; ლუნა: პროგრამირების პირველი ენა ორმაგი სინტაქსით - IT Academy STEP Tbilisi ლუნა: პროგრამირების პირველი ენა ორმაგი სინტაქსით - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ლუნა: პროგრამირების პირველი ენა ორმაგი სინტაქსით

ლუნა წარმოადგენს ზოგადი მიზნების პროგრამირების ენას, ორი თანაბარი გამოსახულებით – ვიზუალური და ტექსტური. ეს ძირითადად მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის გარემოა, რომელიც გვთავაზობს დომეინის სპეციფიურ კომპონენტებს და ფრეიმვორქებს ახალი კომპონენტების შესაქმნელად.

ალბათ ფიქრობთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სივრცე პროგრამირების უამრავი ენით არის გადატვირთული, თითქმის ყველა სახის მოთხოვნისთვის. ასეთ შემთხვევაში რა საჭიროა კიდევ ერთი ახალი ენა?

ლუნას აქცენტი ისეთ სფეროზეა გაკეთებული, რომელიც მონაცემების დამუშავებასთან არის კავშირში, მაგალითად, Internet of Things, Bioinformatics, Data Science, Graphic Design და ა.შ. ეს არის მონაცემთა ნაკადის მოდელირების თეთრი დაფა, სადაც შეგიძლიათ დახატოთ კომპონენტები და ახსნათ როგორია მონაცემთა ნაკადის მოძრაობა მათ შორის. ლუნა კომპონენტებს აქვთ ჩამონტაჟებული მონაცემთა ნაკადის გრაფიკები და მომხმარებლებს ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი კომპონენტის ან ქვე კომპოენტის შეყვანა მაღალიდან დაბალი დონის აბსტრაქციამდე გადასაადგილებლად.

ლუნას თვისეებბი

ორმაგი სინტაქსის წარმოდგენა

ლუნა მსოფლიოში პროგრამირების პირველი ენაა, რომელსაც ორი ექვივალენტური სინტაქსის წარმოდგენის მხარდაჭერა აქვს – ვიზუალური და ტექსტური. ვიზუალური წარმოდგენა გვიჩვენებს ძალიან სასარგებლო დეტალურ ინფორმაციას და მომხმარებელს დიდი სურათის ადვილად აღქმის საშუალებას აძლევს, როცა დაბალი დონის ალგორითმების განვითარებისთვის კოდი შეუცვლელია.

ავტომატური პარალელიზმი

ლუნას აქვს ავტომატური პარალელიზმი, რომელიც ეფუძნება Huskell GHC სამუშაო სისტემის ხელოვნების მდგომარეობას. ამის გამო, ლუნას, ათასობით კავშირის დამყარება წამებში შეუძლია. ის ავტომატურად ყოფს პროგრამას და ასევე მისი შესრულების განრიგს ადგენს ხელმისაწვდომ CPU ბირთვებზე.

მონაცემთა დამუშავება და ვიზუალიზაცია

ლუნას კომპონენტებს შეუძლია მათი შედეგების ვიზუალიზაცია და ფერების გამოყენება მონაცემების სხვადასხვა ტიპების მითითებისთვის, რომლებსაც ცვლიან. მომხმარებლები იგებენ მონაცემთა ნაკადს და ყველა შუალედურ შედეგს მხოლოდ გრაფიკზე შეხედვის საშუალებით ადარებენ.

მათ შეუძლიათ პარამეტრებით მუშაობა და დაკვირვება იმაზე თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი რეალურ დროში გამოთვლის თითოეულ ეტაპზე. ლუნა მომხმარებლებს სწრაფი იტერაციის, სხვადასხვა იდეის ტესტირების საშუალებას აძლევს. მათ ასევე შეუძლიათ საფუძვლიანად შეისწავლონ ის დომეინი, რომელსაც იძიებენ.

ლუნა ექსპლორერი

ლუნას აქვს კონტექსტის მცოდნე ბუნდოვანი საძიებო სისტემა, რომელსაც ექსპლორერი ჰქვია. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ბიბლიოთეკების მოძიება საჭირო კომპონენტებისთვის და თავიანთი დოკუმენტებისთვის. ექსპლორერს შეუძლია ადვილად გაიგოს მონაცემების ნაკადი მომხმარებლის განზრახვების პროგნოზირება გააკეთოს და ძიების შედეგები შესაბამისად მოარგოს.

მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ახალი ენა ლუნა. ლუნა ძალიან კარგია. ამ სფეროში თავად ვმუშაობდი და იმედი მაქვს საკუთარ ვიზუალური პროგრამირების გარემოს შევქმნი მომავალში, განაცხადა HackerNews-ის ბედნიერმა მომხმარებელმა. ბევრმა მომხმარებელმა გამოხატა სიხარული იმის გამო, რომ ლუნას აქვს ტექსტური სინტაქსის მხარდაჭერა ფუნქციონალური ბლოკების შესაქმნელად.

ზოგიერთი მომხმარებლის თანახმად, ლუნას ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს, რომლებიც სხვა ინსტრუმენტებში და პროექტის ან პროდუქტის სკალირების შეზღუდვის დროს არ არის.

ჩვენ ვართ თქვენი წარმატების გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები