; მზარდი ტექნიკური ინდუსტრიები - კაპიტალის დაბანდების დროა! - IT Academy STEP Tbilisi მზარდი ტექნიკური ინდუსტრიები - კაპიტალის დაბანდების დროა! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მზარდი ტექნიკური ინდუსტრიები – კაპიტალის დაბანდების დროა!

თუ კაპიტალის დაბანდებას გეგმაქვთ ახლო მომავალში, საკმაოდ ბევრი სექტორი არის განსახილველი: ბლოქჩეინი, ავტომობილები, სოფლის მეურნეობა, ენერგია, მშენებლობა და ა.შ. ტექნოლოგიების მუდმივ განვითარებასთან ერთად სასურველია თვალი გეჭიროთ ტენდენციებზე და უახლეს, მზარდ ინდუსტრიებზე, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ტექნოლოგიების მიღწევების გამო. გაეცანით კაპიტალის დაბანდების სფეროებს, რისი განხორციელებაც დღეს შეგიძლიათ.

საკვები, E-კომერცია

ერთერთი ყველაზე დიდი მრეწველობა, რომელიც დღეს სწრაფად ვითარდება არის საკვები e-კომერცია. მართალია ონლაინ გაყიდვები ძალიან გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგრამ როცა საქმე ტანსაცმელს, წიგნებს, საჩუქრებს და სხვა სამომხმარებლო საგნებს ეხება, სწრაფი შესყიდვები მაინც ტრადიციულ აგურის შენობებში მოთავსებულ მაღაზიებში ხდება. ეს ძალიან სწრაფად იცვლება.

ახლა როცა მომხმარებლები კომფორტულად გრძნობენ თავს და იციან e-კომერცია, უფრო მეტი ინტერესით ყიდულობენ სასურსათო და სხვა პროდუქტს ინტერნეტით. ამის გარდა, დროის უკმარისობის და გრძელ სამუშაო საათების გამო, საკვების სახლში მიწოდების უფო მიმზიდველი ხდება მყიდველებისთვის.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ეს სფერო სწრაფად ვითარდება ის არის, რომ უკეთესი დისტრიბუცია გახდა ხელმისაწვდომი. დღეს ბიზნესებისთვის გაცილებით ადვილია საკვები პროდუქციის საწყობებიდან მომხმარებლების სახლებში ან სამუშაო ადგილებზე მიწოდება. ინტერესი ასევე იზრდება გურმანების ინგრედიენტებზე, რაც ძალიან ხშირად ტრადიხიულ სასურსათო მაღაზიებში იშვიათად იყიდება. ეს დიდწილად წარმოიშობა ყველა სპეციფიურ სფეროში. გურმანები უჩვეულო ინგრედიენტების შესახებ სამზარეულოს გადაცემებიდან სწავლობენ, რომლებიც სატელევიზიო რეალითი შოუებით, ბლოგებით, ინსტაგრამით და სხვა სოციალური მედია საიტებით გადმოიცემა.

AR და VR

გაძლიერებული რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობაც (VR) ძალიან სწრაფად ვითარდება. Pokemon Go აპლიკაციის წარმატებულმა გაშვებამ აჩვენა ბიზნესებს თუ რამდენი რამ შეიძლება გამოვიდეს კომბინირებული ტექნოლოგიებისგან, თამაშებისგან და ა.შ. ბაზარი მზად არის AR და VR-თვის, ამიტომ ტექნოლოგიების ეს სფერო სწრაფად ვითარდება.

ერთერთი მოხსენების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გლობალური გაძლიერებული რეალობის მრეწველობა მასიურად 134 მილიარ დოლარად იქნება შეფასებული 2021 წლისთვის, ხოლო ვირტუალური რეალობის ბაზარი იგივე დროში სავარაუდოდ 75 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ბოლო წლების განმავლობაში, AR უმთავრესად ტაბლეტებში, სმართფონებში და აოლიკაციებში გამოიყენება. თუმცა, მალე ის უფრო გავრცელდება ტექნიკის კომპონენტების დიზაინში. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ მას გამოიყენებენ ეკრანებზე, სენსორებზე, შეყვანის მოწყობილობებში, პროცესორებში, კონტაქტურ ლინზებში და ბევრ სხვა პროდუქტებში.

ეაც შეეხება  VR-ს, ყურსასმენები ხანდახან ძალიან პოპულარულია მოთამაშეებში, მაგრამ ტექნოლოგია სხვა სფეროებში გადადის. მაგალითად, ჩვენ ვნახავთ, რომ ის ინტეგრირებული იქნება განათლებაში, ციფრულ მარკეტინგში, უსაფრთხოების ტესტირებაში, თერაპიის მომსახურებებში, სამუშაო ტრენინგებში და მრექველობის სხვა დარგებში.

ავტოტექნიკა

ბოლო რამდენიმე თვეა, თითქმის ყოველ კვირა იბეჭდება სტატიები ავტოტექნიკის სამყაროში მიმდინარე წინსვლების შესახებ. ეს სექტორი ახლა ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით როცა საქმე თვით-მოძრავ ტექნოლოგიას ეხება.

ტექნოლოგიის უდიდესმა მონსტრებმა, როგორიცაა ტესლა და გუგლი, უკვე დააბანდეს უზარმაზარი კაპიტალი ამ სფეროში. ბევრი სხვა კომპანიაც დაადგა ამ გზას. შედეგი ის არის, რომ ფუნქციურად დამოუკიდებელი მანქანები მთავარი განვითარებაა, რაც გზებზე ყველგან შეგხვდებათ რამდენიმე წელში, ამას მოყვება სუფთა ჰაერი და დაცული გარემო..

მილიარდობით დოლარის ინვესტიციები კეთდება ავტოტქნიკაში, მისი უამრავი სარგებლის გამო როგორც ინვიდუალური მომხმარებლებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. მაგალითად, გზები უფრო უსაფრთხო გახდება, რადგან მანქანებს ადამიანების ნაცვლად კომპიუტერები გააკონტროლებენ, რადგან ავარიული შემთხვევები უმეტეს შემთხვევებში ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული. უმძღოლო ტრანსპორტი საშუალებას აძლევს ხალხს სავალდებულო დრო სამუშაოდ გამოიყენონ, სატელეფონო ზარები განახორციელონ და იყვნენ უფრო პროდუქტიულები.

ბიზნესებისთვის ფინანსური დაზოგვები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფირმებს უნდა შეეძლოთ ფინანსების დაზოგვა მძღოლების მომსახურების ხელფასებზე. შემდგომ, ფუნქციურად დამოუკიდებელი ტრანსპორტის ინტერნეტთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება მარშრუტის შერჩევა, წინასწარ იმის გარკვევა თუ სად არის გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და გზებთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხის მოძიება. ეს ყველაფერი დროის და ბენზინის დაზოგვამდე მიგვიყვანს.

კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგი ზრდას განაგრძობს ტექნოლოგიების წყალობით. წლების განმავლობაში კომპანიები ორიენტირებული იყვნენ კონტენტის შექმნაზე, გუგლის და სხვა საძიებო სისტენების რეიტინგების გამო. დღევანდელი ტექნოლოგიური წინსვლა იმას გულისხმობს, რომ კონტენტის გამოყენებით შესაძლებელია სხვა, კიდევ უფრო კარგი შედეგების მიღწევა.

მაგალითად, დიდი მონაცემების გამო, ანალიტიკის და კომპიუტერული პროგრამისტების გამო კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი კონტენტი პერსონალურად მოარგონ სხვადასხვა სამიზნე ბაზრებს და მარკეტინგის ასორტიმენტს. ეს კი თავის მხრივ გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ უკეთესი, დაჭერაზე დაფუძნებული რეიტინგები და ტრანსფორმაციები. ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონტენტი დღეს უფრო ინტერაქტიულია, რომელიც ორგზის კომუნიკაციის საშუალებას იძლევა მყიდველებსა და ფირმებს შორის


ახალი ამბები