ეს საქმე აღარ აკეთო. შეგიძლია დამაჯერებლად საუბარი? გამოგდის ადამიანებთან კომუნიკაცია? ოდესმე, ვინმე დაგირწმუნებია რამეში? იქნებ, ამ ეტაპზე, გირჩევნია უფრო დაბალშემოსავლიან, ნაკლებად პრესტიჟულ კომპანიაში დასაქმება, საკუთარი თავის რწმენის დაბრუნების ხარჯზე?

წარმატება განსაზღვრე შენით. და თუ აღმოაჩინე, რომ შეგიძლია, იზრუნო სხვების აღზრდაზე, განვითარებაზე, განათლებაზე, ეს არის ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგის პროფესია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, საერთოდ არ არის მიმზიდველი დღეს, შენ უნდა იპოვნო ამ სფეროში ადგილი. იმიტომ, რომ არასდროს გექნება კმაყოფილების შეგრძნება, რომ რაც გინდოდა, იმას მიაღწიე. რომ იპოვნე, რასაც ეძებდი.

პრობლემაზე საუბარი მნიშვნელოვანია
კარიერული კრიზისი, რაღაც ეტპზე, ყველასთან დგება. დიდი შანსია იმისა, რომ შენს ლექტორთან, მეგობართან, შეყვარებულსა თუ სხვებთან საუბრისას, აღმოაჩინო, რომ თურმე, მარტო არ ხარ. და ის, რაც შენ გჭირს, ზოგს უკვე გამოვლილი აქვს, ზოგი კი, შენსავით ებრძვის. თუ  დაუცველობის, მარცხის შიში გაქვს, ეს ყველაფერი კი, დაბალ თვითშეფასებაზე აისახება, ესაუბრე ვინმეს. ვერასდროს მიიღებ უკუკავშირს სხვებისგან იმაზე, რაც გაწუხებს, თუ თავად არ დაიწყე ამაზე ხმამაღლა და გულახდილად საუბარი. 
ხშირად გადახედე მომავლის ტრენდს, პროფესიებს რაც მომავალში აქტუალური იქნება, არჩევანი მარტივია!

·         ზიხართ და ფიქრობთ, სად წავიდე სასწავლებლად?

·         თქვენს წინაშე სასწავლო დაწესებულებების დიდი არჩევანია?

·         აანალიზებთ დადებით და უარყოფით მოსაზრებებს  და ადარებთ ერთმანეთს? რთული ამოცანაა, მაგრამ არც ისე….. 

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და შემდეგ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება!ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, თანამოაზრეებო, კომპიუტერული შეგრძნებებისმოყვარულებო.

IT Academy STEP აცხადებს მიღებას სწავლების კურსზე. 

STEP-ი აცხადებს მიღებას და უდიდეს შანსს გაძლევთ ცხოვრებაში მიიღოთსაიმედო, ფართო, ღრმა და პროფესიონალური კომპიუტერული ცოდნა.STEP-ში თქვენ გარანტირებულად შეიძნეთ თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს არამხოლოდ სპეციალობის დაუფლების მხრივ, არამედ დამოუკიდებლად ცოდნისგადაცემის მხრივ, ლექტორის უნარ-ჩვევების ათვისების ხარჯზე. თქვენ ალბათ გსურთ სწორი ნაბიჯი გადადგათ სასწავლებლის არჩევის დროს. ეს ასე იქნება თუ STEP-ს აირჩევთ

რატომ?  იმიტომ რომ:

STEP-ი მსოფლიო ბრენდია,

STEP-ი თქვენი გარანტიაა,

STEP-ი საიმედო კოლექტივი და საიმედო დიდი ოჯახია,

STEP-ში თქვენი ახალი მეგობრები და თანამოაზრე  სტეპერები არიან,

STEP-ი არის სწავლების და განვითარების ახალი პროგრამების ამოუწურავი მარაგი,

STEP-ი არის იმ ღონისძიებების შემქმნელი, რომელში მონაწილეობის მიღების შემდეგ თქვენ მუდმივად გაუმჯობესებისკენ წახვალთ, გაიმდიდრებთ ცოდნას, აიმაღლებთ კოლექტივშიმუშაობის გამოცდილებას, იმუშავებთ თქვენს საკუთარ და კოლექტივის პროექტებზე,შეძლებთ თქვენი იდეების გენერირებას და საკუთარ სტარტაპებში რეალიზებას.

STEP-იარის თქვენი შანსი,

STEP-ი არის თქვენი მომავალი,

STEP-ი არის თქვენი გარანტირებულად მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის ოქროს ბილეთი.გადადგით თქვენი ნაბიჯი

STEP-იც ხომ ნაბიჯს ნიშნავს, თქვენი სწორი არჩევანი წარმატების კიბეზე!

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 

ახალი ამბები