; მოვემზადოთ პირველი თამაშის კოდის დასაწერად - IT Academy STEP Tbilisi მოვემზადოთ პირველი თამაშის კოდის დასაწერად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მოვემზადოთ პირველი თამაშის კოდის დასაწერად

პროგრამირების (ან რამე სხვა) სწავლის თქვენით მცდელობის უმეტესობა ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მარცხით დამთავრდება. ყველა თვითნასწავლი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო მოტივაციის დაკარგვის რისკზე მიდის. მაგალითად, კოდირების ზოგიერთი თემა შეიძლება ძალიან რთული და გაუგებარიც კი აღმოჩნდეს. ან პირიქით, იმდენად მარტივად გამოგივიდეთ რომ დაეჭვდეთ კიდევ სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა

რთულია – სუბიექტურად არ შეაფასო საკუთარი წარმატებები

რთულია მოთხოვო საკუთარ თავს ახალი მეთოდები – როგორ გავაკეთოთ?

რთულია მოთხოვო საკუთარ თავს ახალი მიმართულებები – საით წავიდეთ? გარდა ამისა, ახალბედა, გამოუცდელი პროგრამისტები ძალიან ხშირად კარგავენ მოტივაციას იმის გამო, რომ ისინი ვერ ხედავენ სამუშაოს საბოლოო ან თუნდაც შუალედურ შედეგს.

აღნიშნული პრობლემა ტიპიურია არა მხოლოდ სტუდენტებში, არამედ პროფესიონალ პროგრამისტებშიც. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, რომლებიც დიდ რთულ პროექტებზე მუშაობენ დიდ გუნდთან ერთად, უზარმაზარი პროგრამის კოდის მცირე ნაწილს ქმნიან. ამ მცირე ნაწილის ეფექტი ყოველთვის არ ჩანს, უფრო ხშირად ის იქვე იკარგება, მათივე კოლეგების მიერ შექმნილ იგივე ნაწილებთან ერთად.

პროგრამირების სტუდენტებს ოდნავ განსხვავებული პრობლემები აქვთ. მათი უმრავლესობა გარკვეულ თემებს სწავლობს, ხსნიან ამოცანებს რეალობისგან გამოყოფილი ცოდნის გასაერთიანებლად, მაგრამ გლობალურად ვერ ხედავენ რა ისწავლეს და სინამდვილეში რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ. ფაქტიურად, შედეგი იგივეა, რაც პროფესიონალების შემთხვევაში: ისინი ვერ ხედავენ საკუთარი ძალისხმევის შედეგს.

დიახ, საკმაოდ დიდი პრობლემაა … რა უნდა გავაკეთოთ?

პროგრამირების სწავლის მიტოვება კარგი იდეა არ არის. უკეთესი გზაა მისი სხვა რამეებით გაზავება, რაღაცით, რაც თქვენთვის საინტერესოა, სადაც შედეგიც გამოჩნდება.

პროგრამისტები, რომლებიც მუშაობენ მსხვილ აუთსორსინგებსა და მწარმოებელ კომპანიებში, ხშირად „ირთობენ თავს“ საკუთარი პროექტების შექმნით. იგივე მეთოდს ვურჩევთ წარმატებულ სტუდენტებსაც. ყველაზე ხშირად, ახალბედა დეველოპერები წერენ მცირე თამაშებს, რომლებიც დაფუძნებულია კლასიკურ თამაშებზე და ზოგჯერ ისინი ასეთი გზით აცნობიერებენ საკუთარ იდეებს.

მაგრამ რა უნდა გააკეთონ ახალბედა კოდის შემქმნელებმა, ვინც მზად არ არიან თავად შექმნან შედარებით საინტერესო პროექტები? დღეს ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ საკმაოდ დეტალურად აღწერილი ინსტრუქციები. ამ ინსტრუქციების მიხედვით სტუდენტი ქმნის საკუთარ პროექტს უფრო გამოცდილი დეველოპერების დახმარებით.

გაითვალისწინეთ, ქრონიკულად სხვების დახმარება სარგებელს ვერ მოგიტანთ. აკადემიური სწავლებით თქვენ უნდა გააფართოვოთ თქვენივე  აზროვნების შესაძლებლობები. თითოეული პატარა პრობლემისთვის ინტერნეტში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მოძიება შეგიძლიათ, თუმცა აკადემიური სწავლება მაინც აუცილებელია, სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა; Minesweeper, 2048, Snake, Space Invaders, Moon Lander and Racer.

ასეთი თამაშის კოდის დასაწერად საკმარისია ჯავას საფუძვლების ცოდნა, რაც შეგიძლიათ საკმაოდ სწრაფად აითვისოთ: საბაზისო ცოდნა კლასებისა და ობიექტების შესახებ, ძირითადი პრიმიტიული მონაცემთა ტიპები, ციკლები და ბრანჩები, მასივები და ჩამონათვალის მასივის სტრუქტურის საწყისების შესახებ. თამაშების შექმნისას მას დაყოფთ 2-3 ათეული პატარა დავალებებით, ასევე ეტაპობრივი ინსტრუქციებით. როცა ბოლო ნაბიჯს დაასრულებთ, მზა თამაშს მიიღებთ

შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები