; მათემატიკის მნიშვნელობა კომპიუტერულ მეცნიერებაში? - IT Academy STEP Tbilisi მათემატიკის მნიშვნელობა კომპიუტერულ მეცნიერებაში? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მათემატიკის მნიშვნელობა კომპიუტერულ მეცნიერებაში?

კომპიუტერული მეცნიერება საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, რომელსაც ბევრი ადამიანი სწავლობს იმედით, რომ მათგან სხვა მომგებიან კარიერათა შორის კიდევ ერთი კარგი კომპიუტერული პროგრამისტი, ანტიჰაკერი, სისტემური ადმინისტრატორი დადგება. შეიძლება საკმაოდ საინტერესო კურსად ჟღერდეს, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც უმეტესობას არ მოსწონს: მჭიდრო დამოკიდებულება კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკას შორის.

წლებია მათემატიკის მნიშვნელობა კომპიუტერულ მეცნიერებაში საკმაოდ საკამათო თემაა. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ მათემატიკა მნიშვნელოვანია კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის. სხვების აზრით, ამ საგანს კომპიუტერულ მეცნიერებაში მცირე ღირებულება აქვს.

როგორ გავიგოთ რომელი მხარე ამბობს სიმართლეს? ამ სტატიაში გაგაცნობთ მათემატიკის მნიშვნელობას კომპიუტერულ მეცნიერებაში.

დამოკიდებულება მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებას შორის

1. მათემატიკა ბუნებაში აბსტრაქტულია

მათემატიკის ბევრი ცნება აბსტრაქტული ენის გამოყენებით ისწავლება. მეორეს მხრივ, კიდევ ერთი რამ, რაც კომპიუტერულ მეცნიერებაში ისწავლება, არის პროგრამირების ენები. ამ ენების უმეტესობა ბუნებაში აბსტრაქტულია. ისინი ხასიათდება სინტაქსით, კარგად განსაზღვრული პროცესებით, სიმბოლოებით, ცალკეული სიტყვებით და ვიზუალებითაც.

იმის გამო, რომ მათემატიკა ბუნებაში აბსტრაქტულია, ეს გაგიადვილებთ პროგრამირების ენების შესწავლის პროცესს. მათემატიკა ასწავლის სტუდენტებს კითხვის, გაგების და პრობლემის ანალიზის ხელოვნებას, სანამ ისინი ამ პრობლემის გადაწყვეტილებას მოიფიქრებენ. ყველა ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, როცა საქმე პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებას ეხება ზოგადად.

2. მათემატიკა გასწავლით როგორ გამოიყენოთ ალგორითმები

ალგორითმი არის საყოველთაოდ გამოყენებული ტერმინი კომპიუტერული მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ზოგადად. ის ქმნის ბაზას, რომელზეც შემდეგომ პროგრამა ან აპლიკაცია უნდა შეიქმნას და დაინერგოს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ადამიანი ამ ტერმინს პირველად კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილებზე აწყდება, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ის მათ თავის დროზე მათემატიკის გაკვეთილებზე შეხვედრიათ. იცით თუ არა რომ მარტივი განტოლება, როგორიცაა მაგალითად 7+3=10 ალგორითმია? ასეთი მარტივი განტოლებების შემდეგ, სტუდენტებს ასწავლიან რთულ ალგორითმებს კომპიუტერულ მეცნიერებაში.

3. მათემატიკა სტუდენტებს ანალიზის უნარ-ჩვევებს უვითარებს

კოდირება მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არ არის. უკან უნდა დაბრუნდეთ იმისთვის, რომ ნახოთ რა დაწერეთ და შეამოწმოთ სწორია თუ არა თქვენი დაწერილი კოდი. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ კოდის წერის დროს აუცილებლად დაუშვებთ ერთ ან რამდენიმე შეცდომას.

მათემატიკის სფეროში სტუდენტებმა აუცილებლად უნდა გააანალიზონ თავიანთი სამუშაო. თქვენს მიერ გაცემული პასუხებიც ყოველთვის ზუსტი არ არის. საჭიროა დაუბრუნდეთ და ჩახედოთ ფორმულას და რიცხვებს, რომლებიც გამოიყენეთ. სანამ საბოლოო პასუხამდე მიხვალთ, აუცილებლად გაასწორებთ შეცდომებს და ხარვეზებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათემატიკა ამზადებს სტუდენტებს ბაგების აღმოჩენის და მოგვარების დავალებებისთვის. სტუდენტებს მაინც ექნებათ ენთუზიაზმი ძალისხმევის გარეშე შეასრულონ ასეთი დავალებები, მიუხედავად იმ საშუალებებისა, რომლებითაც შეიძლება ამ დავალებების ავტომატურად შესრულება.

4. კომპიუტერული მეცნიერება მათემატიკის დიდ ნაწილს მოიცავს

ზემოთ ხსენებული უნარ-ჩვევების გარდა, მათემატიკა დიდი დოზით შეგხვდებათ კომპიუტერულ მეცნიერებაში. აუცილებლად დაგჭირდებათ მათემატიკური ცოდნის გამოყენება რეალური პრობლემების კომპიუტერის მეშვეობით მოსაგვარებლად. საქმის გაკეთება გაგიჭირდებათ, თუ მათემატიკის გაკვეთილები თავის დროზე სერიოზულად არ გიმეცადინიათ.

მაგალითად, არსებობს უამრავი მათემატიკური განტოლება და ფორმულა, რომლებსაც იყენებენ თვითმართვადი მანქანის საკონტროლებელი პროგრამის შესაქმნელად. ასეთი პროგრამების დაწერა რთულია ან საერთოდ შეუძლებელი, თუ მათემატიკის სფეროში არანაირი განათლება არ გაქვთ.

5. დისკრეტული მათემატიკა არის კომპიუტერული მეცნიერების საფუძველი

საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ დისკრეტული მათემატიკა მყარ საფუძველს ქმნის პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერების შესასწავლად. ის მოგცემთ ალგორითმების, გამოთვლის და სირთულის ღრმა ცოდნას, რომელსაც შემდეგ პროგრამირებაში გამოიყენებთ. ლოგიკური ალგებრა – ეს არის საგანი დისკრეტულ მათემატიკაში, რომელიც გამოიყენება საკონტროლო ფუნქციების შექმნის დროს პროგრამირებაში. თუ ერთხელ მაინც დაეუფლებით მათემატიკის აღნიშნულ თეორიებს, მაშინ მათ კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, პრაქტიკაში ადვილად გამოიყენებთ.

დასკვნა

ძლიან ხშირად, სკოლები და კოლეჯები მათემატიკის შესწავლას ამატებენ კომპიუტერულ მეცნიერებაში. ისინი იშვიათად ატყობინებენ სტუდენტებს, თუ რატომ აკეთებენ ამას. ამას ისინი, როგორც საბაზო რუტინას, ისე აკეთებენ. სტუდენტები ოდნავ გრძნობენ ამ ცვლილებას.

მოცემულ სტატიაში თვალნათლივ არის მოცემული ის, რომ მათემატიკური თეორიები ძალიან პრაქტიკულია. მათი გამოყენება შეიძლება კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა მთავარ ასპექტებში. თუ გეგმავთ კომპიუტერული მეცნიერების შესწავლას, დროა მათემატიკის შესწავლას სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები