მათთვის, ვისაც სჭირდება, აინტერესებს და ვისთვისაც უბრალოდ მნიშვნელოვანია! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მათთვის, ვისაც სჭირდება, აინტერესებს და ვისთვისაც უბრალოდ მნიშვნელოვანია!

1 ნოემბრიდან
დასწრება
თავისუფალია
ჯანო ბაგრატიონის 6

დაწყებამდე დარჩა:

დღე
საათი
წუთი
წამი
2019/6/01

სასწავლო წელი IT სტეპ აკადემიაში, შეიძლება ითქვას, წარმატებით დაიწყო. ჩვენს რესპუბლიკაში არსებულ არც თუ ისე იდეალურ მდგომარეობაში, სტეპი მისაღები აბიტურიენტების გაცილებით ნაკლებ ნაკადს ელოდა. მაგრამ, გაგიკვირდებათ და ყველაფერი პირიქით მოხდა, ჩვენს ახალგაზრდებს იმდენად დიდი ინტერესი აქვთ ტექნოლოგიების მიმართ, რომ მიღებულმა რაოდენობამ ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
დააკვირდით მათ მზერას, გამომეტყველებას, ბავშვების, მოზარდების და უფროსების მომხიბლავ მზერას. როგორ შეიძლება საინტერესო არ იყოს ის, რაც მთელს მსოფლიოში ხდება, როგორ არ უნდა შეგვეხოს მსოფლიო მეოთხე, ტექნოლოგიური რევოლუცია, როგორ არ უნდა ვიფიქროთ მომავალ პროფესიებზე, რომლებსაც ჩვენი ბავშვები დაეუფლებიან, როგორ არ უნდა დაგვაინტერესოს უახლესმა ინოვაციებმა, რაც ჩვენს ეკონომიკას აამაღლებს, გააუმჯობესებს და მნიშვნელოვნად წინ წასწევს ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენს ინდუსტრიას, ჩვენს ზოგად განათლებას, ჩვენს ინტელექტუალურ პოტენციალს.
კურსდამთავრებულები, რომლებიც განვითარებული სპეციალისტები გახდებიან, შეძლებენ აამუშაონ გაჩერებული და დაკონსერვებული მეტალურგიული ქარხნები, ტექსტილის ფაბრიკები და ბევრი სხვა დაწესებულება, რითაც მდიდარი იყო ჩვენი საქართველო და აიყვანონ ისინი მაღალ დონეზე და მსოფლიო სტანდარტებზე. ჩვენი კურსდამთავრებულები, ჩვენი მომავალი პროფესიონალები თავად მოემსახურებიან თანამედროვე კომპიუტერულ მართვის სისტემას, რომელიც ძირითადი ღერძი გახდება, შეიძლება ითქვას მთელი ონლაინ სისხლის მიმოქცევის ქსელიც კი, რომელიც აცოცხლებს და ააყვავებს ჩვენს მშობლიურ იბერიას. ჩვენ დიდი ფინანსური რესურსები არ გაგვაჩნია, მაგრამ ვცდილობთ რაღაცით მხარი დავუჭიროთ ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს სტეპერებს.
მიმდინარე წელს შევძელით მათთვის საჩუქრად გადაგვეცა 110 ნოუთბუქი, რითაც სწავლის სტიმული მივეცით და მომავალშიც შევეცდებით მათთვის რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ. თუ ვინმე გამოგვეხმაურება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების მომავალი, რომლებიც ასევე დაინტერესებული უნდა იყვნენ ასეთი კადრით, მომავალი პროგრამისტებით, შეძლებენ თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ მათ ინტელექტუალურ განვითარებაში.
ჩვენს გამოწვევას პირველი გამოეხმაურა ჩვენი დამფუძნებელი, სტეპ აკადემიის ქსელის გენერალური დირექტორი, დიმიტრი კორჩევსკი და გადაწყვიტა კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით 56 ფილიალის სტუდენტებიდან შემთხვევითი შერჩევით ყველაზე იღბლიან სტეპერს გადასცეს მოტივირებული პრიზი წითელი ფერის ავტომობილი მუსტანგ კაბრიო 2019 წლის მოდელი. ასე რომ თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს…

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია სტეპი

დაგვიკავშირდით ეხლავე!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


1 ნოემბრიდან
დასწრება
თავისუფალია
ჯანო ბაგრატიონის 6

დაწყებამდე დარჩა:

დღე
საათი
წუთი
წამი
2019/6/01

ახალი ამბები