; შემოგვიერთდით მცირე IT აკადემიაში - IT Academy STEP Tbilisi შემოგვიერთდით მცირე IT აკადემიაში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

შემოგვიერთდით მცირე IT აკადემიაში

მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო მკითხველნო და გამომწერნო, ჩვენო თანამოაზრენო და მომავალი თაობის  აღმზრდელნო, თაობის,  რომელის მალე დაადგება განვითარების ნანო-ტექნოლოგიურ გზას და იცხოვრებს ინოვაციურ-ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში. აიტი აკადემია “სტეპმა”  მრავალი პუბლიკაცია და განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის აიტი განათლება. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის რომ არ დარჩნენ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

შეძენილი ცოდნა  აუცილებელი და გამოყენებადია უკვე ყველა ქვეყანაში, კომერციულ თუ სამთავრობო სექტორში, ნებისმიერ საწარმოო დაწესებულებაში, იქნება ეს ქარხანა თუ ფაბრიკა, რომლებიც გადავიდნენ კომპიუტერიზაციის და პროგრამული უზრუნველყოფის ეტაპზე და შეუმსუბუქეს ამით ფიზიკური შრომა დასაქმებულებს. ამავდროულად გახდა მოთხოვნადი შესაბამისი განათლების და კომპეტენციების კადრები, რომლებიც მართავენ ელექტრონულ მოწყობილობებს  და რობოტოტექნიკას.

IT აკადემია STEP გთავაზობთ თავის მომსახურებას საგანმანათლებლო კუთხით  ინტელექტუალურ, შემოქმედებით და პროფესიონალური ზრდისთვის აიტი მიმართულებით.  აქედან გამომდინარე თქვენი შვილი  შეძლებს ერთდროულად რამოდენიმე პროფესიის  დაუფლებას  სასწავლო კურსის დასრულებისას

IT Academy STEP – თქვენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მცირეწლოვანთა IT აკადემია

ჩვენთან, როგორც პროგრამულად, ასევე სასწავლო პროცესში ჩართულია თეორიული და პრაქტიკული განვითარების ინვაციური მეთოდები:  მეხსიერების გაუმჯობესების, დაკვირვებულობის,  ყურადღების კონცენტრირების, ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბების და ა.შ… 

აღსანიშნავია, რომ ახალი ცოდნის შეძენა, დადებითად მოქმედებს სკოლაში წარჩინებულ სწავლაზეც !
ჩვენთან, ბავშვები ხდებიან უფრო დამოუკიდებლები. სათამაშო კომპიუტერი გარდაიქმნება საკუთარი პროექტების შექმნის ინსტრუმენტად!

მოქნილი გრაფიკი კი საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი სწავლების დრო – სამუშაო ან დასვენების დღეები

IT აკადემია STEP ასევე იზრუნებს სტუდენტთა ზოგად კულტურულ და ფსიქოლოგიური დონის ამაღლებაზე, საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებაზე,  პროდუქტიულობის ამაღლებაზე როგორც სასწავლო, ასევევ შემდგომში  სამსახურეობრივ  პროცესში. 

IT აკადემია STEP იზრუნებს თქვენს პირმშოზე და  აქცევს მას ყველასთვის საამაყო “სტეპერად”-თავისი საქმის პროფესიონალად, რომლის წინაშეც ღია იქნება კარებები  წამყვანი  კომპანიებისა!

 

IT აკადემია STEP-ის საქართველოს ფილიალის დამფუძნებელი: მაკა მახათაძე

დაგვიკავშირდით ეხლავე, მსოფლიო ბრენდ IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები