; მათთვის, ვინც ამ პუბლიკაციას და სიტყვა ლუზერს უარყოფითად აღიქვამს - IT Academy STEP Tbilisi მათთვის, ვინც ამ პუბლიკაციას და სიტყვა ლუზერს უარყოფითად აღიქვამს - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მათთვის, ვინც ამ პუბლიკაციას და სიტყვა ლუზერს უარყოფითად აღიქვამს

თანამედროვე სტატისტიკის მიხედვით მოზარდებმა იციან ამ სიტყვის თუ სლენგის მნიშვნელობა (გამოხატვა) ასეთი სახით: ლუზერი არის ის, ვისაც თავის ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ შეუძლია, უფრო და უფრო ნაკლებად განიცდის კონკურენციის საჭიროებას, ამიტომ ასეთი გზით ურიგდებიან ამ გამოხატვას და ბოლო ადგილებს იკავებენ იმ აზრით, რომ რატომ უნდა მოინდომონ და შეწუხდნენ, როცა ყველანაირი სირთულეების გარეშეც ნორმალურად ცხოვრობენ. საქმე იმაშია, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრებაში განსაკუთრებულ სიმაღლეებს ვერ აღწევს, მაგრამ ამის გამო თავს ლუზერებად არ თვლიან, სხვები კი პირიქით, თუ ცხოვრებაში ერთ ასპექტში წარუმატებლობას წააწყდებიან, ბოლოს და ბოლოს სხვა ასპექტში შეძლებენ წარმატების მიღწევას. თუმცა ეს პუბლიკაცია ყველას არ ეხება, ეს კონკრეტულად მათ ეხება, ვისაც უყვარს კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა (სოფტი) და არ ხდება დამოკიდებული, შემდეგ კი აზარტული მოთამაშე.

ფულის გამომუშავება სხვადასხვა გზით შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია უამრავი რაოდენობის მაგალითი მოვიყვანოთ, ახალგაზრდებისთვის და მშობლებისთვის, რომლებიც ამ სიტყვამ გააღიზიანა, მაგრამ სინამდვილეში მოზრდილებისგან გვესმის მხოლოდ უარყოფითი აზრი ასეთი დამოკიდებულებების მიმართ, რადგან ინტელექტის დონე ვარდება, ბავშვი ამას ძალიან ბევრ დროს უთმობს, არ კითხულობს, არ ვითარდება, აზარტი მხოლოდ იზრდება და კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ. მოდით ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, ძველ დროში ასეთი გამოთქმა არსებობდა, ხუთმა კაპიკმა დაღუპა. ეს გამოთქმა ფულის ადვილად, აზარტული გზით მიღებას გულისხმობდა, თავიდან მოყვარულის დონეზე, შემდეგ კი ყოველდღიურ თამაშებში და ფსონის დადებაში გადადიოდა, აზარტულ მოთამაშეებთან მხოლოდ ის აზარტული ხალხი მიდიოდა, ვიზეც ეს ყველაფერი იყო გათვლილი, რის შედეგადაც მათ მშვენივრად ანადგურებდნენ. ამას აკეთებდნენ ბანქოს მოთამაშეებიც, ბილიარდის თამაშის დროს, დოღზე და ა.შ. ტექნიკის, ტელევიზიის გამოჩენასთან ერთად, აზარტული მოთამაშეების რიცხვი გაიზარდა. გაჩნდა სპორტული ტოტალიზატორები, კომპიუტერული თამაშები ფულზე, ჩვეულებრივი და ონლაინ სამორინეები. საბოლოო ჯამში, ძირითადად სავალალო შედეგები გვაქვს. ფულის, ძვირფასი მანქანის, საცხოვრებელი ბინის გასაღების, კერძო სახლების, ბიზნესის წაგება.

ძვირფასო მშობლებო, როცა კომენტარებს წერთ, პუბლიკაციაში უარყოფითი მხარე არ უნდა ეძებოთ და სასწრაფო ტემპით უსაფუძვლო შენიშვნები არ უნდა დაწეროთ. პირველ რიგში იმაზე დაფიქრდით, თუ როგორი გინდათ იყოს თქვენი შვილი. თუ მას კომპიუტერული ტექნიკის, სმართფონების, პლანშეტების მიმართ მიდრეკილება აქვს, პირადად თქვენ გექნებათ სურვილი მომავალში თქვენი მოზარდი გახდეს წარმატებული, ნიჭიერი სპეციალისტი და პროფესიონალი, რომლითაც იამაყებთ. ნამდვილად არ მოგეწონებოდათ მისი აზარტულობა, რომელიც თქვენს მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ ქონებას ერთ დღეში წააგებდა, განა ასეთები ცოტანი არიან? ბავშვების აზრებს ჩვენ სერიოზულად არ აღვიქვამთ, აქცენტს არ ვაკეთებთ მათ შენიშვნებზე, განსაკუთრებით მათ ქუჩურ და ბინძურ გამონათქვამებზე, ეს მათ აღზრდაზე და მშბოლების მარცხზე მეტყველებს, რომლებიც მომავალში მათი ხარჯების გასწორებაში გაატარებენ ცხოვრებას.

ჩვენი მიზანი ის არის, რომ აღვზარდოთ, ვასწავლოთ და ღირსეული ადამიანებით შევავსოთ სოციუმი, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით და უახლესი მიღწევებით ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობას და კიდევ ბევრ ადამიანს მოუტანენ სარგებელს, კომპიუტერიზაციის სფეროში და ტექნოლოგიების განვითარებაში.

ჩვენი შემოთავაზება – თქვენი არჩევანი!

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP


ახალი ამბები