; მომავლის პროფესიები - IT Academy STEP Tbilisi მომავლის პროფესიები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მომავლის პროფესიები

22 იანვარს ოფიციალუად გაეშვა “Amazon Go” რაც გულისხმობს, მსოფლიოში პირველ მარკეტს რიგებისა და ხმაურის გარეშე!
მარკეტში რაიმეს შესაძენად, საჭიროა ჩამოტვირთოთ და გაააქტიუროთ აპლიკაცია “Amazon Go“, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ პროდუქტი, Amazon ტექნოლოგია თვალს ადევნებს რომელ პროდუქტებს აიღებთ ან დააბრუნებთ თაროზე, დაგითვლით შეძენილი საქონლის ღირებულებას ინვოისს კი გადააგზავნის ბანკში, შედეგად, თქვენ აცდებით ფულთან კონტაქტს, ათასგვარი ჩეკის და ქაღალდის თრევას, არც კონსულტანტი დაგჭირდებათ რამეთუ აპლიკაცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

თუმცა, აღნიშნული სიახლე ცალსახად მიგვანიშნებს რამოდენიმე პროფესიისკენ, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მალე აქტუალურობას დაკარგავს, ამასთან, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ახალი პროფესიების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურმა ევოლუციამ გამოიწვია! ახალი პროფესიებიდან უკვე ყველასთვის ცნობილია: კრიპტო ტრეიდერი, სოციალური მედია მენეჯერი და მრავალი სხვა

 

წარმოგიდგენთ ამ დროისთვის ნაკლებად ცნობილ, ახლადშობილ პროფესიებს:

 

მომავლის პროფესია: ვირტუალური გარემოს დიზაინერი
ცოდნის სფერო – არქიტექტურის დიზაინი, რედაქტორის საქმე, ფსიქოლოგია.
2020 წლის პროგნოზით, VR-საშუალებების ბაზარი 40 მილიარდი დოლარით შეფასდება, 2026 წლისთვის კი მილიონობით ადამიანი წარმოუდგენლად დიდ დროს გაატარებს ახალი წესების მქონე ვირტუალურ სივრცეში. ისინი იქ არა მხოლოდ გაერთობიან, არამედ იმუშავებენ და ისწავლიან. ვირტუალური გარემოს დიზაინერი ვირტუალური სამყაროების პროექტირებით დაკავდება, რათა ინტერნეტმომხმარებლებმა იქ საარსებო და სამუშაო პირობები შექმნან. ვირტუალურ სივრცეში დაინიშნება საქმიანი შეხვედრების უმეტესობა, ადამიანები ივლიან ვირტუალურ მუზეუმებში, უნივერსიტეტებში… ოფისის მუშაკთა ტიპური დღე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ კოლეგებთან ვირტუალური ურთიერთობით დაიწყება. მათი პროექტი შეიძლება გახდეს ფეხბურთის მოედნის მოდელი ან იუნესკოს მემკვიდრეობის ციფრული კოპია, რომელიც ორიგინალის დასაცავად შეიქმნება.

მომავლის პროფესია: რობოეთიკის ადვოკატი
ცოდნის სფერო – კომუნიკაციები, ფილოსოფია, ეთიკა.
ექსპერტთა აზრით, მომავალი ათასწლეული რობოტების ერად გადაიქცევა. რობოტები დაეხმარებიან ადამიანს ყველა სფეროში. ისინი მათი პირადი ასისტენტები გახდებიან. 2019 წელს დიდ ბრიტანეთში ამ სფეროში 55,8 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. რობოეთიკის ადვოკატი შეასრულებს შუამავლის როლს ადამიანსა და რობოტს შორის, დაარეგულირებს მორალურ და ეთიკურ კანონებს მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

მომავლის პროფესია: კულტურის Digital-კომენტატორი
ცოდნის სფერო – ხელოვნების ისტორია, ბიზნესი, პიარი და მარკეტინგი.
ათი წლის შემდეგ სოციალურ ქსელებში დომინანტობას ვიზუალური კომუნიკაცია გასწევს. ამ მოსაზრებას ამყარებს ინსტრაგამის პოსტთა რაოდენობა – 2017 წელს ქსელებში მათ 25% ეკავა. ვინც კარგად აითვისებს digital სფეროს „ენას“, მოთხოვნადი სპეციალისტი გახდება და ტრადიციულ კულტურაში ციფრული კულტურის ინტეგრირებას შეძლებს. ამ უნარებს ის კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოქმედ დაწესებულებებში და ინსტიტუციებში გამოიყენებს.

 

მომავლის პროფესია: კოსმოსური გიდი
2020 წლის შუა პერიოდისთვის დაიწყება მოგზაურობა კოსმოსში. ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაჩნდება ადამიანებზე, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობის მსურველთა უსაფრთხოებაზე და ექსკურსიებზე იზრუნებენ. ჩვენი პლანეტის საზღვრებს გარეთ კოსმოტურიზმის ტურების შედგენას კარგად მომზადებული სპეციალისტები დასჭირდება.

მომავლის პროფესია: პირადი მონაცემების კურატორი
ინტერფეისები „ტვინი-კომპიუტერი“ 2020 წლის ბოლოსთვის გავრცელდება. აღნიშნული მოწყობილობა შეაძლებინებს ადამიანს საკუთარი აზრების, მოგონებებისა და ოცნებების წაკითხვასა და დაფიქსირებას, ასევე სოციალურ ქსელებში მათ გაზიარებას. პირადი მონაცემების კურატორები ნეიროინტერფეისების და ნეტის მომხმარებლებს დაეხმარებიან, სწრაფად ადაპტირდნენ უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში.

მომავლის პროფესია: გარემოს აღდგენის ინჟინერი
2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდ ადამიანს მიაღწევს, რის გამოც ბუნებრივი რესურსების რაოდენობა საკმარისი აღარ იქნება. გარემოს აღდგენის ინჟინრები ეკოსისტემების რეაბილიტაციით დაკავდებიან და ამაში მათ არსებული ფლორა-ფაუნის ნიმუშები დაეხმარება. ეს სპეციალისტები გადაგვარებული მცენარეებისა და ცხოველების სახეობების აღდგენით დაკავდებიან.

მომავლის პროფესია: მუდმივ კვებაზე მომუშავე სპეციალისტი
მკვლევართა გათვლით, 2020 წლისთვის კაცობრიობა მდგრად ენერგეტიკაზე გადავა და მთელი სიმძლავრით გამოიყენებს მზისა და ქარის ენერგიას. ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც მომავლის ადამიანი აღმოჩნდება, მოღრუბლული ან უქარო ამინდი იქნება, როდესაც ზემოთ ნახსენებ რესურსებს ვერ გამოიყენებ. მუდმივ კვებაზე მომუშავე სპეციალისტები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.

მომავლის პროფესია: ადამიანის სხეულის დიზაინერი
ტექნოლოგიები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადამიანის ქსოვილის აღდგენა და ორგანოების შეცვლა მომავლისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცევა. ბიოინჟინერიის ჩარევით, ადამიანი შეძლებს გარეგნობის შეცვლას და ისეთი გახდება, როგორიც სურს რომ იყოს. სხეულის ნაწილები პროთეზების სახით მოდური და ფუნქციური იქნება.

 

მომავლის პროფესია: ბიზნეს პროტოკოლის ოფიცერი
ბიზნეს პროტოკოლი, პროტოკოლის სფეროს ყველაზე ახალგაზრდა დარგია, რომლის საშუალებით კერძო სექტორის წარმომადგენლები ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას მაღალი სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, კომპანიებში ეს პოზიცია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. პ-ოფიცერი ქმნის შესაბამის გარემოს იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განახორციელონ საკუთარი საქმიანობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. პროტოკოლის ოფიცრის მოვალეობაში შედის ისეთი საკითხები, როგორიც არის: მოლაპარაკების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება, მაღალი დონის დელეგაციების მიღება, სტუმრების დახვედრა-გაცილება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და სხვა. თუმცა, საპროტოკოლო საქმიანობა ბიზნესში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. პროტოკოლის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება ბიზნეს პროტოკოლისა და ეტიკეტის მიმართულებით.

 

მომავლის პროფესია: ტრენდების მაძიებელი
სპეციალისტი, რომელიც აანალიზებს ახალ ტენდენციებს სხვადასხვა განხრით, როგორიცაა: IT სექტორი, ეკონომიკა, საზოგადოება, პოლიტიკა და კულტურა და სხვა…
შორეულ ჰორიზონტზე, “მომავლის გამოსახულებებზე” მუშაობის უნარი გახდება ნებისმიერი მენეჯერის უნივერსალური კომპეტენცია.

 

მომავლის პროფესია: ბავშვის მომავლის და ზრდის მართვა
სპეციალისტი, რომელიც გასწავლით ჩვენს დროში არსებული ქაოსური ცხოვრების სტილში, როგორ უნდა იყოთ ეფექტური მშობელი, ბავშვის განვითარების საფუძველზე სხვადასხვა ასაკში შეარჩევს საგანმანათლებლო პროგრამებს (შემოქმედებითი, სპორტული და სხვ.), ადრეულ ასაკშივე ბავშვს საინტერესო ფორმით მიაწვდის საგანმანათლებლო თამაშებს და კომპიუტერულ პროგრამებს

 

მომავლის პროფესია: ხელმისაწვდომი გარემოების დიზაინერი
სპეციალისტი, რომელიც არასწორად განვითარებულ ინფრასტრუქტურას, კრეატიულად მოარგებს ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს

 

მომავლის პროფესია: IT ანალიტიკოსი
სპეციალისტი, რომელიც ამყარებს IT პროდუქტების მომხმარებლებთან კომუნიკაციას, აცნობს განახლებებს, ეხმარება კიბერუსაფრთხოებაში, აქტიურად არის ჩართული ტექნიკური განათლების კუთხით

 

მომავლის პროფესია: მიგრანტების ადაპტაციის სპეციალისტი
პროფესიონალი, რომელიც ასწავლის ეროვნულ ენასა და კულტურას, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით


ახალი ამბები