მართე შენი ონლაინ რეპუტაცია - IT Academy STEP Tbilisi მართე შენი ონლაინ რეპუტაცია - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მართე შენი ონლაინ რეპუტაცია

კითხვაზე “რა არის რეპუტაცია?”
ჩვენ გპასუხობთ – რეპუტაცია ღირსების ან ნაკლის, საერთო ხასიათის და მდგომარეობის შესახებ შექმნილი საერთო აზრი, საზოგადოებრივი შეფასება და მათზე გავლენაა…
მაგალითისთვის: გაერთიანებულ საემიროებში როდესაც საქმე თქვენი ციფრული მარკეტინგის მენეჯმენტს ეხება, თქვენს კომპანიაში შეიძლება ბრენდის იმიჯის პროექტირების გუნდი ეფექტურად მუშაობდეს, მარკეტინგის გუნდიც საოცარ შედეგებზე გადიოდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს გაყიდცებზე. სოც-ქსელში თქვენს უარყოფითმა გასაჯაროებამ შეიძლება თქვენს ონლაინ რეპუტაციას საფრთხე შეუქმნას და რაც ძალიან არასასურველია, შეიძლება თქვენი ნაწარმი ერთ დღესაც ერთხმად უგულებელყონ !

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, სცადეთ გაითვალისწინოთ ისინი თქვენი ონლაინ რეპუტაციის ეფექტურად სამართავად.

დასაწყისისთვის ერთერთი კარგი სივრცე ცუდი გამოხმაურებების მიმოხილვაა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მიმოხილვა ამ შემთხვევაში ნეგატიური გაგებით არ იგულისხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა საქმის კურსში იყოთ, რათა შესაბამისად იმოქმედოთ. ბევრი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ნებისმიერ ბიზნესში შეიძლება ნეგატიური გამოხმაურებების ნახვა, მაგრამ არსებობს ნეგატიურის პოზიტიურისკენ შემობრუნების გზა. შეეცადეთ მომხმარებლის საკითხი საზოგადოებრივი გზით გადაჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მომხმარებელი უკან ვეღარ  დაიბრუნოთ, ყველა ადამიანი, ვინც ამ ცუდ გამოხმაურებას ნახავს, იმასაც შეამჩნევს, რომ თქვენმა ბიზნესმა ყველაფერი გააკეთა საკითხის მოსაგვარებლად.

კიდევ ერთი კარგი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის თქვენი ონლაინ ყოფნის განვითარება. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში, საჭიროა გქონდეთ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული გარკვეული ტიპის ინფორმაცია გამოფენილი გვერდზე, ბოლოს და ბოლოს, Twitter-ზე, LinkedIn-ზე ან Facebook-ზე.  ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ დაიწყოთ დაინტერესებული ადამიანების მოზიდვა სხვადასხვა პლათფორმაზე თქვენი გავლენის და საქმიანობის ასამაღლებლად. ამის გაკეთება შეიძლება რთული აღმოჩნდეს, თუ მცირე ბიზნესით ხართ დაკავებული, მაგრამ ბევრი სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ კარგად დაგეგმოთ და ჩამოაყალიბოთ თქვენი ინფორმაცია წინასწარ. აუცილებლად დაუთმეთ დრო მომხმარებლებთან კონტაქტს, თუ ისინი შეკითხვებით მოგმართავენ სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთღი რამ, რაც სასურველია ჩვევად გამოიმუშაოთ, არის ის, რომ ბიზნესი რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს. დღეს ხალხი ისეთი საკითხებით უფრო ინტერესდება, რომლებიც ათწლეულების წინ შეიძლება არავისთვის საინტერესო არ ყოფილიყო, მაგალითად, საიდან მოაქვს საჭმელი რესტორნებს. ბევრმა მომხმარებელმა შეიძლება გკითხოთ თქვენი ბიზნესის სერთიფიკატების, თქვენი ისტორიის შესახებ ან დაინტერესდნენ სხვა სპეციფიური დეტალებით სანამ თქვენთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი რეპუტაცია რომ არ შეილახოს, საჭირო ინფორმაცია და ბიზნეს მასალები  განათავსეთ თქვენი ვებ საიტის პირველ და მთავარ გვერდზე. დღეს ყველა მომხმარებელს შეუძლია თავად მოიძიოს ინფორმაცია, ამიტომ გაუადვილეთ მათ ამ საქმის გაკეთება.

ძალიან პოპულარული ხდება ასევე ეფექტური გავლენის მქონე მარკეტინგი. ნაწილობრივ ეს ქვეყნად სოციალური ქსელის პლათფორმების და სმართფონების მზარდი გამოყენების მიზეზია, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას. გავლენის მოხდენის შემძლე ადამიანს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ბრენდის რეპუტაციის ამაღლებაში სხვების მოზიდვით, მაგრამ ეს ორმაგი სამუშაოა. ყურადღებით შეარჩიეთ ასეთი ადამიანები და მათთან ისეთი ხელშეკრულება გააფორმეთ, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ამ ხელშეკრულების შეწყვეტას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისეთ რამეს გააკეთებენ, რასაც თქვენს ბრენდზე ცუდი ზეგავლენა ექნება

და ბოლოს, ერთი რამ, როგორც არუნდა ვეცადოთ, რეპუტაციის აზრის ფორმირება ჩვენი პირადი პროფესიონალიზმის გაზომვით იწტება, დაიწყე დღესვე მომავლის პროფესიების სწავლა, დაგეგმე წარმატება! 

ნუ უყურებთ კომპიუტერს, როგორც  ვირტუალურ სამყაროში ურთიერთობის საგანს და შესაძლებლობას. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ მისი პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარებით და ნუ გაჩერდებით მხოლოდ მომხმარებლის დონეზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის ყველა რესურსი და იხსნათ მრავალმილიონიანი კომპანიები გაბანკროტებისაგან.

მაშინ თქვენი რეპუტაცია გაიზრდება და დაემატება ანაზღაურებას ნოლები $ .000

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები